პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი მასსა და თავის დას შორის არსებულ ურთიერთობაზე საუბრობს.
უთხარი შენს “ბებრუხანას” ჩემი ქმარი თავისთან მოაწყოს სამსახურში! სწორედ ასეთი თხოვნით მომმართა ერთხელ ჩემმა დამ. ჩემს ქმარს საკუთარი ფირმა ჰქონდა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის არასოდეს არ აიყვანდა თავისთან სამსახურში ნათესავს. მას უბრალოდ ასეთი პრინციპი ჰქონდა. მან თავის დროზე მეც კი გამათავისუფლა თავისი ფირმიდან. ამიტომ, მე მაშინვე ვუთხარი ჩემს დას, რომ დავითი მის ქმარს სამსახურში არ მიიღებდა. ანა ამის გამო ძალიან გამინაწყენდა. ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო…
მე მყავს და, ანა. ის ჩემზე ათი წლით უფროსია. გათხოვილია და ჰყავს ორი შვილი. ის თავის ოჯახთან ერთად მთელი ცხოვრება ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათი სამოთახიანი ბინა გაგვეყიდა და ფული თანაბრად გაგვეყო. ასეც მოვიქეცით. ჩემს დას ბიჭი და გოგო ჰყავს, ამიტომ მან და მისმა ქმარმა მაშინვე იყიდეს სამოთახიანი ბინა. რადგან მთლიანი თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ ბინა იპოთეკით იყიდეს.
მეც რთული არჩევანის წინაშე დავდექი. შემეძლო ბინა ქალაქის ცენტრში მეყიდა, მაგრამ ამისთვის კრედიტის აღება დამჭირდებოდა და შემეძლო გარეუბანში მეყიდა ბინა, მაგრამ ამ შემთხვევაში, სამსახურამდე მისასვლელად საათნახევარი დამჭირდებოდა.გადავწყვიტე, ბინა გარეუბანში მეყიდა და უბრალოდ სხვა სამსახური მომენახა. ასეც მოვიქეცი. სწორედ ახალ სამსახურში გავიცანი დავითი. ის იყო დირექტორი და იყო 46 წლის, მე კი – 24-ის. მას უკვე ჰყავდა ზრდასრული ვაჟი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა. საზღვარგარეთ ცხოვრობდა მისი პირველი ცოლიც.
დავითს მოვეწონე და ყურადღების ნიშნების გამოვლენა დაიწყო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან არ მოეწონათ ჩემს კოლეგებს. ისინი ხშირად განიხილავდნენ ჩვენს ურთიერთობას. თუმცა, დავითს მხოლოდ სახლამდე მივყავდი მანქანით და ყვავილებს მჩუქნიდა. თვითონაც ვერ შევნიშნე, თუ როგორ შემიყვარდა ეს საოცარი კაცი.
ერთხელ დავითმა სახლამდე მიმიყვანა და ხელი მთხოვა. თუმცა, პირობა იყო, რომ ამ სამსახურიდან წამოვსულიყავი და ახალი სამსახური მენახა. მე დავთანხმდი.ჩვენ დავქორწინდით და მე დავითის ფირმიდან წამოვედი. სხვა სამსახური მოვნახე. საერთოდ არ მაღელვებდა ის, რომ დავითი ჩემზე ამდენი წლით უფროსი იყო. გარშემომყოფებს კი, ეს ძალიან აღელვებდა. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ცვლილებებით განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო ჩემი და.
- რას ამბობ? რატომ მიყვები ცოლად ამ ბებერს?! ის ხომ ჩემთვისაც კი ბებერია! შენზე ხომ აღარაფერს ვამბობ!
გავთხოვდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემი ბინა გავაქირავე და საცხოვრებლად ქმართან გადავედი. 6 თვის შემდეგ დავორსულდი და შესანიშნავი ბიჭუნა გავაჩინე. დავითს კარგი შემოსავალი ჰქონდა და მე შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი დეკრეტში.
ერთხელ ჩემმა დამ მთხოვა, რომ დავითს თავისთან სამსახურში მისი ქმარი მიეღო. მე მაშინვე ავუხსენი მას, რომ ჩემი ქმარი ამას არასოდეს არ გააკეთებდა. ის, უბრალოდ თვლის, რომ ნათესავებმა ერთი და იმავე ფირმაში არ უნდა იმუშავონ. ვცდილობდი გამეგებინებინა ეს ჩემი დისთვის, მაგრამ მას ჩემი ძალიან ეწყინა. მაგრამ, ჩემს ქმარს ასეთი პრინციპი აქვს, მეც კი იძულებული გავხდი მისი ფირმიდან წამოვსულიყავი. ჩემმა დამ ამის გაგება არ მოინდომა. ძალიან ეწყინა ჩემი და მითხრა, რომ მე უბრალოდ თავში ამივარდა და არ მინდა, რომ დავეხმარო საკუთარ დას.
ჩემი დის სითავხედემ აღმაშფოთა. ის ჩემს ქმარზე ყოველთვის საზიზღრობებს ლაპარაკობდა, მაგრამ ამავდროულად, სინდისი ყოფნიდა, რომ ჩვენგან დახმარება ეთხოვა. როგორ შეიძლება ასე!
- შენ ერთ კვირაში უფრო მეტს ხარჯავ, ვიდრე მე ერთ თვეში! ცოტა უნდა მომეთმინა და ჩვენი მშობლების სახლი მთლიანად მე დამრჩებოდა. შენ გათხოვდებოდი და შენს მოხუცებულ ქმართან გადახვიდოდი! მე კი ვიჩქარე და ახლა ძლივს ვიხდი ამ იპოთეკას! და კიდევ ორი შვილიც მყავს გასაზრდელი! – მუდმივად ჩიოდა ჩემი და.
კი მაგრამ, რა ჩემი ბრალია თუ ჩემს დას ფული არ ჰყოფნის? ეს მხოლოდ მისი პრობლემაა. ან, რატომ გადაწყვიტა, რომ ჩემი მშობლების ბინიდან ჩემს წილზე უარს ვიტყოდი, თუ დავითს უფრო ადრე გავყვებოდი?ადამიანმა მომავალზე უნდა იფიქროს. უცნობია, როგორ განვითარდება ჩემი და დავითის ურთიერთობა, მე ხომ უნდა მქონდეს ჩემი საცხოვრებელი. ასე რომ, მე ჩემს წილზე უარს ნებისმიერ შემთხვევაში არ ვიტყოდი.
ჩემი ბიჭი, გიორგი, ჯერ კერძო ბაღში დადიოდა. მეც გავედი სამსახურში, მაგრამ ისეთი სამსახური მოვძებნე, საიდანაც შემეძლო ისეთ დროს წამოსვლა, რომ ჩემი შვილი ბაღიდან გამომეყვანა. ყველაზე საუკეთესო ძიძასაც კი ვერ ვანდობდი საკუთარ შვილს. ახლა ჩვენი შვილი უკვე სკოლაში დადის. ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. მილიონერები არ ვართ, მაგრამ კარგად ვცხოვრობთ.ჩემს დას კი მთელი ეს წლები ჩემი შურს. ცოტა ხნის წინ მე და ანა ერმანეთს სავაჭრო ცენტრში შევხვდით. მე მანქანით ვიყავი და მთხოვა, რომ სახლამდე მივეყვანე. მე დავთანხმდი.რომ იცოდეთ, როგორ ვინანე! მთელი გზა ანა იმას ჩიოდა, რომ მე ცხოვრებაში ყველაფერი ასე კარგად მაქვს, მას კი ასე ცუდად.
- ლევანმა სამსახური დაკარგა. ბიჭი ჯერ ისევ სკოლაში სწავლობს, ეკა კი უკვე გათხოვებას აპირებს. შენი ქმარი როგორ არის? ალბათ უკვე სულ მოხუცდა, ხო?
- შეწყვიტე ჩემს ქმარზე ასე ლაპარაკი, თორემ მანქანას გავაჩერებ და გზას ფეხით გააგრძელებ! – ვუთხარი მას.
- უი, ეწყინა! რატომ გწყინს სიმართლე?! მომისმინე, მოდი ეკა და თავისი ქმარი შენს ერთოთახიან ბინაში შეუშვი. შენ რისთვის გჭირდება? შენ ისედაც ყველაფერი კარგად გაქვს! საერთოდ, შეგეძლო ეგ ბინა შენი დისშვილისთვის გეჩუქებინა! შენ ხარ დამნაშავე, რომ მთელი ცხოვრება ღარიბულად ვცხოვრობთ. უკვე ძალიან დავიღალე ყველაფრის ეკონომიით და იპოთეკის გადახდით!
უბრალოდ შოკში ვიყავი ასეთი სითავხედისგან! მას უარი უთხარი. იქნებ, მე თვითონ შემეშვა ეკა ჩემს ბინაში, მაგრამ არ არის საჭირო ჩემგან რაღაცების მოთხოვნა და ჩემი დადანაშაულება საკუთარი მძიმე ცხოვრების გამო.
- შენ ამას ინანებ! – მითხრა ჩემმა დამ, როდესაც მანქანიდან გადადიოდა.ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ქმარს მოვუყევი.
- შენ ყველაფერი სწორად გააკეთე. შენ დას და დისშვილს ამდენი წელია შენთვის დაბადების დღეც კი არ მოულოცავთ. ისინი ძალიან თავხედი და შურიანი ადამიანები არიან. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ შენ უბრალოდ ვალდებული ხარ დაეხმარო. დაივიწყე ისინი. შენ ოჯახი გყავს, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ეს არის ყველაზე მთავარი!
- დამამშვიდა ჩემმა მეუღლემ.
გავიდა ერთი კვირა. დავითი სამსახურიდან მოვიდა და მითხრა, რომ დღეს ჩემმა დამ დაურეკა. მან უთხრა, რომ მე საყვარელი მყავს და თავად დანახა, როგორ ვეხუტებოდი ახალგაზრდა ბიჭს.
- შენ რა უპასუხე?
- გავიცინე და ვუთხარი, რომ მე თავად დავიქირავე ეგ ბიჭი, რათა შენ არ მოგეწყინა შენს ბებერ ქმართან.
ძალიან მეწყინა. მე ხომ ჩემი დისთვის არასოდეს ცუდი არაფერი გამიკეთებია. რატომ მოიქცა ასე? რის მიღწევა სურდა? უნდოდა, რომ მე და დავითს გვეჩხუბა? მაგრამ, რაში სჭირდება ეს? ჩვენი დაშორება უნდა? ჩემი დისთვის ამის გამო არც კი დამირეკავს.მას სინდისი ეყო და პირველმა დამირეკა. ის თავისი ქალიშვილის ქორწილში მეპატიჟებოდა. ვუპასუხე, რომ არ მივიდოდით. მან ტელეფონი გამითიშა.
- ალბათ, როგორი იმედი ჰქონდა, რომ კარგ საჩუქარს მივიტანდით! შენ კი მისი გეგმები ჩაშალე. ან იქნებ იმის გასაგებად რეკავდა, გაგაგდე თუ არა სახლიდან მას შემდეგ, რაც მან შენი “საყვარლის” შესახებ მომიყვა, – იცინოდა ჩემი ქმარი.
- მივდივართ ქორწილში?
- არა! და როდესაც კიდევ შემხვდება, ისე მოვიქცევი, თითქოს არ ვიცნობ! არასოდეს ვაპატიებ იმას, რომ ჩვენს შორის უთანხმოების ჩამოგდებას ცდილობდა.