პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ქალიშვილის ისტორიას მოგვითხრობს.მე მყავს ქალიშვილი, ის 32 წლისაა. მე, ისევე როგორც ყველა დედა ძალიან ვღელავ ჩემი შვილის გამო და ძალიან მინდა, რომ ის ბედნიერი იყოს.
მაგრამ ჩემი ქალიშვილი არ მიჯერებს. არაფრით არ უნდა დაჯერება, რომ მისი ნიკა უბრალოდ მას იყენებს და სხვა არაფერი.საქმე კი, აი რაშია. ნათია უკვე 10 წელია ნიკასთან ცხოვრობს სამოქალაქო ქორწინებაში. ის საკმაოდ კარგად გამოიმუშავებს, მაგრამ ნიკას შემოსავალი უფრო მეტი აქვს. ამ ათი წლის განმავლობაში ნიკამ თავისთვის კარგი მანქანაც იყიდა და ბინაც იყიდა იპოთეკით.
მთელი წლებია ჩემი შვილი აჭმევს მას, სანამ ის თავის კრედიტებს იხდის. ის კი, ჯერ კიდევ არ დაქორწინებულა მასზე. იმიზეზებს, რომ ვითომდა ფული არ აქვს კარგი ქორწილის გადასახდელად. და რა საჭიროა მდიდრული ქორწილი? ხომ შეიძლება უბრალოდ ხელის მოწერა და ამის აღსანიშნავად პატარა წვეულების გამართვა კაფეში?
ნათია ცოლივით იქცევა: ამზადებს, ალაგებს, რეცხავს. ზოგჯერ მას ფული არ ჰყოფნის და მე მთხოვს.ვცდილობდი ნათიასთვის ამეხსნა, რომ ნიკა მას უბრალოდ იყენებს. როგორც კი ბინის იპოთეკის გადახდას მორჩება, თავისთვის ახალგაზრდა გოგოს მოძებნის და ცოლად მას მოიყვანს. მაგრამ ნათიას ნიკასი სჯერა და ჩემი მოსმენა არ უნდა.
წლები კი გადის. მალე ნათიასთვის უკვე დაგვიანდება შვილის გაჩენა. რა იქნება შემდეგ? ხანდახან მაინც ხომ უნდა იფიქრო თავით და ხომ უნდა იფიქრო საკუთარ მომავალზე?არ ვიცი, როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი ჩემს ქალიშვილს.