მე მქვია ირაკლი. ვარ ბიზნესმენი და ზოგადად, ძალიან დაკავებული ადამიანი.ერთ დღეს შეხვედრაზე მაგვიანდებოდა, შემთხვევით ვიღაც მათხოვარს დავეჯახე და ტანსაცმელი დამესვარა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ეს რა მიქენი? როგორ წავიდე ახლა შეხვედრაზე?! – ვუყვირე მათხოვარს.
- გთხოვ, ადგომაში დამეხმარე! – მთხოვა მან
- სრულ ჭკუაზე ხარ? ყავა ხომ არ მოგიტანო საწოლში?
- ადამიანი არ ხარ?
- მე ჰო! მაგრამ შენ – არა!
ძალიან გავბრაზდი, მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი გამოსაცვლელად. გზად ჩემს მეგობრებს და ბიზნესპარტნიორებს დავურეკე. ვუთხარი, რომ შეხვედრაზე უჩემოდ გაფრენილიყვნენ, მე კი ცოტა მოგვიანებით ჩავიდოდი.როცა უკვე აეროპორტისკენ მივდიოდი, დამირეკეს და საშინელი ამბავი მამცნეს: ვერტმფრენი, რომელშიც ჩემი მეგობრები და პარტნიორები მიფრინავდნენ, ჩამოვარდა და ყველა დაიღუპა…
ეს საშინელება იყო. არ მინდოდა იმის დაჯერება, რომ ჩემი მეგობრები მკვდრები იყვნენ. დიდ ხანი ვერ მოვედი გონს.მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მიწევდა საქმეების კეთება. ჩემი მწუხარების დასავიწყებლად, კიდევ უფრო მეტად დავიწყე მუშაობა.
ერთ დღეს წავედი სასურსათო მაღაზიაში. სალაროსთან დიდი რიგი იდგა და ეს ყველაფერი ერთი მათხოვრის გამო, რომელსაც თანხა დააკლდა.მეჩქარებოდა და არც ვაპირებდი რიგში დგომას ვიღაც ბომჟის გამო. გამყიდველიც უხერხულად გრძნობდა თავს. სალაროსთან მივედი და გამყიდველს ვთხოვე ჩემი საქონლის გატარება.
- ჯერ არ შემიძლია. მე უკვე დავიწყე ამ მყიდველის პროდუქტის გატარება – მიპასუხა გამყიდველმა და მათხოვარზე მიმითითა.
- საერთოდ რატომ უშვებთ ასეთ ნაგავს მაღაზიაში? – აღვშფოთდი მე.
- მე ნაგავი არ ვარ, ადამიანი ვარ! – მითხრა ამ თავხედმა ბომჟმა.
- შენ კაცი არ ხარ, შენ ხარ ლოთი! აიღე შენი არაყი და წადი აქედან!
- არ შემიძლია! მე არ მაქვს საკმარისი თანხა, დამიმატე ფული!
- კიდევ რა გინდა! ერთ თეთრსაც არ მოგცემ! აიღე პური და ძეხვი და წადი!
- არ შემიძლია! არაყი მჭირდება სასწრაფოდ!
- არყის გარეშე უკეთ იქნები!
უცებ რიგიდან გოგონა გამოვიდა და მოლარეს ფული მისცა:
- აიღეთ ფული და გაუტარეთ ყველაფერი ამ კაცს!
- მადლობა! რა გქვია? – ჰკითხა ბომჟმა.
- ქრისტინე – უპასუხა გოგონამ.
გაკვირვებით შევხედე წარმოუდგენლად ლამაზ გოგონას, რომელიც ფულს აძლევდა უსახლკარო ადამიანს. მივხვდი, რომ მინდოდა ისევ მენახა.სასწრაფოდ ვიყიდე პროდუქტი და მაღაზიიდან გავედი. დავინახე, რომ ბომჟი ძაღლს ძეხვსა და პურს აჭმევდა და დაკბენილ გვერდს არყით უმუშავებდა…სანამ ბომჟს ვუყურებდი, გოგონა გაქრა და ვეღარ დავინახე საით წავიდა. გავბრაზდი და სახლში წავედი. გავიდა კიდევ ექვსი თვე. მე ისევ ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ძალიან ცოტა ვისვენებდი.
ჩემი მეგობრების გარდაცვალების წლისთავზე სასაფლაოზე წავედი, იქიდან კი ბარში შევედი. ბარიდან გვიან ღამით გამოვედი და მინდოდა ჩემი მანქანიდან საბუთების აღება და ტაქსის გამოძახება, მაგრამ შევამჩნიე, რომ მანქანის გაძარცვას ცდილობდნენ. ქურდებს ყვირილი დავუწყე, მაგრამ არ შეშინებიათ და თავს დამესხნენ. დამიწყეს ცემა, მანქანის გასაღები წამართვეს. შემდეგ დაცვის ყვირილი გავიგე და აღარაფერი მახსოვს. საავადმყოფოში გავიღვიძე და მეგონა სამოთხეში ვიყავი: თავზე ქრისტინე მადგა და გადასხმას მიკეთებდა!
მერე ისევ დავკარგე გონება. როცა გავიღვიძე, ჩემი პირველი აზრები იყო საბუთებს ეხებოდა – იქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ბევრი ფული. მივხვდი, რომ სამუდამოდ დაიკარგა.
მერე ქრისტინე მოვიდა:
- ქრისტინე…
- ოჰ, საიდან იცით ჩემი სახელი? მიცნობთ?
- არა! ალბათ სიზმარში გნახე… ანგელოზის ჰგავხარ, წარმოუდგენლად ლამაზი ხარ!
მას შემდეგ ქრისტინას ხშირად ვხედავდი. საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, მაშინვე იმ ბართან მივედი, სადაც მცემეს. ჩემი მანქანა ადგილზე იყო, მხოლოდ საქაღალდე ვერ ვიპოვე მასში. ბარის თანამშრომლებს ვესაუბრე, იმედი მქონდა, რომ იპოვიდენ ჩემ საბუთებს, მაგრამ ბარმენმა მითხრა, რომ არაფერი უნახავთ და საერთოდ, ნამდვილი სასწაულია, რომ გადავრჩი. თურმე ვიღაც მათხოვარმა დაინახა, რომ თავს დაესხნენ, ბარში შევარდა და ხალხს დახმარებისკენ მოუწოდა.
- რომ არა ის მათხოვარი, ალბათ უკვე ცოცხალი არ იქნებოდი.
- გასაგებია! – ვუთხარი და წამოვედი.
ძალიან ვნერვიულობდი, რომ ჩემი საქაღალდე ვერ ვიპოვე. ვიცოდი, რომ ამის გამო მალე პრობლემები შემექმნებოდა ბიზნესპარტნიორებთან. ვცადე მოგვიანებით ამეხსნა მათთვის სიტუაცია, მაგრამ არ დამიჯერეს. სიტუაცია დაძაბული იყო.
ერთ დღესაც კაბინეტში ჩემი მდივანი შემოვიდა:
- ძალიან უჩვეულო სტუმარი გყავს. ის ამბობს, რომ თქვენთან სასწრაფო საქმე აქვს.
- კარგი, მივდივარ.
მიმღებში რომ გავედი, უბრალოდ, გავოცდი:ეს იყო იგივე ბომჟი, რომელსაც უკვე ორჯერ შევხვდი: როცა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდიოდი და როცა მაღაზიაში რიგში აღმოვჩნდი. მას ხელში ჩემი საქაღალდე ეჭირა:
- გამომართვი, შენია! – მითხრა ამ ბომჟმა და საქაღალდე გამომიწოდა.
- Სად იპოვე?
- ერთ-ერთმა ბიჭმა, ვინც თავს დაგესხა, დააგდო. ავიღე და მოგიტანე.
- როგორ მიპოვე?
- საქაღალდეში იდო პასპორტი და სავიზიტო ბარათები, ჰოდა მოგძებნე.
