ფერმერებმა იციან, რომ მარწყვი საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა. უხვი მოსავლის მისაღებად ბუჩქებზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ. კერძოდ, მარწყვი მომავალი სეზონისთვის მოამზადოთ. შემოდგომა ამისთვის შესაფერისი დროა. სექტემბერში მარწყვის გამოკვება პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. Paparazzi გიამბობთ, რა გააკეთოთ ახლა, რომ მომავალ წელს ზღვა კენკრა მიიღოთ. გამოცდილი ფერმერების სასარგებლო რჩევებს გიზიარებთ.
მარწყვის გამოკვება სექტემბერში – მარწყვის გამოკვება ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაპირველად, ბუჩქებზე იზრუნეთ. ბოლო კენკრის დაკრეფის შემდეგ ულვაშები და გამხმარი ფოთლები ფრთხილად მოაშორეთ. გასხვლა მებოსტნეებს შორის კამათის თემაა. ბევრი თვლის, რომ ფოთლები მთლიანად უნდა მოაშოროთ. უფრო გამოცდილი ფერმერები ირწმუნებიან, რომ ამის გაკეთება არ ღირს. მხოლოდ ფოთლების ნაწილი უნდა გადაჭრათ. ეს საკმაოდ გონივრულია. ყველა ფოთლის მოჭრა მცენარისთვის სტრესია და მთელი ძალით მწვანე მასის აღდგენაზე იზრუნებს. ამის გამო ბუჩქი დაკარგავს ძალას, რომელიც ყვავილის ყუნწის ფორმირებაზე უნდა დახარჯოს. გამოდის, ასეთი გასხვლა კარგ მოსავალს გართმევთ. რა გავაკეთოთ? ბუჩქს გაფუჭებული და გამხმარი ფოთლები მოაშორეთ, დანარჩენი დატოვეთ. ეს ნაყოფიერების დასრულებისთანავე გააკეთეთ. უფრო გვიან გასხვლა არასასურველია. სექტემბერში არაფერი გააკეთოთ, რომ მცენარე არ დაზიანდეს. ბუჩქის გარშემო მიწა მსუბუქად და ფრთხილად გააფხვიერეთ ისე, რომ ფესვები არ დააზიანოთ. ამის შემდეგ გამოკვებეთ, რომ მარწყვმა მომავალი სეზონისთვის ძალა მოიკრიბოს.
როგორ გამოვკვებოთ მარწყვი – კენკრას შემოდგომაზე ფოსფორი და კალიუმი სჭირდება. ეს ელემენტები მცენარეს ზამთრის წინ გაძლიერებაში ეხმარება. გაითვალისწინეთ ბუჩქის დარგვის დრო. გასულ წელს დარგულ მცენარეს სასუქი არ სჭირდება. მცენარე მეორე წლიდან უნდა გამოკვებოთ. გამოკვებამდე მიწა სველი უნდა იყოს. წვიმის ან მორწყვის შემდეგ. მზა სასუქის 3 ვარიანტი: სუპერფოსფატი (10-20 გ 10 ლ წყალზე), კალიუმის სულფატი (10-20 გ 10 ლ წყალზე) და კალიუმის მონოფოსფატი (10-15 გ). ბოლო ვარიანტი საუკეთესოა, მაგრამ მისი ნაკლი ფასია. სამაგიეროდ, მცენარე კარგად ითვისებს. ყველა ეს სასუქი სპეციალიზიბულ მაღაზიებში იყიდება. მზა სასუქი წყალში შეგიძლიათ გააზავოთ და ფესვების ქვეშ მორწყათ. როგორც ვარიანტი, მშრალი სასუქი მოაყარეთ, გაფხვიერების დროს მიწას აურიეთ. ორგანული სასუქიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხის ნაცარი საუკეთესოა. თითო სუფრის კოვზი ბუჩქის ქვეშ საკმარისია. ნაცარში ბევრი კალიუმი შედის, მაგრამ ფოსფორიც გვჭირდება. ფოსფორი ძვლის ან თევზის ფქვილში ბევრია. ისიც მიწას შეგიძლიათ მოაყაროთ. 200 გ 1 მ² ნაკვეთზე. თუ წვალება არ გსურთ, მზა კომპლექსური სასუქი შეიძინეთ. მასზე აღნიშვნა „საშემოდგომო“ უნდა იყოს.
როგორც ხედავთ, სექტემბერში მარწყვის გამოკვება მომავალ წელს კარგი მოსავლის გარანტიაა. სასუქი არ დაგენანოთ, თუ მომავალ გაზაფხულზე ბევრი წვნიანი კენკრის მიღება გსურთ.