ფული არ მაქვს, მე ხომ ოჯახი მყავს, ორი შვილი. მამა მოხუცებულთა სახლში წაიყვანე და შენთვისაც უფრო ადვილი იქნება!

1624

პაპარაცის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, ახალგაზრდა ქალი მისი მოხუცებული მეზობლების ცხოვრების ისტორიას გვიამბობს.მე ელენე მქვია. ამ სახლში ახალი გადმოსული ვარ. ძალიან ხშირად ვეხმარები მეზობელს, რომელიც მეექვსე სართულზე ცხოვრობს. მას ძალიან ხშირად მოაქვს სახლში პროდუქტებით სავსე მძიმე ჩანთები. მას ფეხები სტკივა, ხშირად აქვს მაღალი წნევა. მას, ზოგადად, არასოდეს არავინ არ ეხმარება. მე მეგონა, რომ ის მარტო ცხოვრობდა და შვილები არ ჰყავდა.

და აი, ერთხელ ვერა დეიდამ ჩაიზე დამპატიჟა და საკუთარი ცხოვრების შესახებ მომიყვა. მე ვცდებოდი. აღმოჩნდა, რომ ვერა დეიდა მარტო არ ცხოვრობდა: მას ჰყავს ქმარი. მის მეუღლეს ინსულტი აქვს გადატანილი და სიარული უჭირს. მათ თურმე შვილებიც ჰყავთ, მაგრამ მათ არ სცალიათ საკუთარი მშობლებისთვის.

მათ კი, სხვათა შორის, მთელი ცხოვრება შვილებს დაუთმეს, არაფერს იშურებდნენ მათთვის. შვილებმა კი მოხუცები ყოველგვარი დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე მიატოვეს.ვერა დეიდა ატირდა და ყველაფრის მოყოლა დაიწყო.თავისი ქმარი – ბორისი, ჯერ კიდევ მეათე კლასელი რომ იყო მაშინ გაიცნო. შემდეგ ბორისი ჯარში წავიდა, ვერა კი მას ელოდა. როდესაც ბორისი ჯარიდან დაბრუნდა, მათ იქორწინეს. ძალიან ბედნიერები იყვნენ.

ჯერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი – ბორისის ბებია გარდაიცვალა და ისინი საცხოვრებლად მის ბინაში გადავიდნენ. ძალიან მალე ვერა და ბორისი ბედნიერი მშობლები გახდნენ: ვერამ ვაჟი გააჩინა. მას ვლადიმირი დაარქვეს. არ იყო მარტივი, მაგრამ ახალგაზრდა ოჯახი ყველაფერს გაუმკლავდა.ბორისი კარგი ავტომექანიკოსი იყო და ცოლ-შვილს რომ არაფერი მოჰკლებოდა, ის ძალიან ბევრს მუშაობდა. ვერამ კარგი კერვა იცოდა და სახლში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი – უკვე ელიტურ სამკერვალოში. მას უამრავი მუდმივი მომხმარებელი ჰყავდა.

დიდი გაჭირვებით, მაგრამ ბორისმა და ვერამ მაინც შეძლეს ოროთახიანი ბინის ყიდვა. როდესაც ვალოდია პირველ კლასში მივიდა, ვერამ მეორე შვილი გააჩინა – გოგონა. მას ნატა დაარქვეს.ვერა თავს ძალიან ბედნიერ ქალად გრძნობდა: რატომაც არა, მას ხომ ასეთი კარგი ქმარი და ორი შვილი ჰყავდა.ის და მისი მეუღლე კიდევ უფრო ბევრს მუშაობდნენ. აბა როგორ? ხომ უნდა ეყიდათ კარგი სამოთახიანი ბინა!

3 წლის შემდეგ მათ ოცნება აისრულეს. ნატა წამოიზარდა და საბავშვო ბაღში შევიდა. მშობლები ძველებურად ბევრს მუშაობდნენ, რათა მათ საყვარელ შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ.ბავშვები კი იზრდებოდნენ და მათი მოთხოვნებიც მატულობდა. ვალოდიამ სკოლა დაამთავრა და დედაქალაქში წავიდა სასწავლებლად. დედაქალაქში სწავლა – ძვირფასი სიამოვნებაა. ვერამ და ბორისმა მთელი ძალები მოკირიბეს და ვაჟს უმაღლესი მაინც დაამთავრებინეს.

ამასობაში ნატაც გაიზარდა. მან სწავლა ადგილობრივ კოლეჯში გააგრძელა, მაგრამ ფასიანზე. ვერას და ბორისს ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ ქალიშვილსაც ასწავლეს.და აი, ვაჟმა დარეკა და განსაცვიფრებელი ამბავი შეატყობინათ: მას ცოლი მოჰყავს და რამდენიმე დღეში თავის საცოლესთან ერთად ჩამოვა. ახალგაზრდებს კარგი ქორწილის გადახდა უნდოდათ.

ვერამ და ბორისმა ისეთი ქორწილი გადაუხადეს, როგორზეც ოცნებობდნენ. შემდეგ კი ვალოდია მეუღლესთან ერთად დედაქალაქში გაემგზავრა.გავიდა 6 თვე. ვაჟმა მშობლებს დაურეკა და ბინის საყიდელი ფული მოსთხოვა. მათი დახმარების გარეშე არაფერი გამოდიოდა. მშობლებს უარი არ უთქვამთ. დაეხმარნენ პირველი შენატანისას, შემდეგ მეორე შენატანისას და ბოლოს მთლიანად გადაიხადეს იპოთეკის თანხა.

ვალოდია ბიზნესმენი გახდა, თანაც ძალიან წარმატებული. თუმცა, ვერას მხედველობა გაუუარესდა იმის გამო, რომ ასე დიდ დროს ატარებდა საკერავ მანქანასთან. ამიტომ, მან საკუთარი სამკერვალო გახსნა და უბრალოდ მას ხელმძღვანელობდა.ნატამ სწავლა დაამთავრა, ის ეკონომისტი გახდა. მან მანქანა მოისურვა, კარგი, გერმანული. მშობლებს საყვარელი ქალიშვილისთვის უარი არ უთქვამთ, სწორედ მასეთი მანქანა უყიდეს.

შემდეგ მიხვდნენ, რომ მისთვის ბინის ყიდვაც იყო საჭირო, ერთოთახიანის მაინც. უყიდეს, რემონტიც გაუკეთეს, ახალი და ძვირადღირებული ავეჯითაც გააწყვეს. ქალიშვილი საკუთარ ბინაში გადავიდა და ყველა ბედნიერი იყო.მათმა ქალიშვილმა გათხოვება გადაწყვიტა და მშობლებს საქმრო გააცნო. გადაიხადეს ქორწილი, რა თმა უნდა, მშობლების ხარჯზე.ორი თვის შემდეგ გოგო და სიძე სტუმრად მოვიდნენ და თითქმის შემოსვლისთანავე განაცხადეს:

  • გადავწყვიტეთ ბინა გავყიდოთ და დედაქალაქში გადავიდეთ საცხოვრებლად, იქ მეტი შესაძლებლობებია. ჩვენ არ გვინდა მთელი ცხოვრების აქ გატარება. დედაქალაქში გვინდა ბინის ყიდვა, თქვენ ხომ მოგვცემთ ფულს?
  • როგორ თუ წახვალთ? და ჩვენ? ჩვენ ხომ არ ვახალგაზრდავდებით? თქვენ კი ასე შორს იქნებით!
  • რა ვქნათ, მთელი ცხოვრება თქვენს გვერდით ხომ არ ვიქნებით? თქვენ ჩემი ცხოვრების გაფუჭება გინდათ? ტელეფონი არსებობს, ბოლოსდაბოლოს! და სკაიპიც!

მოკლედ, ძალიან მალე ნატა და თავისი მეუღლე გაემგზავრნენ. თან წაიღეს მშობლების ფული, რითაც ბინა უნდა ეყიდათ.ვერამ შვილების გარეშე ძალიან მოიწყინა. ბიჭი მუდმივად ძალიან დაკავებულია, დარეკვითაც ძალიან იშვიათად რეკავს. ნატაც წავიდა… მისი მეუღლე მუდმივად ამშვიდებდა:

  • ნუ ტირი. უნდა გვიხაროდეს! ჩვენი შვილები ხომ კარგად არიან!

გავიდა წლები. ვერა და მისი მეუღლე დაბერდნენ. ბავშვები ძალიან იშვიათად აკითხავდნენ. შვილიშვილებს მხოლოდ სკაიპის მეშვეობით ხედავდნენ.შემდეგ კი ბორისს ინსულტი დაემართა. ძალიან ძლიერი. ექიმები ამბობდნენ, რომ თუ გადარჩება კიდეც უბრალოდ მცენარესავით გააგრძელებს ცხოვრებასო.

ვერამ მაშინვე თავის შვილებს დაურეკა და მოუყვა, რაც მამას დაემართა. მას ხომ ძალიან სჭირდებოდა მხარდაჭერა. მისმა ვაჟმა კი უპასუხა, რომ ძალიან დაკავებული იყო და მათთან ვერ ჩავიდოდა. ქალიშვილმა კი უპასუხა, რომ ის ექიმი არ არის და ვერაფრით ვერ დაეხმარება. ეს კი ნიშნავს, რომ ჩამოსვლასაც არ აქვს აზრიო.

აი ასე დარჩა ვერა თავის უბედურებასთან მარტო. მან თავი ხელში აიყვანა, არ დანებდა. გაყიდა თავისი სამკერვალო და მთელი ფული თავისი საყვარელი მეუღლის მკურნალობას მოახმარა. მართალია, როგორიც იყო ისეთი აღარ გახდა, მაგრამ უძრავად მაინც არ იწვა საწოლში და შეეძლო ჯდომა და საუბარი. ვერას მოუწია, რომ თავის მეუღლეზე, როგორც პატარა ბავშვზე ისე ეზრუნა.

შემდეგ კი – ბორისის ავტოსახელოსნოში ხანძარი გაჩნდა, ყველაფერი დაიწვა. ასე იქცნენ ვერა და მისი მეუღლე ჩვეულებრივ პენსიონერებად, რომლებიც პატარა პენსიით ცხოვრობდნენ.ძალიან გაუჭირდათ. საჭმელიც სჭირდებოდათ და მეუღლეც სამკურნალო იყო. დაურეკა ვერამ თავის ვაჟს და დახმარება სთხოვა:

  • მე ფული არ მაქვს, მე ხომ ოჯახი მყავს, ორი შვილი. წაიყვანე მამა მოხუცებულთა სახლში და შენთვისაც უფრო მარტივი იქნება! ფული კი აღარ მთხოვო, არაფერს არ მოგცემთ! მე დაკავებული ვარ, აღარ შემაწუხო!

ასე როგორ შეიძლება? მე და ჩემმა მეუღლემ შვილებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ: ბინებიც ვუყიდეთ, მანქანებიც, ვასწავლეთ, ქორწილები გადავუხადეთ. მთელი ცხოვრება ვმუშაობდით, რომ მათ ყველაფერი ჰქონოდათ. ისინი კი – აი ასე მოგვექცნენ. ჩვენი შვილების ცხოვრებაში ჩვენი ადგილი არ არის. ფულითაც კი არ უნდათ, რომ დაგვეხმარონ.

თავი რომ გამეტანა, ელიტარულ სახლი ჩვენი სამოთახიანი ბინა გავყიდე და ეს პატარა ოროთახიანი ვიყიდე. ახლა ამ ფულით ვცხოვრობთ. რა უნდა ვქნათ ეს ფული რომ გაგვითავდება, არც კი ვიცი. ფეხებიც ძალიან მტკივა, წნევაც ხშირად მაწუხებს. ძალიან მიჭირს, ზოგჯერ სიცოცხლეც აღარ მინდა.

ამ სიტყვებით დაასრულა ვერა დეიდამ თავისი მონაყოლი და კიდევ უფრო მაგრად ატირდა.სახლში წავედი, მთელი გზა ჩემს მეზობელზე ვფიქრობდი. რატომ გაიზარდნენ მისი შვილები ასეთი დაუნახავები? როგორ შეიძლება, რომ მშობელს ასე მოექცე? რატომ არ ფიქრობენ , რომ ოდესღაც თავადაც დაბერდებიან და მათაც დასჭირდებათ შვილების დახმარება?

მათი შვილები კი მათთვის არ მოიცლიან, ისევე როგორც თვითონ არ იცლიან თავიანთი მშობლებისათვის…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს