მე მქვია ანანო. გამზარდა მხოლოდ დედამ, რომელიც მთელი ცხოვრება დამლაგებლად მუშაობდა და ყოველთვის ძალიან გვიჭირდა. დიდ ყურადღებას ვერასოდეს მაქცევდა და მხოლოდ მიმეორებდა:
- ისწავლე, შვილო, თორემ ჩემსავით მთელი ცხოვრება გაჭირვებული იქნები!
მართლაც, ძალიან ცუდად ვცხოვრობდით, ტანსაცმელი მეორადებში ვყიდულობდით. უსაზღვროდ მიხაროდა, როცა ბებია ხანდახან ახალ კაბას მიყიდდა. ასეთ კაბებს ძალიან ვუვლიდი, იშვიათად ვიცვამდი, ვცდილობდი არ დამებინძურებინა.
მეზობელმა კითხვა მასწავლა, როცა გაიგო, რომ სკოლაში მალე მივდიოდი და არაფერი ვიცოდი. მიყიდა ანბანი, ფერადი საბავშვო წიგნები. ძალიან სწრაფად ვისწავლე კითხვა და ძალიან მომეწონა ეს აქტივობა.მამაჩემი პირველად მაშინ ვნახე, როცა უკვე სკოლაში დავდიოდი, მაშინ შვიდი წლის ვიყავი. დედაჩემთან ვიღაც კაცი მოვიდა, მათი საუბარი მოვისმინე და მივხვდი, რომ ეს მამაჩემი იყო. ის დედაჩემს ფულს სთხოვდა…
- რა დიდი გოგო ხარ უკვე! – მითხრა მან და შოკოლადის ფილა მომცა.
წასვლის წინ დამპირდა, რომ მომდევნო შაბათ-კვირას მოვიდოდა და პარკში წამიყვანდა სასეირნოდ. შაბათს ჩემი საუკეთესო კაბა ჩავიცვი, დილიდან ეზოში ვიჯექი და ველოდებოდი. მაგრამ ის არ მოვიდა. ძალიან განვიცადე. შემდეგ კი ყოველ შაბათ-კვირას ველოდი მას.
მამაჩემი ვნახე სამი წლის შემდეგ. პარკში ნასვამი დადიოდა და დამიძახა. შემეშინდა და გავიქეცი. არაერთხელ ვნახე ქუჩაში ძალიან მთვრალი. ერთხელ ჩემს შეყვარებულთან ერთად ვსეირნობდი და მეშინოდა, რომ არ ვეცნე და არ შევერცხვინე შეყვარებულის წინაშემერე წავედი სასწავლებლად დედაქალაქში. 23 წლის ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა.შემდეგ გავიცანი გიგა. მალე გადავწყვიტეთ დაქორწინება. ქორწილი არ გვქონია, გვინდოდა მეგობრებთან ერთად კაფეში დაჯდომა და ეს არის.საიდანღაც მამაჩემმა შეიტყო ეს, ტელეფონის ნომერი გაიგო და დამირეკა. საშინლად მეჩხუბა: როგორ გაბედე მამის ნებართვის გარეშე გათხოვება და რატომ არ უნდა ვიყო მე შენს ქორწილშიო…
ტელეფონი გავუთიშე და ნომერი დავბლოკე. რაზე აქვს პრეტენზია? ჰო, ბევრი სიკეთე გამიკეთა: მთელი ცხოვრების განმავლობაში მაჩუქა მხოლოდ ერთი ფილა შოკოლადი!ჯობია ასეთ მამასთან არაფერი გქონდეს საერთო…