ნაშვილებ ბავშვებს იმაზე უფრო მეტი სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ, ვიდრე საკუთარ შვილებს

454

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი თავისი ნაშვილები ბავშვის შესახებ საუბრობს.

ჩემი ნაშვილები ბიჭუნა, ლექსო, თითქმის ორი წლისაა. მე ის ისე ძალიან მიყვარს… მიყვარს მისი ყურება, როდესაც სძინავს. ის ძილში ყოველთვის მეძებს და მეხუტება. მე კი მახსოვს, როგორ კანკალებდა ღამით, როდესაც ზურგზე ვეფერებოდი.

ჩემი ბიჭუნა – რთული ბავშვია. ის ზოგჯერ ჭირვეულობს და ხმამაღლა ყვირის. თუ მას რაღაც არ სურს, მაშინ მისი დათანხმება უბრალოდ შეუძლებელია.

მე ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ის დახმარებას მთხოვს. ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემთან მორბის, რომ ვანუგეშო და იმ ადგილას ვაკოცო, სადაც სტკივა.

ძალიან მიხარია, რომ ყოველდღე რაღაც ახალ სიტყვას ამბობს. ის მიმნდობია და არ ეშინია ახალი ადამიანების. ის მათ უღიმის და შემდეგ ჩემს უკან იმალება.

ჩემს შვილს უყვარს მაკარონი და კოტლეტები. ტკბილეული კი საერთოდ არ უყვარს. ხილის მიმართაც კი რაღაცნაირად გულგრილია.

მე ლექსო ვიშვილე, როდესაც ის მხოლოდ ერთი თვის იყო. პირველ ხანებში ძალიან მეშინოდა, მაგრამ მე მესმოდა, რომ ჩემს ნაშვილებ ბიჭუნას კიდევ უფრო მეტი სიყვარული და ყურადღება სჭირდებოდა, ვიდრე საკუთარ შვილს.

ჩვენ ყველა სირთულე დავძლიეთ. სამაგიეროდ, ახლა ლექსოს ჰყავს დედა, მე კი – მყავს ვაჟი.

ჩემი შვილი, ყველაზე ახლობელი, ჩემი შვილი – ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში. როგორ ძლიერ მიყვარს ის!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს