მრავალი წლის გამავლობაში არ გამოჩენილა ჩემი და ახლა კი მოვიდა და ბინის წილს ითხოვს.

2267

ჩემს უფროს დასთან არასდროს ვმეგობრობდი. ასაკში ცხრაწლიანმა სხვაობამაც იმოქმედა და განსაკუთრებით კი იმან, რომ მხოლოდ დედით ვიყავით დები.ლალის მამა ბევრს სვამდა და ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა, დედაჩემმა თანდათან დაივიწყა ყველა ის სკანდალი და ჩხუბი, რაც მათ ოჯახში თითქმის ყოველდღე ხდებოდა. ერთი წლის შემდეგ კი მამაჩემს გაჰყვა ცოლად და გამაჩინა მე.

რატომღაც, ლალიმ პირველივე დღიდან შემიძულა. ის ჩემში ალბათ დედის სიყვარულისა და ყურადღების კონკურენტს ხედავდა. ბევრს ეცადა დედაჩემი რომ დებივით გვეცხოვრა, მაგრამ ეს არ გამოვიდა.დედამ იცოდა მისი უფროსი ქალიშვილის ცუდი მემკვიდრეობითობა (ბებიაც ასევე ალკოჰოლიკი იყო) და ძალიან წუხდა, რომ ლალი მათ კვალს არ გაჰყოლოდა. დედის კონტროლი ყოველთვის აღიზიანებდა ქალიშვილს, ის ცდილობდა ყოველთვის თავისი გაეტანა. დედას საყვედურობდა, რომ არ უყვარდა და მე უკეთ მექცეოდა.

თოთხმეტი წლის ასაკში ლალიმ ცალკე ოთახი მოითხოვა. მე გადამიყვანეს მშობლების პატარა საძინებელში, ხოლო ჩემი და ქალბატონივით იწვა დიდ ოთახში. ჩემი ნახევარდა ამ „გამარჯვებამ“ ცოტა ხნით დაამშვიდა და ჩემზე გაუთავებელი შეტევები შეწყდა..

ოთხი წელი შედარებით მშვიდად გავატარეთ. სრულწლოვანი რომ გახდა, ორიოდე თვის შემდეგ ლალი სახლში საკმაოდ შეზარხოშებული მოვიდა ვიღაც მოღუშულ ტიპთან ერთად – აშკარა კრიმინალური გარეგნობით. მშობლები გაოგნებულები იყვნენ, როცა დამ უთხრა, რომ ეს მისი საქმრო იყო და მის ოთახში იცხოვრებდნენ.მამა ძალიან გაბრაზდა, ლალის ხელი მოკიდა და ბინიდან გააგდო. ის ტიპი “ცოლს” გამოექომაგა, ატყდა ხელჩართული ჩხუბი, ბოლოს პოლიცია მოვიდა და კრიმინალიც და მთვრალი დაც განყოფილებაში წაიყვანეს.

ლალი მამამ სახლში აღარ შემოუშვა, თქვა, რომ ახლა ის უკვე ზრდასრული “გოგოა” და მისი ბედნიერება მის ხელში იყო. დედის დარწმუნება არ გამოუვიდა. მამამ მოკლედ და ნათლად განმარტა თავისი პოზიცია:

  • არასდროს ამომიღია ხმა მის ქცევაზე, ვაჭმევდი, ვაცმევდი, ვასწავლე, საუკეთესო ოთახი მივეცი და მადლიერების მაგივრად, უზნეოდ მოიქცა. დაე, წავიდეს სადაც უნდა!

ასე რომ, ლალი ჩვენი ბინიდან გაქრა. გულში გამიხარდა, როცა საკუთარი საძინებელი მეღირსა. ჩემი და გაქრა ჩემი ხედვის არედან, არ ვიცოდი სად იყო, რას აკეთებდა და როგორ ცხოვრობდა. დედაჩემისთვის არ მიკითხავს, ​​მაგრამ ხანდახან ვხედავდი მის აცრემლებულ თვალებს, წუხდა უფროსი ქალიშვილზე, რომელმაც ასე ცუდად დაიწყო ზრდასრული ცხოვრება.

სკოლა დავამთავრე, ჩავაბარე და ბოლო კურსზე ვიყავი, როცა ჩვენს ოჯახში დიდი პრობლემები დაიწყო. მამა მძიმედ დაავადდა და ექვსი თვის შემდეგ გარდაიცვალა. დედა ძალიან დარდობდა და ეს ძირს უთხრიდა მის ჯანმრთელობას.რვა თვეში ერთბაშად მოტყდა და დაბერდა. გარდაცვალებამდე დედამ მომცა ლალის ტელეფონის ნომერი და მთხოვა დამერეკა გამოსამშვიდობებლად. ჩემმა დამ, ჩემი ხმის გაგონებაზე, დამცინავი ტონით დაიწყო საუბარი. ვერ დაველაპარაკე და ტელეფონი გავთიშე.დედა ძალიან შეწუხდა და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ისევ დავურეკე ლალის და დაკრძალვის დრო ვუთხარი, მაგრამ არ მოვიდა…

ჩემი და დაკრძალვიდან მესამე დღეს ჩამოვიდა. დედაჩემის ხსოვნის საპატივცემულოდ კი არა, ბინის გასაყოფად. ძლივს ვიცანი. აშკარად ბევრს სვამდა, მისი შეშუპებული სახე თირკმელების სერიოზულ პრობლემებზე მეტყველებდა, მაგრამ “მემკვიდრე” ძალიან თავდაჯერებულად იქცეოდა:

  • აბა, დაიკო, როგორ გავიყოთ ბინა, პატიოსნად, თუ თანაბრად?

ასეთი სულელური ხუმრობებით დახეტიალობდა ბინაში და ყველა კუთხეს ათვალიერებდა. ხუთი წუთის განმავლობაში ჩუმად ვუყურებდი მას. დამ ვერ გაუძლო პაუზას და აფეთქდა:

  • რატომ გაჩუმდი, გეკითხები, თვითონ გაყიდი და ფულს გამიყოფ, თუ დაგეხმარო? სწრაფად ვიპოვი მაკლერს!

მე მშვიდად ვუპასუხე:

  • ბინა მამაჩემის იყო, სიცოცხლეშივე მთლიანად ჩემს სახელზე გააფორმა. ამიტომ სანამ პოლიცია გამოვიძახე, გადადი აქედან! ცოტა ხანს მათ ჭერქვეშ „იცხოვრებ“.

ლალი სიბრაზისგან გაწითლდა, კიდევ ორიოდე წუთის განმავლობაში იყვირა, ილანძღა, შემდეგ კი კარი მიიჯახუნა და წავიდა.მას მერე ის აღარ მინახავს და იმედია არც არასდროს ვნახავ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს