როგორ მოიშოროთ ლოქორა ნაკვეთიდან? ლოქორა მაქსიმალურად გაუმაძღარი არსებაა. თუ დროულად არ მოიშორებთ, ყოველდღე მოსავლის დაკარგვის რისკი გაიზრდება. ამ მავნებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რას ჭამს. რა თქმა უნდა, კომბოსტო განსაკუთრებით უყვარს, თუმცა პომიდორზე, წიწაკაზე, კენკრასა და ხილზეც უარს არ ამბობს. Paparazzi გიამბობთ, როგორ დაიცვათ თქვენი ბოსტანი.
როგორ მოვიშოროთ ლოქორა – ზოგადად ლოქორა ორგანული ნივთიერებების გადამუშავებას ხელს უწყობს და მიწის მდგომარეობას აუმჯობესებს, მაგრამ საჭმლის მიმართ მისი ზედმეტი სიყვარული მთელ სარგებელს ანულებს. მარტივად რომ ვთქვათ, მოლუსკების მოშორებას გირჩევთ. როგორ? გამოვიყენოთ აგრესიული შხამი? ასეთი ვარიანტი უადგილოა. არ დაგავიწყდეთ, რომ აგრესიული ნივთიერებები მიწაში ან ბოსტნეულში შეიძლება დაგროვდეს. ლოქორა სანადიროდ შებინდებისას გამოდის, რადგან კაშკაშა მზე არ მოსწონს. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ თქვენს ნაკვეთზე მცოცავი არსებები გამოჩდნენ. ფოთლების გარე მხარეს ყურადღებით დააკვირდით. დღისით ფართო ფოთლების ქვეშ იმალება და ისვენებს. კომბოსტო ძლიერ შეიძლება დაზიანდეს. ლოქორები მას საცერად გადააქცევს, თუ ბოლომდე არ შეჭამს.
მავნე მოლუსკების დაჭერა – აღმოჩნდა, რომ ლოქორა გემრიელი ლუდის დალევის წინააღმდეგი არაა. ერთი ხაფანგიც ამაზე აგებულია. ლოქორა ტკბილ კომპოტში, სიროფში ან ლუდში დასველებულ ჩვარში შეიტყუეთ. ასეთი ქსოვილის ნაჭრები დილით დააწყვეთ, როცა ჯერ კიდევ გრილა და ბნელა. ლოქორები შუადღემდე ჩვრის ქვეშ შეიკრიბებიან. მავნებლები მარილიანი წყლით სავსე ვედროში ჩაყარეთ, რომ გაანადგუროთ. ნაჭრით ნადირობა 3-4-ჯერ გაიმეორეთ და ლოქორები თქვენს ნაკვეთს დატოვებს. ჟელესმაგვარ მავნებლებს მძაფრი სუნები არ მოსწონს. მათ დასაფრთხობად ბოსტნეული ძლიერი ყავით დანამეთ. ეს უსაფრთხო და ეკოლოგიურია. სამწუხაროდ, ხანმოკლე ეფექტი აქვს. პირველივე წვიმაზე არომატი და ყავის ნარჩენი ჩამოირეცხება, ამიტომ ლოქორებმა ბოსტნეულის დაპყრობა ისევ შეიძლება ისურვოს. როგორ მოვიშოროთ ლოქორები ეკოლოგიური მეთოდით? ხის ნაცარი დაგჭირდებათ. მასში ტუტე შედის, რომელიც ლოქორას თხელ კანს აზიანებს. სწორედ ეს გვჭირდება. ყველა ბოსტნეულს, ასევე ბილიკებს, სადაც მავნებელი გადაადგილდება, ნაცარი მოაყარეთ. გაითვალისწინეთ, წვიმა ნაცარს მარტივად ჩამორეცხავს. ბოსტანს ყურადღება მიაქციეთ და პროცედურები პირველივე შესაძლებლობაზე გაიმეორეთ.
ფრთხილი მოქმედება – უფრო ნეიტრალური მეთოდებიც არსებობს. ასე მავნებლებს გაუმკლავდებით, მაგრამ მცენარეს, ხილს და ბოსტნეულს არ დააზიანებთ. მაგალითად, ნაკვეთზე ბასრი ნივთები მიმოფანტეთ. არ იდარდოთ, ადამიანისთვის სახიფათო არაა, მაგრამ ლოქორას დააზიანებს. მაგალითად,მიწაზე დაყარეთ წვრილი კენჭები, წიწვი, ნახერხი, კაკლის ან კვერცხის ნაჭუჭი. წინასწარ მოიფიქრეთ, როგორ მიაყენოთ უსიამოვნება ლოქორებს. უკვე გითხარით, რომ მავნებელი მძაფრ არომატს ვერ იტანს. კვლებს შორის რეპელენტი მცენარე დარგეთ. მაგალითად, ლავანდა, სალბი, როზმარინი, ბეგქონდარა, რეჰანი. ლოქორა თქვენს ნაკვეთს კილომეტრებით გვერდს აუვლის.
როგორ მოვიშოროთ ლოქორა ეფექტურად და სწრაფად – კომბოსტოს ფოთლებს შორის დასახლებული ლოქორას დამარცხება რთულია, მაგრამ გამოსავალი არის. მებაღეობის მაღაზიაში კალიუმის პერმანგანატი (ხალხში მარგანცოვკა) შეიძინეთ. მასში შემავალი კომპონენტები ბოსტნეულზე დადებითად მოქმედებს, ხოლო ლოქორას არ მოსწონს. სპეციალური საშუალება მოამზადეთ და კომბოსტო უხვად მორწყეთ, სანამ მავნებლებს არ მოიშორებთ. ჯერ სპეციალური კონცენტრატი მოამზადეთ, შემდეგ მოსარწყავად მხოლოდ გაზავებული კონცენტრატი გამოიყენეთ. კალიუმის პერმანგანატმა არა მხოლოდ ლოქორა, არამედ ბოსტნეულიც შეიძლება დაწვას, ამიტომ ფრთხილად იმოქმედეთ. 1 ჩ/კ 2 ლ წყალს აურიეთ. ხსნარი ცოტა ხნით გააჩერეთ. 200 მლ კონცენტრატი 5 ლ წყალში გააზავეთ და ნაკვეთი მორწყეთ. 1 თავი კომბოსტოს დასამუშავებლად 500 მლ სითხე დაგჭირდებათ. თუ კომბოსტო ლოქორებით სავსეა, 400 მლ კონცენტრატი 5 ლ წყალში გააზავეთ და ბოსტნეული დაამუშავეთ. 5 დღე ზედიზედ მორწყეთ, შემდეგ შეისვენეთ და დარჩენილი მავნებლების რაოდენობა შეამოწმეთ. მარგანცოვკასთან მუშაობისას თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნეთ. გაუმაძღარ ლოქორებთან ბრძოლაში წარმატებას გისურვებთ.