პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – განაწყენებული დედა საკუთარი ქალიშვილის გათხოვების ამბავს გვიამბობს.მე მქვია ვერა. მე და ჩემს მეუღლეს ერთადერთი ქალიშვილი გვყავს. ჩვენ ჩვენი ელენესთვის არასოდეს არაფერი დაგვიშურებია, კარგი ინსტიტუტიც დავამთავრებინეთ და კარგი ბინაც ვუყიდეთ. ამის გაკეთება ძალიან რთულიო იყო: მე ორ სამსახურში მიწევდა მუშაობა და თან ყველაფერზე ძალიან მაგრად ვზოგავდით.
და აი, ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა და განსაცვიფრებელი ამბავი მითხრა. თურმე, ის ორი კვირის უკან გათხოვდა! მე, ანუ მისი მშობელი დედა და მამამისი ქორწილში არ დაგვპატიჟა.ეს რომ გავიგე, ძალიან ბევრი ვიტირე.
- ეს რანაირად ელენე? ჩვენ ხომ შენი მშობლები ვართ! ან რა ქორწილია მშობლების გარეშე? ჩვენ განათლება მოგეცით, ბინა გიყიდეთ, ამდენი წელია გეხმარებით. შენ კი – საკუთარ ქორწილშიც არ დაგვპატიჟე! ასე როგორ შეიძლება?!
- მაპატიე დედა, მაგრამ მე და ანტონმა ასე გადავწყვიტეთ. ჩვენ ანტონის მშობლებიც არ დაგვიპატიჟებია, მაგრამ ისინი თვითონ მოვიდნენ, ჩვენი დაპატიჟების გარეშე.
ორი დღე ვტიროდი, სამსახურში დაღონებული მივედი. ჩემმა კოლეგა და მეგობარმა ნინამ მაშინვე მკითხა, რა დაგემართაო. ვერ მოვითმინე, ავტირდი და მას ყველაფერი ვუამბე.ნინამ დამამშვიდა როგორც შეეძლო, შემდეგ კი – ჩემს ქალიშვილს დაურეკა.
არ ვიცი რა უთხრა მას, მაგრამ მეორე დღეს ჩემი ქალიშვილი და მისი მეუღლე ჩემი ბინის ზღურბლზე გამოჩნდნენ. ანტონს ხელში ჩემი საყვარელი შროშანების უზარმაზარი თაიგული ეჭირა.