ჩემი ახლობლები ჩემგან ითხოვენ, რომ ჩემს დისშვილზე ვიზრუნო, მაგრამ მე ის საერთოდ არ მიყვარს!

1104

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა გოგონა საკუთარ უცნაურ ისტორიას გვიამბობს.

მე თამუნა მქვია, მყავს უფროსი და – ეკა. ის სასწავლებლად სხვა ქალაქში გაემგზავრა და იმ ქალაქშივე გათხოვდა. შვილის გასაჩენად ჩვენთან ჩამოვიდა, მას სურდა, რომ მე და დედა მივხმარებოდით, სანამ ახალშობილი წამოიზრდებოდა.ამ დროს ჯერ კიდევ ვსწავლობდი, მაგრამ უკვე ვმუშაობდი კიდეც.

სახლი ძალიან დიდი გვაქვს. ჩემმა მშობლებმა თავის დროზე ორი ბინა იყიდეს და შეაერთეს. ორი ლოჯი გვაქვს, ორი საპირფარეშო.ჩემმა დამ ბიჭი გააჩინა. ჩემი დისშვილის პირველად დანახვისას საერთოდ არაფერი მიგრძვნია. ჩემი დაც, დედაჩემიც მუდმივად იმას ამბობდნენ, რომ პატარა ძალიან ლამაზი იყო. მე ასე არ ვთვლიდი. ჩემში რატომღაც ზიზღს იწვევდა.

ჩემს ახლობლებს სურდათ, რომ სამაგალითო დეიდად გადავქცეულიყავი, მაგრამ მე ეს არ მინდოდა. მე ვერ შევიყვარე ჩემი დისშვილი და მასზე ზრუნვა საერთოდ არ მინდოდა.მე არ მინდოდა მისი ხელში აყვანა, საჭმლის მიცემა, არ მინდოდა მისთვის პამპერსის გამოცვლა. დაბოყინებასა და საფენებზე ლაპარაკიც არ მინდა. ვერც კი ვაბანავებდი მას, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი და ჩემი და მუდმივად მთხოვდნენ დახმარებას.

სამსახურში სულ უფრო დიდხანს ვრჩებოდი, სახლში გვიან მოვდიოდი. ერთხელაც ვეღარ მოვითმინე და დედაჩემს გამოვუტყდი, რომ ჩემს დისშვილს ვერ ვიტანდი და საერთოდ არ მიყვარდა.დედამ ხმამაღალი ყვირილი და ლანძღვა დამიწყო. ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ. ამის შემდეგ, ღამის გასათევად ხშირად ვრჩებოდი დაქალებთან. დედას ფსიქიატრთანაც კი უნდოდა ჩემი წაყვანა: ეს ხომ არანორმალურია, რომ არ განვიცდი არანაირ თბილ გრძნობებს ჩემი დისშვილის მიმართ!

ჩემი დაც ვერ მპატიობს ამას.ჩემი დისშვილი იზრდება, მის მიმართ ჩემი გრძნობები კი არ იცვლება. მეჩვენება, რომ ვეღარასოდეს შევძლებ მის შეყვარებას. მე მართლა ვცდილობდი მის შეყვარებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს