პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ახლგაზრდა დედა თავის ისტორიას მოგვითხრობს.ძალიან კარგი დედა მყავს. ის ყოველთვის მამხნევებდა და მეხმარებოდა. არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, როდესაც ქმარს დავშორდი და ორ შვილთან ერთად მარტო დავრჩი.
შემდეგ კი დედაჩემს რაღაც დაემართა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც დედაჩემმა მოისურვა, რომ ჩემს დას დახმარებოდა სახლის ყიდვაში. ამისთვის ჩემი დისთვის დედაჩემის დანაზოგი უნდა გადაგვეცა. შევეცადე დედაჩემისთვის ამეხსნა, რომ იმ სახლის საბუთები, რომლის ყიდვაც სურდათ, წესრიგში არ იყო. დედაჩემს ჩემი მოსმენა არ სურს. ის მიყვირის, რომ მე უბრალოდ ფული მენანება ჩემი დისთვის.
სულ ახლახან კი უბრალოდ გამომიცხადა:
- ჩაალაგე შენი ნივთები, წაიყვანე შენი შვილები და ჩემი სახლიდან წადი!
უბრალოდ შოკში ვარ! სად წავიდე ორ შვილთან ერთად? საქმე ისაა, რომ ერთი წლის წინ დედაჩემმა დამარწმუნა, რომ ჩემი ერთოთახიანი ბინა გამეყიდა და ამ ფულით მის სახლში რემონტი გამეკეთებინა. ამის სანაცვლოდ დაპირდა, რომ საკუთარ სახლს ჩემს სახელზე გააფორმებდა.
ახლა კი მე და ჩემი შვილები ქუჩაში გამოგვყარა. ორი კვირაა შვილებთან ერთად ჩემს მეგობართან ვცხოვრობ. რა იქნება შემდეგ? მეგობართან მუდმივად ხომ ვერ ვიცხოვრებ! ბოლოს და ბოლოს, სინდისი გამაჩნია.ბინას ვერ ვიქირავებ, რადგან ამის საშუალება არ მაქვს. არც ისე ბევრს გამოვიმუშავებ, შვილებიც შესანახი მყავს, ხომ უნდა ჩავაცვა და ვაჭამო.დედაჩემთან დალაპარაკება ვცადე და ვთხოვე სახლში დაბრუნების უფლება მოეცა, მაგრამ დედაჩემს ლაპარაკიც კი არ სურს ჩემთან.
დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ დედაჩემი ასე მომექცა. არ ვიცი რა გავაკეთო!როგორ უნდა ენდო ვინმეს, როდესაც შენმა საკუთარმა დედამ გიღალატა?!