პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი თავისი სიყვარულის ისტორიას გვიამბობს.საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ერთი თვის წინ გავიცანი ნიკა. ეს მოხდა ავტოსალონში, სადაც მივედი მაშინ, როდესაც მანქანა გამიფუჭდა.ჩვენ მაშინვე მივხვდით, რომ ეს შეხვედრა მთელ ჩვენს ცხოვრებას შეცვლიდა. ერთმანეთს ვხვდებოდით, შემდეგ კი ნიკა დედაჩემს გავაცანი. თავიდან დედაჩემს ნიკა ძალიან მოეწონა, მაგრამ დღეს რატომღაც აღარ გამიშვა მასთან პაემანზე.
- დედა, რა მოხდა? რატომ აღარ მოგწონს ლევანი? რატომ გვიკრძალავ შეხვედრას?
- ის ხომ ბავშვთა სახლიდანაა! იქ ნორმალური ბავშვები არ ხვდებიან. გამოდის რომ, მისი მშობლები ან ალკოჰოლიკები არიან, ან ციხეში ზიან.
- რას ამბობ, დედა! ცხოვრებაში ხომ სხვადასხვა სიტუაციები არსებობს!
- გაჩუმდი! მე უკეთ ვიცნობ ცხოვრებას! და მე გეუბნები იმას, რაც არის.
მეორე დღეს ავტოსალონში მივედი და ნიკას ველაპარაკე. მე მას ყველაფერი ვუთხარი.
- მე შენ მიყვარხარ და ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ შენ ბავშვთა სახლში გაიზარდე.
- ეკა, მოდი დავქორწინდეთ! მეც ძალიან მიყვარხარ.
- დედა არ მომცემს ამის უფლებას!
- რაში გვჭირდება მისი თანხმობა? ჩვენ ხომ ბავშვები აღარ ვართ!
ნიკა მხოლოდ 23 წლის იყო, მაგრამ მას უკვე ჰქონდა საკუთარი ბინა და საკუთარი ავტოსალონი. ბიზნესი კარგად მიდიოდა და მეორე ავტოსალონის გახსნასაც აპირებდა. ამიტომ მას საკუთარი მომავალი არ აშინებდა.მე და ნიკამ განცხადება შევიტანეთ, მე ჩემი ნივთები ჩავალაგე და ნიკასთან გადავედი საცხოვრებლად.დედა გამუდმებით მირეკავდა, ისტერიკებს მიწყობდა და შემდეგ კი მან მითხრა:
- იცხოვრე შენს ბავშვთა სახლში გაზრდილ ქმართან ერთად და დაივიწყე იმის შესახებ, რომ დედა გყავს!
ძალიან მეწყინა ამის გაგონება, მაგრამ მე უარი არ მითქვამს ნიკაზე, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა.ჩვენ დავქორწინდით და წელიწადნახევრის შემდეგ ვაჟი შეგვეძინა. დედაჩემს შევატყობინე, რომ ბებია გახდა, მაგრამ დედამ შვილიშვილის ნახვა არც კი მოისურვა. რას ვიზამთ, ეს მისი არჩევანია.მე კი, ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე და ძალიან ბედნიერი ვარ.