პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი თვისი საუკეთესო მეგობრის ვაჟის ისტორიას გვიამბობს.ცოტა ხნის წინ ჩემ საუკეთესო მეგობარს ნანას შევხვდი. მას და მის მეუღლეს ერთადერთი ვაჟი ჰყავთ – დიმა.ნანა ძალიან დაღონებული იყო. აღმოჩნდა, რომ მისი ვაჟიშვილი დაინიშნა. რა უბედურებაა! დედის თანხმობის გარეშე! გოგონაზე, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა! ის კი – უკვე ორსულადაა!
როდესაც დავინახე კინაღამ გონება დავკარგე! ეს ხომ საშინელებაა! კოშმარი! რა იპოვა ჩემმა დიმამ მასში?! თავხედი, უზრდელი, ისეთი საზიზღარია! ძალიან გამხდარი! მუცელი უკვე ისეთი დიდი გაუხდა, ის კი მოკლე შორტებსა და მაისურშია გამოწყობილი. და თმა! ეს ხომ საერთოდ საშინელებაა! რაღაც საშინელ წითურ ფრად შეღებილი, ძალიან თხელი. რაღაც საშინელი კოსა გაუკეთებია და ძველი რეზინით შეუკრავს. წარბები თითქმის სულ ამოუპუტავს! მე და ჩემს ქმარს მაშინვე ჩახუტება და კოცნა დაგვიწყო. ჩვენთვის ეს ძალიან უჩვეულო იყო: ჩვენ ასე ღიად არ ვავლენთ ჩვენს გრძნობებს და უცხო ადამიანებს არ ვეხუტებით.
შემდეგ მაგიდას შემოვუსხედით. რომ ნახოთ, როგორ ჭამს! მესმის, რომ ბავშვთა სახლში გაიზარდა და კარგი მანერები იქ მისთვის არავის უსწავლებია, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ნახოს, ჩვენ როგორ მივირთმევთ და ჩვენგან აიღოს მაგალითი.მან საკუთარი ოჯახის შესახებ დაიწყო მოყოლა. აღმოჩნდა, რომ ის ალკოჰოლიკების ოჯახში დაიბადა. დედამისი ყოველ წელს თითო შვილს აჩენდა. შემდეგ, მამა გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ კი – გარდაიცვალა დედაც. ორივე არყისგან დაიღუპა. შვილები კი – ყველა ბავშვთა სახლში წაიყვანეს. ელენეს 8 დედმამისშვილი ჰყავდა.
ზოგიერთი მათგანი უკვე ციხეში ზის, ჩადენილი დანაშაულის გამო. თავად ელენე კი – უკვე დედაა. მან ვაჟი 16 წლის ასაკში გააჩინა. მან არ იცის, ვინ არის მისი შვილის მამა. შვილზე უარი პირდაპირ სამშობიარო სახლში განაცხადა.
ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, მეტყველების უნარი დავკარგე.როგორ მოახერხა ჩემმა შვილმა და ბედი ამ გოგოს როგორ დაუკავშირა. იქნება ის კარგი დედა და მეუღლე? რა უნდა გავაკეთო ახლა?
ელენე არც ერთი წუთით არ გაჩერებულა, ის იმასაც კი ყვებოდა, რის მოყოლაც საერთოდ არავისთვის არ არის საჭირო.მე და ჩემი მეუღლე მხოლოდ ერთმანეთს შევხედავდით ხოლმე და მორჩა. შოკში ვიყავით. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? როგორ დავიხსნათ ჩვენი ვაჟი ამ საშინელი გოგოსგან?
- ის ხომ თქვენს შვილიშვილს ატარებს მუცლით! უნდა შეეგუოთ. რას იზამთ?
- ვიცი! მაგრამ, მე ამ ბავშვს ვერასოდეს ვერ შევიყვარებ. თანაც, ასეთი ქალი ნორმალურ ბავშვს ვერ გააჩენს! – დამშვიდობებისას მითხრა ნანამ.
სახლში მივდიოდი და ჩვენს საუბარზე ვფიქრობდი. ვინ არის მართალი და როგორ უნდა მოიქცეს ჩემი მეგობარი? იქნებ, ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის? ან იქნებ, ეცადოს მათ დაშორებას?