ნათესავებზე ფულის გასესხება შევწყვიტე. ჩემი ამბის გაგების შემდეგ თქვენც ასე მოიქცევით

0
7581

რა უნდა გააკეთოთ, როცა ადამიანები ვალს არ აბრუნებენ? პასუხი ბანალურია: ფული არავის ასესხოთ. ხალხური ნიშნების მიხედვით, ამის გაკეთება არ შეიძლება. ამას ბევრი ახსნა აქვს. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ მაინტერესებს, რატომ არ ღირს გამომუშავებული ფული მეგობრებს ან ნაცნობებს გაუზიაროთ. Paparazzi ერთი მკითხველის ისტორიის მაგალითზე ამ თემას დეტალურად განიხილავს.

ნასესხებ ფულს არ აბრუნებენ – „კარგი ფულის საშოვნელად გრძელი გზა გავიარე. დაუღალავად ვსწავლობდი, შემდეგ ნაბიჯ–ნაბიჯ სასურველი ადგილისკენ მივიწევდი. წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენი აღმავლის და დაცემის გადატანა მომიწია, სანამ წარმატებული ქალი გავხდებოდი. რა თქმა უნდა, ამით ბევრი სარგებლობდა. მე, როგორც გულუბრყვილო, სხვების ხაფანგში ვებმებოდი. ადრე ნათესავებს და მეგობრებს ფულს ხშირად ვაძლევდი. ნათესავები არასდროს მიბრუნებდნენ. აი, მეგობრები თავს მაჩვენებდნენ, რომ ლოდინი შემეძლო. თითქოს, ისედაც საარსებო წყარო მაქვს. ვფიქრობდი, რომ ამაში ცუდი არაფერია. ღვიძლ დას ამა თუ იმ თანხის დაბრუნებას ხომ არ მოთხოვ?

ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. პირველ რიგში, მივხვდი, რომ ფულს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვალს მიბრუნებდნენ. ახლა საკუთარი საზღვრების დაცვა და პირდაპირი საუბარი ვისწავლე. თითქმის ყოველთვის, როცა ფული ჩემს ხელში ხვდებოდა, იმავე დღეს თავს ცუდად ვგრძნობდი. ეს შეიძლება ყოფილიყო საშინელი თავის ტკივილი ან სურდო. ვფიქრობდი, რომ დამთხვევა იყო. ბებიის თქმით, პრობლემა ფულის ენერგიაში იყო. ადამიანებს, რომლებიც ვალს მიბრუნებდნენ, ამის გაკეთება აშკარად არ სურდათ. მათ ვაიძულებდი და ესეც შედეგი!“

ვალს გასცემთ, ანუ ახლობელთან ურთიერთობას აფუჭებთ – „გარდა ამისა, დიდი ალბათობით, ასეთი სიტუაციები ნათესავებთან ან მეგობრებთან ურთიერთობას აუცილებლად გაგიფუჭებთ. ერთხელ ასეთი შემთხვევა მქონდა. დაქალს ბევრი ფული ვასესხე. ვფიქრობდი, რომ სერიოზული ადამიანი იყო. ხელწერილი არ ამიღია. სიტყვაზე შევთანხმდით, რომ ანა ვალს ყოველთვიურად დაფარავდა. სინამდვილეში, ფულის დაბრუნებას არ ჩქარობდა. 1–2 თვე მოვიცადე. შემდეგ მივწერე და ფული მოვთხოვე. თან ამ პერიოდში ფული ძალიან მჭირდებოდა. სახლში მილი გამისკდა და რემონტი უნდა გამეკეთებინა. დაქალი თავს მაჩვენებდა, რომ არაფერი ხდებოდა. შემდეგ დამადანაშაულა, რომ მეწვრილმანე და ეგოისტი ქალი ვარ. უბრალოდ წარმოიდგინეთ! მოკლედ, ვალი მხოლოდ 6 თვის შემდეგ დამიბრუნა. რემონტის გასაკეთებლად კრედიტის აღება მომიწია, რადგან თავად ვალის აღება არ მიყვარს. ამ ისტორიის შემდეგ ერთმანეთს აღარ ვეკონტაქტებით. გული მტკივა, რადგან კარგ მეგობრად მივიჩნევდი.

ამ ისტორიებმა მთავარი რამ მასწავლა: არავის და არასდროს ფული არ ასესხოთ. ნათესავები ბანალურად კისერზე დაგაჯდებიან. მეგობრები ვალს დაივიწყებენ ან თავს მოიკატუნებენ, თითქოს დაავიწყდათ. ეს ყველაფერი უსიამოვნოა. ბებიამ მითხრა, რომ ფულის გასესხებით ადამიანის პრობლემებს ავტომატურად ვიღებთ. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ბებიის სიტყვებში აზრი არის. ადამიანები ფულს ყოველთვის კრიტიკულ სიტუაციაში არ სესხულობენ. მესმის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ზოგჯერ ფულს მთხოვდნენ, რომ ვინმესთვის საჩუქარი ეყიდათ. ეს ნორმალურია? ვთვლი, რომ ასეთი ხარჯები წინასწარ უნდა გათვალოთ.  ფულით სავსე საფულედ ყოფნა მომბეზრდა. ფულის გამო ნათესავებთან და ახლობლებთან კამათით დავიღალე. ვფიქრობ, რომ ჩემს ქონებას უფრო მეტი პრობლემა მოაქვს, ვიდრე სიხარული.