პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი თავისი ოჯახის წევრების შესახებ მოგვითხრობს.
მე მარიამი მქვია. დავიბადე მრავალშვილიან ოჯახში. ვიყავი ბოლო და სრულიად არასასურველი ბავშვი. ჩემს გარდა ოჯახში არის კიდევ ორი და და ორი ძმა. დედა აბორტს გაიკეთებდა, რათა არ დავბადებულიყავი, უბრალოდ მან ძალიან გვიან გაიგო ფეხმძიმობის შესახებ. იძულებული გახდა გავეჩინე. მთელი ცხოვრება თავს ზედმეტად ვთვლიდი. ცუდად მექცეოდნენ მშობლებიც და ჩემი დები და ძმებიც.
ჩემი მშობლები თავიანთი ყველა შვილით ამაყობდნენ, ჩემს გარდა. ძმები კარგად სწავლობდნენ და უმაღლესში სწავლის დამთავრების შემდეგ კარგ სამსახურებში მოეწყვნენ. ორივე მათგანი წარმატებულად დაინიშნა და შვილებიც ჰყავთ.
დები ბავშვობაში ძალიან მტკენდნენ ხოლმე გულს. ძალიან არ მოსწონდათ, როდესაც დედა მათთან მტოვებდა. ერთი ჩემი და მასწავლებელი გახდა, მეორე კი – მსახიობი. ჩემს მშობლებს ეს ძალიან ეამაყებოდათ. დებიც გათხოვდნენ და მათთანაც ყველაფერი კარგად იყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემს მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია არ მქონია. მედდად ვმუშაობდი და ხშირად სახლებშიც დავდიოდი ინექციების გასაკეთებლად. ნორმალურად გამოვიმუშავებდი. მერე გავთხოვდი, გავაჩინე ვაჟი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
მაგრამ ერთ დღეს საშინელი უბედურება მოხდა: ჩემი ქმარი და შვილი საშინელ ავარიაში მოყვნენ და დაიღუპნენ. ერთ წამში დავრჩი მარტო. ნათესავები კი დასაფლავებაზეც არ მოსულან, რათა ასეთ რთულ სიტუაციაში გვერდზე დამდგომოდნენ. მხოლოდ ჩემი კოლეგები მეხმარებოდნენ. ვმუშაობდი ძალიან ბევრს, რათა როგორმე სხვა რამეზე გადამეტანა ყურადღება.
ასე ვცხოვრობდი 12 წლის განმავლობაში. ერთი წლის წინ ერთი მამაკაცი გავიცანი, მაგრამ ჯერ-ჯერობით უბრალოდ ვხვდებით ერთმანეთს და მეტი არაფერი.
მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემს ოჯახთან ურთიერთობა არ მქონია. ახლა კი უცებ გავახსენდი: დებსაც და ძმებსაც. აღმოჩნდა, რომ მამაჩემი გარდაიცვალა, დედა კი ინსულტის შემდეგ ვერ დგება, პარალიზებული წევს. მას მოვლა სჭირდება.
ჩემმა დებმა და ძმებმა გადაწყვიტეს, რომ ეს სწორედ მე უნდა გამეკეთებინა. მათ ყველას ძალიან ბევრი საქმე აქვთ, ოჯახები ჰყავთ, მე კი – სრულიად თავისუფალი ვარ და ამიტომ დედაზე მე უნდა ვიზრუნო. მე კატეგორიული უარი განვაცხადე.
ამდენი წელია არავის გავხსენებივარ და ახლა გავახსენდი. ჩემი ახლობლებისაგან კარგი არაფერი მახსოვს და ამიტომ დედაჩემს ვერ მოვუვლი. ძმები დამემუქრნენ, დებმა კი ჩემი შერცხვენა დაიწყეს, მაგრამ ჩემთვის სულ ერთია. შვილისა და ქმრის დაკარგვის შემდეგ, აღარაფრის მეშინია.