“ჩვენი გოგონა ამნიოტური სითხის შადრევნიდან გაჩნდა” – უჩვეულო მშობიარობის კადრებმა ინტერნეტი მოიცვა

0
287

თავისი მესამე ფეხმძიმობის უჩვეულო და ემოციური გამოცდილების შესახებ 38 წლის რეიჩელ თრუპი გვიზიარებს ოსტინიდან, ტეხასის შტატიდან, აშშ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი ქმარი, დეივი, რომელიც აქტიურად მონაწილეობა მშობიარობაში. ოჯახის მამა, როგორც ჩანს, ბავშვის გაჩენას ხელს უფრო მეტად უწყობდა, ვიდრე სამშობიაროს მედ-პერსონალი.

-“ჩემი მესამე ფეხმძიმობა გარკვეულწილად ჰგავდა პირველ ორს, თუმცა ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ვიგრძენი, რაც ნებისმიერ ქალს შეაშინებდა.

მუცელი იზრდებოდა, როგორც საჭირო იყო, თუმცა 38 წლის ასაკში ფეხმძიმობას სირთულეები ახლავს. ფიზიკურად, მე თავს კარგად ვგრძნობდი, საღ გონებაზე ვიყავი, თუმცა ჩემი სხეულ მატყობინებდა, რომ უკვე ახალგაზრდა გოგონა აღარ ვიყავი: თვალქვეშ ტომრები გამიჩნდა, ფეხებზე ვენები დამისივდა, ხოლო თავზე თმები მიჭაღარავდებოდა.

ისევე, როგორც გასული ფეხმძიმობის დროს, დაღლილობას ვგრძნობდი, თუმცა ამჯერად მდგომარეობას უფრო სერიოზულად მივუდექი: რეგულარულად ვვარჯიშობდი და ვიღებდი ვიტამინებს.

ამიტომ, საერთო ჯამში, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი ფეხმძიმობის ბოლო თვეებშიც კი. ამასთან, მინდოდა მშობიარობის შემდეგ ფიგურა შემენარჩუნებინა, რათა მაქსიმალურად ბევრი დრო დამეთმო ახალშობილისთვის.

მიუხედავად ამისა, მშობიარობა გამიჭირდა. 30 წუთის განმავლობაში ვიჭინთებოდი, თუმცა ნაყოფი არ გამოდიოდა. რთული იყო როგორც ფიზიკურად, ისე მორალურადაც. თუმცა, შემდეგ ყველაფერი კარგად წავიდა. სხეულის ყველა უჯრედით ვგრძნობდი, თუ როგორ ტოვებდა ბავშვი ჩემს სხეულს. როცა იგი დავინახე, დაუჯერებელი სიხარული და შვება ვიგრძენი.

ქმარი გვერდიდან წუთითაც არ მომშორებია და მეხმარებოდა ამ რთული დღის გადატანაში. მე მუდმივად ვუმეორებდი საკუთარ თავს: “მე ძლიერი ვარ და პატარაც ძლიერია, ჩვენ გავუმკლავდებით ამას!”

უსასრულოდ ვაკვირდებოდი საათს. საათი 05:07-ს აჩვენებდა, კიდევ ერთხელ გავიჭინთე, რათა ბავშვი, ბოლოს და ბოლოს, გაჩენილიყო. არ გამოდიოდა. წუთები საათებად იწელებოდა, თუმცა უკვე 05:11-ზე ექიმი ჭიპლარს ხსნიდა.

დაიბადა გოგონა, რომელსაც ალისა ელენა დავარქვით. მე და ჩემი ქმარი ემოციებით ავივსეთ. ერთდროულად ვგრძნობდი სიხარულს, დაღლილობასა და დამშვიდებას.

შეიძლება ითქვას, რომ მე და ალისა წყვილში ვმუშაობდით, როგორც წინა 9 თვის განმავლობაში. მანაც ბევრი იშრომა, სამყაროს რომ მოვლენოდა.

შემდეგ გადაულახავი მოწყენილობა დამეუფლა: გავიაზრე, რომ ეს შეიძლება ჩემი ბოლო მშობიარობა ყოფილიყო. ჩემს ასაკში უკვე არასასურველია ბავშვების გაჩენა. თუმცა, ნაღვლიანი მომენტი აღტაცებით ჩანაცვლდა.

როცა მითხრეს, რომ პატარა 3.6 კგ-ს იწონიდა, ვერ ვიჯერებდი. უბრალოდ ფენომენალურია, რომ ებიგეილი და კონორი, ჩემი უფროსი შვილები, დაბადებისას ამდენივეს იწონიდნენ.

ბავშვები მოთმინებით ელოდნენ ოჯახის გადიდებას. ების ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მას და გაუჩნდა.

კონორი არ დაბნეულა და განაცხადა, რომ ძმა უნდოდა.

საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ ეს მშობიარობა ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. ქმრის მხარდაჭერა ძალიან დამეხმარა, იგი ერთი წუთითაც არ მტოვებდა.” – ყვება რეიჩელ თრუპი.

ამ ქალმა საკუთარი მაგალითით დაამტკიცა, რომ 30 წლის შემდეგ მშობიარობის არ უნდა გეშინოდეთ. თუმცა, ამ პერიოდში აუცილებელია სერიოზული მოვლა და ყურადღება.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი