დედამ ჩათვალა, რომ ცოტა ფულს ვაძლევ და რამდენიმე სესხი აიღო. ეხლა კი უნდა, რომ ეს სესხიც მე გადავუხადო.

1884

მე მქვია ანა. უკვე 16 წლიდან დედასთან აღარ ვცხოვრობ. როგორც კი სკოლა დავამთავრე, მაშინვე ცალკე გადავედი.მე და დედაჩემს არასდროს გვქონია კარგი ურთიერთობა. საქმე ის არის, რომ ჩემთვის დრო არასდროს ჰქონდა. ის არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, მაგრამ მუდმივად ცხოვრობდა სხვადასხვა მამაკაცთან. სწორედ ისინი უზრუნველყოფდნენ მას. მე კი მარტო ვცხოვრობდი. თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა საკუთარი ცხოვრება.დედას სჯეროდა, რომ ყველა რაღაცით იყო ვალდებული მის წინაშე და თავად არაფერი ევალებოდა. ამ პრინციპით იცხოვრა სულ.

დედას ყოველთვის რთული ხასიათი ჰქონდა, მაგრამ მამაკაცები პატიობდნენ, სანამ ახალგაზრდა და ლამაზი იყო. როდესაც ასაკში შევიდა და გასუქდა, თაყვანისმცემლების რაოდენობამ მოიკლო და ბოლოს საერთოდ გაქრნენ.დედას არასდროს უმუშავია. ხანდახან სახლში მეგობრებს და ახლობლებს ჭრიდა თმებს. შემდეგ კი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა, რომ საკუთარი თავი თავად უნდა ერჩინა. კარგი სტილისტის სამუშაო ვერ იშოვა: მხოლოდ თმის შეჭრა იცოდა და ისიც ძველმოდურად, მაგრამ ახლის სწავლა არ სურდა. ამიტომ მუშაობდა უბრალო სალონში, სადაც შეგეძლო თმის შეჭრა მოძველებული წესით. შესაბამისად, ძალიან ცოტას უხდიდნენ. სწორედ მაშინ გაახსენდა დედაჩემს, რომ მას ჰყავს ზრდასრული ქალიშვილი, რომელიც ვალდებულია დაეხმაროს მას.

მე უკვე ვმუშაობდი და დავიწყე ხელფასის ნაწილის დედაჩემისთვის მიცემა, მაგრამ არასოდეს  ყოფნიდა. გამუდმებით მირეკავდა და მიჩიოდა, რომ ფული არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხას ვაძლევდი. მას უბრალოდ არ სურდა ფულის დაზოგვა.მერე გავთხოვდი და ქმართან გადავედი საცხოვრებლად. ის ფული, რომელიც სახლის ქირაობაში ვიხდიდი, დედაჩემსაც დავუმატე, მაგრამ ეს მაინც არ იყო მისთვის საკმარისი.და ერთ დღესაც რამდენიმე ადამიანმა დამირეკა. ყველამ შემატყობინა, რომ დედაჩემმა აიღო სესხები და არ იხდიდა მათ. თურმე რამდენიმე მიკროსაფინანსოდან გამოუტანია ფული.მან მითხრა:

  • არ შემიძლია და არ მინდა გროშებით ცხოვრება! მე შენ სიცოცხლე მოგეცი, გაზარდე და შენ უნდა მომცე ნორმალური ცხოვრების დონე სიბერეში! ცოტა ფულს მაძლევ, ამიტომ იძულებული გავხდი, ამეღო სესხები!

ძალიან გავბრაზდი და ვუთხარი:

  • არა, დედა! თქვენ თვითონ გადაიხდით სესხებს! მე თეთრსაც არ მოგცემ! მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ კი შენი. ამიერიდან თითოეული ჩვენგანი თავად გადაწყვეტს თავის პრობლემებს!

უბრალოდ მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. რამდენი ფულიც არ უნდა მიმეცა დედისთვის, მაინც არ იქნებოდა საკმარისი. და სად ვიშოვო ფული, როცა ბავშვს გავაჩენ და დეკრეტულ შვებულებაში ვიქნები?მიხედოს თავის თავს თვითონ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს