დეიდაჩემი ირინა ძალიან საინტერესო ადამიანია. მას ძალიან არ უყვარს ზედმეტი პრობლემები და ყველანაირად ცდილობს თავიდან აიცილოს.დეიდა ირინა გათხოვდა და სამი წლის შემდეგ შვილის გაჩენა გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდა. შემდეგ მოხდა სასწაული და ოცდაათი წლის ასაკში გააჩინა ბიჭი. ყველა ძალიან ბედნიერი იყო ამ მოვლენით.
დეიდა ირინა ასაკით ყველაზე პატარა იყო ოჯახში. ის ბავშვობიდანვე შეეჩვია, რომ ყველა მას აქცევდა ყურადღებას, ყველას უყვარდა და ყველა ეხმარებოდა.მაგრამ დეიდა ირინამ არ გაითვალისწინა, რომ ბავშვს სჭირდება ყურადღება და სჭირდება მოვლა. ჰოდა, მან იპოვა გამოსავალი სიტუაციიდან: შვილი დედასთან წაიყვანა. ხუთი დღის განმავლობაში იქ ტოვებდა, მერე ერთი-ორი დღით მოყავდა და ასე მუდმივად.საერთოდ არ მესმის, როგორ შეეძლო ამის გაკეთება? ბავშვს ხომ დედა სჭირდება მას ვერავინ შეუცვლის, მსოფლიოში საუკეთესო ბებიაც კი!
გასაგები იქნებოდა, თუ ირინა სამსახურში ივლიდა, მაგრამ ის სულ სახლში იჯდა და არაფერს აკეთებდა. ან რატომ უნდა გაეკეთებინა? ხომ არიან ბებიები, რომლებიც კვებავენ ბავშვს, ყიდულობენ ტანსაცმელს და ზრდიან. ოთხი წლის შემდეგ, დეიდა ირინა ისევ დაორსულდა. ის ისეთი ბედნიერი დადიოდა, თუმცა მისი ორსულობით ახლობლები სულაც არ იყვნენ აღფრთოვანებული.
ბებიაჩემმა უთხრა:
- რას აპირებ? ერთი შვილი რომ მომაჩეჩე, გგონია მეორესაც მე გავზრდი? ამას ვერ გავაკეთებ! საკუთარ თავს ვერ უვლით და კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას აპირებთ?
ირინა დეიდას ძალიან ეწყინა და მას მერე აღარ მოდის. მე კი მენატრება ჩემი დეიდაშვილი და ძალიან მინდა მისი ნახვა.მაგრამ ასევე მშვენივრად მესმის ბებიაჩემის: მას მართლა უჭირს პატარა ბავშვის მოვლა. თუმცა, ფაქტია, რომ შვილი ზედმეტად გაანებივრა.ამბობს, რომ ნათესავები ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ყველა უნდა დაეხმაროს მას და თვითონ არც კი გვეკითხება, როგორ მიდის ჩვენი საქმეები და ყველაფერი რიგზე გვაქვს თუ არა?