- იცი რა დევს შიგნით?
- რა თქმა უნდა ვიცი!საქაღალდე გავხსენი და ადგილზე გავშეშდი: ყველა საბუთი და ფული ადგილზე იყო!
- მადლობა მეგობარო! უბრალოდ წარმოუდგენელია!
- დიდი ხანია შენი მეგობარი ვარ? აქამდე ადამიანად არც კი მთვლიდი! -მოდი, აიღე ფული! საკმარისზე მეტია და კარგა ხნის განმავლობაში გეყოფა! მაპატიე ჩემი უხეშობა!
- არ არის საჭირო! შეინახე ეს ფული, შენ უფრო გჭირდება! – მიპასუხა ბაბუამ.
- რატომ მჭირდება მე უფრო?! – გამიკვირდა.
- შენ უნდა იყიდო სინდისი! ის ძალიან გჭირდება!
- ვერაფერი გავიგე!
- მე შენთვის ვარ – არავინ, უბრალოდ არარაობა!
- არა, ეს ასე არ არის!
- ასეა! მაშინ რატომ არ მკითხე სახელი და მხოლოდ ფულს მთავაზობ? შენ უბრალოდ უნდა გეკითხა სახელი და გულწრფელად გეთქვა მხოლოდ ერთი სიტყვა – “მადლობა”. ეს საკმარისი იქნებოდა ჩემთვის.
მათხოვარი უბრალოდ შებრუნდა და წავიდა. შემდეგ დიდხანს ვეძებდი ქუჩებში, მაგრამ ვერ ვიპოვე. სამი თვე გავიდა. ერთხელ ქრისტინესთან პაემანი მქონდა და მომიყვა ამბავი უსახლკარო მოხუცზე, რომელმაც ძაღლი გადაარჩინა მანქანის ბორბლების ქვეშ შევარდნისგან, მაგრამ თავად მას მანქანა დაეჯახა. ახლა მამაკაცი საავადმყოფოში წევს, ძაღლი კი გარეთ ელოდება. მივხვდი, რომ ეს იგივე ბომჟი იყო, ვისთანაც ცხოვრებამ უკვე ბევრჯერ მიმიყვანა. მაშინვე საავადმყოფოში წავედით სანახავად.
მოხუცს სასწრაფოდ სჭირდებოდა რთული ოპერაცია, რაც ძალიან ძვირი ჯდებოდა. მე უყოყმანოდ გადავიხადე ყველაფერი. მალე უსახლკარო ბომჟი გამოჯანმრთელდა. ხშირად ვსტუმრობდი მას და ვესაუბრებოდი.
- მადლობა ჩემი გადარჩეისთვის!
- მადლობა მე მაქვს სათქმელი და თან არაერთხელ. ეს შენ გადამარჩინე და მასწავლე სხვანაირად შემეხედა ცხოვრებისთვის.
- შენთვის სიურპრიზი მაქვს. ნახე ვინ მოგიყვანე!ქრისტინემ ძაღლი შემოიყვანა.
- რა კარგია რომ ცოცხალი ხარ და ყველაფერი რიგზე გაქვს! – თქვა მოხუცმა და ცრემლები წამოუვიდა.
- ძალიან დიდი მადლობა!
- მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! ყველაფერი გავიგე შენი ცხოვრების შესახებ. შენ ყოფილ ცოლს აჩუქე შენი ბინა, თვითონ კი სამუშაოდ წახვედი. ძალიან გაგიჭირდა: ბოლოს და ბოლოს, ფიქრობდი, რომ არავის სჭირდებოდა. მაგრამ ეს ასე არ არის. შენი ქალიშვილი და შვილიშვილი წლების განმავლობაში გეძებდნენ. ისინი მალე აქ იქნებიან.
- და აი ისინიც…
პალატაში ქალი და გოგონა შემოვიდა, ორივენი მოეხვივნენ მოხუცს. ყველა სიხარულისა და ბედნიერებისგან ტიროდა…