პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა დედა საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.როდესაც ირაკლის ცოლად გავყევი, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი. სამი თვის შემდეგ დაფეხმძიმდი. მაშინვე დავდექი აღრიცხვაზე, დროულად ვიტარებდი ყველა გამოკვლევას და ყველა ანალიზსაც დროულად ვაბარებდი. ექიმები მარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო.
მე და ჩემი ქმარი ძალიან ველოდებოდით ამ ბავშვის დაბადებას, ჩემს დედამთილს კი, რატომღაც საერთოდ არ ახარებდა ჩემი ფეხმძიმობა. მას უნდოდა, რომ ჯერ ჩვენთვის გვეცხოვრა, სახლი გვეყიდა, ამიტომ მეუბნებოდა, რომ აბორტი გამეკეთებინა. მე არ მესმოდა, თუ რატომ იქცეოდა ჩემი დედამთილი ასე. უბრალოდ, აქამდე ძალიან კარგად მექცეოდა. ჩემი ქმარიც ვერაფერს ხვდებოდა.
- არ გჭირდებათ თქვენ შვილები! უამრავი ოჯახი ცხოვრობს ბავშვების გარეშე და ყველაფერი ნორმალურადაა. თქვენ ჯერ ფეხზე დადგომა გჭირდებათ! – გვიმტკიცებდა ჩემი დედამთილი.
ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ უარი აბორტზე, რომლის გაკეთებასაც ჩემი დედამთილი მაძალებდა.გოგონა გავაჩინე. ბავშვი მძიმე პათოლოგიებით დაიბადა. დედამთილმა მაშინვე დაიწყო ჩემი დარწმუნება, რომ ბავშვზე უარი მეთქვა და არ გამეფუჭებინა ცხოვრება არც ჩემთვის და არც ჩემი ქმრისთვის.
- შენ ხომ სხვა ბავშვის გაჩენას ვერ შეძლებ. შენი ქმარი დიდხანს ვერ გაუძლებს და მიგატოვებს. რა უნდა ქნა ინვალიდი ბავშვით ხელში? კარგად დაფიქრდი. მუშაობას ხომ ვერ შეძლებ, რით უნდა იცხოვრო?
დედაჩემი, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობდა, ისიც იმას მირჩევდა, რომ ავადმყოფ შვილზე უარი მეთქვა. ირაკლიმ არ იცოდა, რა ექნა. იქნებ, მართლაც ჯობია ავადმყოფ ბავშვზე უარის თქმა?
მე კი მესმოდა, რომ ასე ვერასოდეს მოვიქცეოდი. როგორ შეიძლება საკუთარი შვილის მიტოვება? ბევრ დედას უჩნდება ასეთი ბავშვი, მაგრამ ყველა ხომ არ ამბობს უარს საკუთარ შვილზე? არიან დედები, რომლებიც ზრდიან ასეთ ბავშვებს და ამას ძალიან კარგად უმკლავდებიან.
მე უარი არ ვთქვი ჩემს გოგონაზე, ის სახლში წამოვიყვანე.ირაკლიმ ერთი წლის შემდეგ მიმატოვა. მან უბრალოდ მითხრა, რომ ასე ცხოვრება აღარ შეეძლო. მას ჩვენს ქალიშვილთან ერთად გარეთ გასვლისაც კი რცხვენოდა. ახლა კი ჩემს ავადმყოფ შვილს მარტო ვზრდი.ფულთან დაკავშირებით დიდი პრობლემები მაქვს, ქმარი ძალიან ცოტას მეხმარება.და როდესაც უკვე თითქმის სრულიად დავკარგე იმედი, მოულოდნელად ჩემი ქმრის ბებია გამოჩნდა. არც კი ვიცოდი მისი არსებობის შესახებ. ეს ჩემი მეუღლის მამის დედა იყო. მან, მე და ჩემი შვილი თავისთან წაგვიყვანა.
ჩემი დედამთილის ქმარი 12 წლის წინ გარდაიცვალა, მე არ ვიცოდი რომ დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. აღმოჩნდა, რომ ის ჩვენს ქალაქში ცხოვრობდა.ქმრის ბებიამ ყველაფერი მიამბო. თურმე, ჩემს დედამთილს პირველი შვილი – გოგონა გაუჩენია. ზუსტად ასეთი დიაგნოზით, როგორითაც ჩემი შვილი.აღმოჩნდა, რომ მათში ეს დაავადება ქალის ხაზით გადაეცემა. დედამთილს მაშინვე მიუტოვებია ავადმყოფი ბავშვი და ქმრისთვის უთქვამს, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა.
შემდეგ, ჩემს დედამთილს ჩემი ქმარი გაუჩენია. ჩემს მამამთილს კიდევ სდომებია შვილები, მაგრამ ჩემს დედამთილს კატეგორიული უარი განუცხადებია. ერთხელაც, ვერ მოუთმენია და ქმრისთვის უთქვამს, რომ ინვალიდი ბავშვი გააჩინა და მიატოვა. ჩემს მამამთილს შვილის ძებნა დაუწყია და გაუგია, რომ ის ერთი წლის უკან გარდაცვლილა. ეს ამბავი მას ძალიან მძიმედ გადაუტანია. თურმე, ვერ მშვიდდებოდა, ბევრს ნერვიულობდა. ერთი წლის შემდეგ ინფარქტი დამართია, ექვსი თვის შემდეგ – კიდევ ერთი ინფარქტი და გარდაცვლილა.ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ შოკში ვიყავი. რატომ არ მითხრა ჩემმა დედამთილმა არაფერი? რატომ დამიმალა სიმართლე? ახლა კი მარტო დამტოვეს ავადმყოფ ბავშვთან ერთად!
ცოტა ხნის წინ ჩემს შვილს გულის ოპერაცია გაუკეთეს. ის უკეთ არის.ჩემი გოგონა ძალიან კარგი იზრდება: მშვიდი, კეთილი და საყვარელი.ქმრის ბებიამ თავისი სამოთახიანი ბინა ჩვენ გვიანდერძა. ბებია ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი და მხნეა. ის სიკვდილს არ აპირებს.ერთი წლის წინ ლექსო გავიცანი. ჩვენ დაქორწინებას ვაპირებთ. ბებია წინააღმდეგი არ არის. ლექსო ძალიან კარგად ექცევა ჩემს შვილს, ის ხომ ბავშვთა ექიმი და ფსიქოლოგია.
ჩვენ ბებიასთან ვიცხოვრებთ, ის ახლა ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანია.