პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ნატალია მქვია. დღეს დაბადების დღე მაქვს. დილიდან მხოლოდ ერთს ველოდებოდი, რომ ჩემი ძმა, ვასილი დამირეკავდა და დაბედების დღეს მომილოცავდა. ის ყოველთვის ყველაზე პირველი მილოცავდა. წელს კი ვხვდებოდი, რომ ჩემი ძმისგან მოლოცვას ვერ ვეღირსებოდი, თუმცა მთელი გულით მჯეროდა, რომ ეს სასწაული მაინც მოხდებოდა.
მე საჭმელებს ვამზადებდი, სუფრას ვშლიდი, თავად კი მთელი დღე ჩემი ძმის ზარს ველოდი. ჩემი მეუღლე მამშვიდებდა, როგორც შეეძლო. მე ვეღარ გავუძელი და ავტირდი.უბრალოდ, მე და ჩემს ძმას ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და ძალიან ახლობლები ვიყავით ერთმანეთისთვის. ეს ერთი წელია მუდმივად ვჩხუბობთ და ვკამათობთ. ჩვენი კამათის მიზეზი ჩვენი მშობლების სახლია.
მრავალი წლის წინ, ჩვენმა მშობლებმა ქალაქთან ახლოს მიწის ნაკვეთი იყიდეს და ძალიან კარგი სახლი ააშენეს. გააშენეს მშვენიერი ბაღი. დედამ უამრავი ყვავილი დარგო, მამამ კი სხვადასხვა ჯიშის ვაზი გააშენა.გავიდა წლები. ქალაქი გაფართოვდა და ჩვენი მშობლების სახლი აღმოჩნდა არა სოფელში, არამედ ქალაქის გარეუბანში, სადაც ძალიან კარგად მოძრაობდა ტრანსპორტი.
სანამ ჩვენი მშობლები ცოცხლები იყვნენ, მე და ჩემი ძმა იქ ძალიან ხშირად ჩავდიოდით. ზამთარში ყველა ერთად ვსრიალებდით თხილამურებით, ზაფხულში კი ბოსტანში ვმუშაობდით და კონსერვებს ვამზადებდით.
შემდეგ კი – ჩვენი მშობლები დაბერდნენ და გარდაიცვალნენ. ჯერ მამა გარდაიცვალა, 6 თვის შემდეგ კი – დედა. ბინა მემკვიდრეობით ჩვენ დაგვიტოვეს. მათი სურვილი იყო, რომ ეს ბინა თანაბრად გაგვეყო.მე ვთვლიდი, რომ ეს იყო სწორი და სამართლიანი, ჩემი ძმა კი – ასე არ თვლიდა. ჩემი ძმა ჩემთან მოვიდა და განაცხადა, რომ რადგან მას სამი შვილი ჰყავს და მე კი მხოლოდ ერთი, სამართლიანი იქნება, თუ მე მემკვიდრეობის მხოლოდ მეოთხედ ნაწილს მივიღებ, ის კი დანარჩენს. ამას კატეგორიულად არ დავეთანხმე. ჩვენმა მშობლებმა ხომ სხვანაირი ანდერძი დაგვიტოვეს.
ჩემმა ძმამ ადვოკატი დაიქირავა და ახლა მშობლების ბინის გამო გვაქვს დავა.ჩემი ძმა ჩემზე ნაწყენია და ჩემთან ლაპარაკიც აღარ უნდა. ის მშობლების სახლში საერთოდ აღარ მოდის. მე და ჩემს ქმარს კი გვიჭირს ამხელა სახლის მოვლა.ჩემმა ძმამ გამომიცხადა, რომ როგორც კი მემკვიდრე გახდება და ყველა დოკუმენტს მოაწესრიგებს, მაშინვე მიჰყიდის სახლს პირველივე შემხვედრს. მე ასე არ მინდა, არ მინდა, რომ ჩემი მშობლების სახლში უცხო ადამიანებმა იცხოვრონ. ჩემს ძმას ვთხოვე, რომ ეს სახლი ჩემთვის მოეყიდა, კრედიტის ასაღებადაც მზად ვიყავი, მაგრამ მან უარი მითხრა.
მხოლოდ დილისკენ ჩამეძინა. მაგარი რამ მოიფიქრა ჩემმა ძმამ, ანუ შვილი საერთოდ რომ არ მყოლოდა, მემკვიდრეობიდან საერთოდ არაფერი შემხვდებოდა? საერთოდ, რა შუაში არიან აქ ჩვენი შვილები?
ეს ჩვენი მშობლების სახლია, ჩვენ ორნი ვართ და სახლი შუაზე უნდა გავიყოთ. და არა ისე, როგორც ჩემს ძმას უნდა.მეთანხმებით? რა მოხდება შემდეგში და ვინ მოიგებს სასამართლოს, მე არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემს ძმას ვერაფერს გავაგებინებ…