მაგარი დედამთილი მყავს! მრავალი წლის წინ მან თავის შვილს უთხრა, რომ მისი ბინის შესახებ დაევიწყებინა

6894

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ოჯახში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.მე ირინა მქვია. გათხოვილი ვარ. ჩემს ქმარს ლევანი ჰქვია. მინდა მოგიყვეთ, თუ რა ხდება ახლა ჩვენს ოჯახში.მრავალი წლის წინ, როდესაც მე და ლევანი დავქორწინდით, დედამისმა მაშინვე გვითხრა, რომ ლევანს დედამისის ბინის იმედი არ უნდა ჰქონოდა. იმ ბინის, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო თავისი მშობლებისაგან და მრავალი წლის განმავლობაში აქირავებდა.

  • თქვენ ახალგაზრდები ხართ, ჯანმრთელები! თვითონ გამოიმუშავეთ თქვენი ბინისთვის ფული. ჩემი ბინის შესახებ კი დაივიწყეთ! – გამოუცხადა ჩემს ქმარს დედამისმა.

ახლა კი მას პრობლემები შეექმნა მოქირავნეებთან, ჩვენთან მოვიდა და შვილს დახმარება სთხოვა.აღმოჩნდა, რომ მისი მდგმურები უკვე სამი თვეა ფულს არ უხდიან და ბინის დაცლაზეც უარს ამბობენ. იმიზეზებენ, რომ ორი პატარა შვილი ჰყავთ, გარეთ ზამთარია და წასასვლელი არსად აქვთ!

ჩემმა დედამთილმა რაიონის პოლიციის თანამშრომელსაც მიმართა, მაგრამ მან უთხრა, რომ მდგმურების გასახლება გაუჭირდება. ახლა უბნის პოლიციელებს ეს არ ეხებათ, სასამართლო კი – ძალიან გრძელი პროცესია. ამიტომ დედამთილმა გადაწყვიტა, დახმარება შვილისთვის ეთხოვა.ლევანს არ დაავიწყდა ის, რაც დედამ თხუთმეტი წლის წინ უთხრა. მან, როგორც დედამისს სურდა, დაივიწყა მისი ბინის შესახებ. ასე რომ, ლევანმა კატეგორიული უარი განაცხადა დედის დახმარებაზე.

  • შენ არასდროს მოგვხმარებიხარ. ჩვენ არასდროს მიგვიმართავს შენთვის დახმარების სათხოვნელად, ამიტომ ახლა თავად მოაგვარე შენი პრობლემები. მე არ დაგეხმარები!

ჩემი დედამთილი, ჩვენ არასდროს დაგვხმარებია.ლევანი, ინსტიტუტში სწავლის დროს, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, თუმცა დედას ორი ბინა ჰქონდა. ის ერთში ცხოვრობდა, მეორეს კი – აქირავებდა.შვილს, სწავლის პერიოდში თითქმის საერთოდ არ ეხმარებოდა. ლევანი იძულებული იყო თავის მეგობრებთან ერთად ემუშავა. მეგობრები სხვა ქალაქებიდან იყვნენ და მშობლები დიდად ვერ ეხმარებოდნენ, ლევანის დედა კი – მუშაობდა და ბინაც ჰქონდა გაქირავებული, მაგრამ ის არ ჩქარობდა, დახმარებოდა თვის ერთადერთ შვილს.

ქორწილის შემდეგ მე და ლევანი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ძალიან ბევრს ვმუშაობდით, მაგრამ თავად შევძელით ჩვენთვის ბინის ყიდვა. დედაჩემი ყოველთვის ძალიან გვეხმარებოდა. მას არასოდეს უთქვამს ჩვენთვის უარი. ბავშვები საბავშვო ბაღში დაჰყავდა. მათთან ერთად რჩებოდა სახლში, როდესაც ისინი ავად ხდებოდნენ. დედაჩემს მიჰყავდა ბავშვები სკოლაში და მოჰყავდა იქიდან. გაკვეთილებსაც კი ასწავლიდა მათ.არ ვიცი, როგორ გავუმკლავდებოდით ჩვენს ყველა პრობლემას, რომ არა დედაჩემი.

ჩემი დედამთილი ჩვენთან და მის შვილიშვილებთან მხოლოდ არდადეგებზე მოდიოდა. დანარჩენ პერიოდში მას ჩვენთვის დრო არ ჰქონდა. ზამთარში ის გამოფენებზე და თეატრში დადიოდა, ზაფხულში კი ზღვაზე მიდიოდა დასასვენებლად ან მეგობართან აგარაკზე.ჩვენი შვილების ზღვაზე წაყვანა პირველად მაშინ შევძელით, როდესაც ისინი უკვე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. უბრალოდ, ფული არ გვქონდა საამისოდ. დედამთილს კი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი თავის გარდა, არავისზე არ უნდოდა დახარჯვა.

ბინაში, რომელსაც ჩემი დედამთილი აქირავებდა, დიდი ხნის მანძილზე ძალიან კარგი მდგმურები ცხოვრობდნენ. ისინი კარგად იქცეოდნენ და ფულსაც დროულად იხდიდნენ. მაგრამ ისინი მერე გადავიდნენ და ბოლო დროს, ჩემს დედამთილს მდგმურებში მაინცდამაინც აღარ უმართლებდა. ერთნი ბინას ანაგვიანებდნენ, მეორენი მეზობლებს უშლიდნენ იმით, რომ ღამით მუსიკას რთავდნენ ძალიან ხმამაღლა.ამჟამინდელი მდგმურები ფულს არ იხდიან და არ სურთ წასვლა.

ჩემმა დედამთილმა ახლა უბრალოდ არ იცის, რა გააკეთოს. მე კი მესმის ჩემი ქმრის, რომელსაც არ სურს დაეხმაროს დედას, რომელიც ჩვენ არასოდეს დაგვხმარებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს