პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მამაკაცი მოგვითხრობს ამბავს, რომელიც პირადად მას გადახდა.ეს ამბავი რამდენიმე თვის უკან გადამხდა თავს. ზამთარი იყო, საღამო. საქმიან შეხვედრაზე მივიჩქაროდი. დრო ძალიან ცოტა მქონდა. ვჩქარობდი, რომ არ დამეგვიანა.მანქანაში ჩაჯდომას და წასვლას ვაპირებდი, როდესაც ვიღაც კაცი მომიახლოვდა. მას ამინდთან შეუსაბამოდ ეცვა. ძალიან ციოდა, ის კი მხოლდ თხელ პალტოში იყო გამოწყობილი. მამაკაცმა მკითხა, ხომ არ ვიცოდი სად მდებარეობდა რომელიღაცა ქუჩა.
- მაპატიეთ, მე არ ვიცი და მე ძალიან მეჩქარება! – ვუპასუხე მე და მანქანაში ჩაჯდომა დავაპირე.
- თქვენ ხომ არც კი მომისმინეთ ბოლომდე! თქვენც რომ დაგჭირდეთ უცბად დახმარება და არავის მოუნდეს ამის გაკეთება? – მკითხა მამაკაცმა.
გავჩერდი და მივხვდი, რომ ვიცოდი სად მდებარეობდა ქუჩა, რომლის შესახებაც ეს მამაკაცი მეკითხებოდა. ეს იმ ადგილის სიახლოვეს იყო, სადაც თავად მქონდა დანიშნული საქმიანი შეხვედრა.
- დაბრძანდით. მე ამ ქუჩასთან ახლოს მიგიყვანთ, შემდეგ კი გაჩვენებთ საით უნდა წახვიდეთ.
- უღრმესი მადლობა! თქვენ ძალიან გაგიმართლათ! უფრო სწორედ, მე გამიმართლა! – თქვა მამაკაცმა და მანქანაში ჩაჯდა.
წავედით.შემდეგ მე გავჩერდი და ვუთხარი:აი ქუჩა, რომელსაც ეძებდით, სასურველი სახლის მოძებნა კი არ გაგიჭირდებათ.
- გმადლობთ. თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე შედგა! – წარმოსთქვა უცებ მამაკაცმა და მანქანიდან გადავიდა.
ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, მაგრამ ამაზე აღარ დავფიქრებულვარ. გზა გავაგრძელე. უცებ გავიგონე მეტალის საშინელი ხმაური და მუხრუჭების ხმა. ჩემგან ოც მეტრში საშინელი ავარია მოხდა. ბევრი მანქანა იყო დამტვრეული. იყო ადამიანური მსხვერპლიც.მაშინვე მივხვდი, რომ ამ უცნობმა კაცმა სიკვდილისგან გადამარჩინა. მე რომ არ გავჩერებულიყავი მის გადმოსასმელად, სწორედ ამ საშინელი ავარიის ცენტრში მოვხვდებოდი.
აი, ასეთი ამბავი შემემთხვა. დღემდე ვფიქრობ: ვინ იყო ის მამაკაცი?