„სუნიანი“ ხორცის გადარჩენის სწრაფი მეთოდი ყოფილი მზარეულისგან

0
768

სად წავიღოთ „სუნიანი“ ხორცი? შეიძლება მისი გამოყენება, რადგან ხორცი ძვირი ღირს და ასეთი შენაძენის გადაყრა დასანანია? Paparazzi გიზიარებთ რჩევებს ხორცისთვის, რომელიც პარკში „დაიხრჩო“. პროდუქტის გადაგდება არ იჩქაროთ, მაგრამ ყურადღებით იყავით, რომ არ შეცდეთ.

„სუნიანი“ ხორცი – ხორცის უსიამოვნო სუნი კარგს არაფერს ნიშნავს. ოღონდ ყოველთვის გადაგდების მიზეზი არაა. სიტუაცია სწორად შეაფასეთ. თუ ხვდებით, რომ ხორცი ნამდვილად ყარს, მაშინ გადააგდეთ და არ გარისკოთ. ზოგჯერ მცირე თანხის გაღება უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობაზე ბევრის დახარჯვა.

სასადილოს ხრიკები – მსუბუქი უსიამოვნო არომატის გადაფარვაში მძაფრსუნიანი პროდუქტები დაგეხმარებათ. მაგალითად, ძმარი. პირველ რიგში, ხორცი კარგად გარეცხეთ. თუ ნამდვილად დაიხრჩო და გაფუჭებული არაა, მრავალჯერადი გარეცხვის შემდეგ სუნი გაქრება. შემდეგ ხორცს ძმარი დაასხით, წიწაკა, ხახვი, მარილი და სხვა ცხარე სანელებლები დაუმატეთ და დაამარინადეთ. ცუდი ბაქტერიების გადარჩენის შანსის შესამცირებლად მაღალ ტემპერატურაზე მოამზადეთ. მწვადი გააკეთეთ, ტაფაზე შეწვით ან ღუმელში გამოაცხვეთ. ასე გემრიელი და არომატული კერძის მიღების შანსი გაიზრდება. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოამზადოთ კერძი, რომელსაც წინასწარ ხორცის ჩაშუშვა სჭირდება.

ხრიკები – ცუდი სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ ძმრიანი წყალი და ბევრი დაფნა. შეგახსენებთ, რომ არომატი ძლივს შესამჩნევი უნდა იყოს. ყველაფერი, რასაც ცუდი სუნი ასდის, სანაგვეზე თამამად გაუშვით. წინააღმდეგ შემთხვევაში მზა კერძის ჭამას ვერ შეძლებთ. ცუდ სუნს ვერ მოიშორებთ. გარდა ამისა, უსიამოვნო არომატის მოშორებას კეფირით ან მჟავე რძით შეძლებთ. ხორცი ცივ გამდინარე წყალში გარეცხეთ, რომელიმე ზემოთ აღნიშნული ნარევი დაასხით და 2 საათით გააჩერეთ. თუ ხორცი ნამდვილად „დამხრჩვალია“ და ლპობა დაწყებული არაა, სუნი გაქრება. გახსოვდეთ, რომ მაღალ ტემპერატურაზე უნდა მოხარშოთ.

სამზარეულოს ექსპერიმენტები – ხორცი არა მხოლოდ წყლით, არამედ აგრესიული საშუალებით შეგიძლიათ გარეცხოთ. მაგალითად, კალიუმის პერმანგანატით. ცოტა ფხვნილი წყალს დაუმატეთ, რომ ღია ვარდისფერი ხსნარი მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო გაჯერებულია ფერია, მით უფრო სახიფათოა ორგანიზმისთვის. „სუნიანი“ ხორცი ამ ხსნარში 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კარგად გარეცხეთ. ხორცის პატარა ნაჭერი ცხოველს შეგიძლიათ აჭამოთ. ოღონდ ძალიან პატარა ნაჭერი, რომ ცოცხალ არსებას ზიანი არ მიაყენოთ. თუ კატამ ან ძაღლმა ხორცი შეჭამა, მაშინ პრინციპში მისი მიღება ადამიანსაც შეუძლია. თუ ცხოველიც ცხვირს იბზუებს, ადამიანზე რა უნდა ვთქვათ. არ გარისკოთ და გადაყარეთ.

სად წავიღოთ „სუნიანი“ ხორცი – მაცივრის მუშაობას დააკვირდით. იქნებ ტექნიკა ცუდად ყინავს და პროდუქტები ფუჭდება. დანარჩენ ინგრედიენტებსაც დააკვირდით. ტექნიკას სიმძლავრე შემატეთ, მაცივარში სპეციალური მარეგულირებელი გამოიყენეთ ან პროფესიონალს მიმართეთ. გარდა ამისა, უნდა ვაღიაროთ, ხორცს გაფუჭება ჯერ კიდევ მაღაზიაში შეიძლება დაეწყო. თუ სახლში მოდით და ცუდი სუნი იგრძენით, დაბრუნება არ დაგეზაროთ. მარკეტში ჩეკი მიაწოდეთ და სიტუაცია აუხსენით. თუ მაღაზია თავის რეპუტაციას უფრთხილდება, უსიამოვნო ინციდენტის მოგვარებას ეცდება და მსგავს რამეს მომავალში არ დაუშვებს.