მე მქვია ნათელა. ვარ პატივსაცემი ადამიანი, დიდი გამოცდილების მქონე ქირურგი. დიახ, ოცი წელი ნამდვილად დიდი დროა.და აი, ისევ სამსახურში ვარ. უნდა გავუკეთო ოპერაცია ბიჭს, რომელსაც მანქანა დაეჯახა. ის უგონო მდგომარეობაში იყი და ძალიან სერიოზული დაზიანებები ჰქონდა. გადარჩენის შანსი მინიმალური იყო.სკალპელი ხელში ავიღე და გავშეშდი. მკერდზე ბიჭს დიდი ნიშანი ჰქონდა, ვარსკვლავის ფორმის.
ერთ წუთში მთელმა ჩემმა ცხოვრებამ გამიელვა თვალწინ. თექვსმეტი წლის ასაკში დავორსულდი. დედას უნდოდა აბორტი გამეკეთებინა, მაგრამ ექიმმა თქვა, რომ შეიძლება შემდეგ საერთოდ აღარ მყოლოდა შვილი.ვიმშობიარე, მაგრამ დედამ კატეგორიულად მოითხოვა, რომ ჩემი შვილი სამშობიაროში დამეტოვებინა.მერე სკოლა დავამთავრე და სამედიცინო უნივერსიტეტში გავნაგრძე სწავლა.შემდეგ გავთხოვდი და შემეძინა ქალიშვილი, მაგრამ ყოველთვის მახსოვდა შვილი, რომელიც საავადმყოფოში დამატოვებინეს. სულ ვფიქრობდი: როგორი იყო? იქნებ კარგმა ადამიანებმა იშვილეს?
გამბედაობა მოვიკრიბე და ოპერაცია გავიკეთე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბიჭი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.თურმე ის ბავშვთა სახლში გაიზარდა, შემდეგ მუშაობა დაუწყია. სამსახურში რაღაც აღნიშნეს, ბიჭმა დალია და არასწორ ადგილას გზის გადაკვეთა დააპირა. მძღოლს სიჩქარის შენელების დრო არ ჰქონდა…მთელი ღამე არ მიძინია. სულ ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ჩემი შვილისთვის.დილით მორიგე ექიმი შემოვიდა, მითხრა, რომ ღამით ეს ბიჭი გარდაიცვალა…
ვერ მოვასწარი საკუთარი შვილისთვის ვერაფრის თქმა. არ მქონდა დრო ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად. გამოსწორებაც კი. ვერ მოვასწარი… ვერ შევძელი…