ძლიერი ლოცვა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, რომელიც სულს ამშვიდებს და გულს სინათლით ავსებს

0
3356

21 სექტემბერი ყველა მორწმუნისთვის დიდი დღეა. ამ დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღვნიშნავთ. ყველა ქრისტიანისთვის განსაკუთრებული დღეა. ეს დღე უფლის სასწაულის სიმბოლოა, რადგან სწორედ ღვთისმშობელმა მუცლით ატარა და გააჩინა ღვთის ძე. Paparazzi გიამბობთ დღესასწაულის შესახებ, ასევე გეტყვით რომელი ლოცვა დაამშვიდებს თქვენს სულს.

დღესასწაულის ისტორია ქალწული მარიამის მშობლებთან გვაბრუნებს. თქმულების მიხედვით, იოაკიმე და ანა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. ცოლ–ქმარი შვილზე დიდხანს ოცნებობდა, მაგრამ შვილის ყოლა არ შეეძლოთ. ამას მათი ცოდვების გამო უფლის სასჯელად მიიჩნევდნენ. სიბერეშიც სასწაულისთვის ლოცვა არ შეუწყვეტიათ. იოაკიმე მარხვისა და ლოცვისთვის უდაბნოშიც წავიდა. ანა თვლიდა, რომ ყველაფერში თავად იყო დამნაშავე და უფრო მეტად ლოცულობდა. ლოცვაში ანგელოზი გამოეცხადა და დაპირდა, რომ მალე შვილი შეეძინებოდა. წინასწარმეტყველება ახდა, დანიშნულ ვადაში ანას ქალიშვილი, მარიამი შეეძინა. ღვთისმშობლის შობა განსაკუთრებული დღეა, რადგან ქალწულმა მარიამმა უფლის ვაჟი გააჩინა. ამის წყალობით დღესასწაული ქალებისთვის განსაკუთრებული გახდა. ამ დღეს ბევრი ქალი ღვთისმშობელს ბედნიერ დედობას შესთხოვს. ქალწული მარიამი მთელ მსოფლიოში დადის და ყველს ლოცვას ისმენს, ვინც მიმართავს. სწორედ ამიტომ, ღვთისმშობლობას ლოცვა მნიშვნელოვანია.

ლოცვა ღვთისმშობლის მიმართ

„ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გულმოწყალებითა გარდამოიხილე ჩუენ ცოდუილთა და მდაბალთა ლოცუათა ზედა და ევედრე ძესა შენსა, რაჲთა მოგუმადლოს სულიერი და ხორციელი სიმრთელეჲ ყოველთა შენდა მოლტოლვილთა და ყოველი საჴმარი საუკუნოჲსა და ჟამიერისა ამის ცხოვრებისა ჩუენისათჳს, რაჲთა მოგვიტევოს ყოველნი ცოდუანი ჩუენნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველთა მწუხარებათა და სნეულებათაგან და ყოველთა ზედამოსვლათაგან და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან გვიჴსნას ჩუენ.

დედუფალო ჩუენო ყოვლადსახიერო, შეუძვრელო სასოო ჩუენო და მეოხო უბრძოლველო! ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, მრავალთა შეცოდებათა ჩუენთათჳს, არამედ განგვიპყარ ხელი დედობრივისა გულმოწყალებისა შენისა და ნიში კეთილი გარდამოავლინე ჩუენ ზედა. გამოაჩინე მდიდარნი წყალობანი შენნი და კეთილმოსწრაფებითა სახიერებაჲ აჩუენე ყოველსა საქმესა შინა; ყოვლისა საწყისისაგან ცოდუილსა და ბოროტისა ზრახუისაგან განგუარიდე ჩუენ, რაჲთა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა და თაყუანისვსცემდეთ პატიოსანსა ხატსა შენსა და ვადიდებდეთ ღმერთსა მამასა და მხოლოშობილსა ძესა მისსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტჱსა და წმიდასა სულსა, ყოველთა წმიდათა თანა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“

ლოცვა დედათა ფეხმძიმობის ჟამს

ჰოჲ, ყოვლად დიდებულო, დედაო ღმრთისაო, შემიწყალე მე მხევალი შენი, მოვედ შეწევნად ჩემდა ჟამსა სალმობათა და განსაცდელთა ჩემთასა, რომელთა შინა შობენ შვილთა თჳსთა საწყალობელნი ასულნი ევასნი. მოიხსენე, ჰოჲ, კურთხეულო დედათა შორის, თუ ვითარითა სიხარულითა და სიყუარულითა მსწრაფლ ვიდოდი მთად ქალაქად იუდეაჲსსა, მოკითხვად ნათესავისა შენისა ელისაბედისა ჟამსა მისისა მუცელქმნულობისასა და თუ ვითარი სასწაული-ჰყო მადლმოსილმან მოკითხვამან შენმან დედასა და ჩვილსა ზედა, და დაულევნელითა მოწყალებითა შენითა მომმადლე მე უმდაბლესსა მხევალსა შენსა მშვიდობით დახსნად მუცელქმნულობისაგან; მომმადლე წყალობაჲ ესე, რათა ჩჳლმან ესე, რომელი აწ წიაღთა ჩემთა იმყოფების, მოსრულმან გულისხმისყოფასა, სახარულევანითა კრთომითა მსგავსად წმიდისა ჩვილისა იოანესა, თაყვანის-სცეს ღუთაებრივსა მაცხოვარსა ჩუენსა უფალსა, რომელმან ჩუენ ცოდვილთა სიყუარულისა გამო არა მოიძაგა თჳთ ჩვილად ყოფაჲ. გამოუთქმელითა სიხარულითა, რომლითა აღივსო ქალწულებრივი გული შენი, ოდეს იხილე ახალშობილი ძეჲ და უფალი შენი, დაატკბე ჭირნი ჩემნი, რომელნი მომელიან სალმობათა შინა ჟამსა შობისასა. ცხოვრებამან სოფლისამან შენით შობილმან, მხსნელმან ჩემმან მიხსნას მე სიკუდილისაგან, რომლითა მრავალნი დედანი მოისრებიან ჟამსა შობისასა და მიითვალოს ნაყოფი მუცლისა ჩემისა შორის რჩეულთა ღმრთისათა. ყოვლად წმიდაო, ზეციურო დედუფალო, შეისმინე მდაბალი ესე ლოცვაჲ ჩემი და გარდამოიხილე ჩემ გლახაკსა და ცოდვილსა ზედა მადლმოსილითა თუალითა შენითა; ნუ სირცხვილეულ ჰყოფ სასოებასა ჩემსა შენისა დიდისა მოწყალებისა გამო და დამიფარე მე. შემწეო ქრისტიანეთაო, განმკურვნელო სნეულებათაო, აწცა ღირს მყავ განცდად ჩემ ზედა, შენისა დედობრივისა მოწყალებისა, რათა მარადის ვადიდებდე მადლსა შენსა, რომელი არა სადა დააგდებს ლოცვასა გლახაკთასა და იხსნის ყოველთა, ჟამსა ჭირთა და სნეულებათა, შენდამი შევრდომილთა. ამინ.

ლოცვა ალბაზინის ღმრთისმშობლის ხატისადმი „სიტყვა ხორციელ იქმნა“ – ევედრებიან ბავშვის დაბადების მოლოდინში და მძიმე მშობიარობისას.

„ღუთისმშობელო ქალწულო, განუხრწნელად მშობელო ქროსტეს ღუთისა ჩუენისაო, შუამდგომელო ქროსტეანეთაო! წარდგომილნი წინაშე სასწაულმოქმედისა ხატისა შენისა მამანი ჩუენნი გევედრენ შენ, რაჲთა გარდამოავლინო საფარველი და მეოხება შენი ერსა შენსა ზედა და ჩუენცა ვხმობთ შენდამო: მამული ჩუენი ზედამოსვლისაგან უცხოტომელთასა დაიცვენ და ყოველთა ძმათამკვლელთა ბრძოლათაგან დაიფარენ, სიმშვიდეჲ მოჰმადლე ერსა ამას ქუეყანაჲ აღავსე ნაყოფითა. დაიცვენ წმიდად სულიერნი მოძუღუარნი ჩუენნი, რომელნი მოჰმადლენ წმიდასა ამას შენსა ეკლესიასა. გარდამოუვლინენ ყოვლადძლიერი საფარველი შენი ყოველთა მათთა, მაშენებელთა და ქველისმოქმედთა ზედა, განაძლიერენ მართალსა სარწმუნოებასა შინა და ერთსა ზრახუასა ზედა დაამტკიცენ ძმანი ჩუენნი: დაბნეულნი და მართლმადიდებელისა სარწმუნოებისაგან განტოლვილნი განანათლენ და წმიდასა ეკლესიასა ძისა შენისასა მიჰმადლენ. სარწმუნოებით მოლტოლვილთა ხატისა შენისა წმიდისა მომართ ყოველთა გარდამოუვლინე საფარველი შენი, რამეთუ შენ ხარ ნუგეშინისმცემელი და ნავთსაყუდელი ყოვლისაგან ბოროტებისა, ზედამოსვლისაგან და განდგომილებისა, რამეთუ შენ ხარ სნეულთა მკურნალი, მწუხარეთა სასო, შეცთომილთა განმართლებაჲ, შეიწირე ლოცუანი ჩუენნი და აღამაღლე წინაშე საყდრისა მაღლისა ღუთისასა, რაჲთა შუამდგომელობითა შენითა დაცულნი და საფარველითა შენითა დაფარულნი ვადიდებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

მოკლე ლოცვა ღვთისმშობლის დღეს – შეგიძლიათ წაიკითხოთ მოკლე ლოცვა „გიხაროდენ, ღვთისმშობელი მარიამ“. ეს ძლიერი ლოცვაა, რომელიც სულსა და გულს სინათლით ავსებს.

„ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.“

ეს სიტყვები სახლში ან ეკლესიაში შეგიძლიათ წარმოთქვათ. ამ დღეს ნებისმიერი სხვა ლოცვაც შეგიძლიათ წაიკითხოთ. ღვთისმშობელს შეგიძლიათ შესთხოვოთ ჯანმრთელობა, ბავშვების დაცვა ან ბედნიერება. ასევე ქალწულ მარიამს შეგიძლიათ ვაჟის მოსარჩლეობა სთხოვოთ. მთავარია, რომ გულწრფელად ილოცოთ.