პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი თავისი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს.ერთი მეგობარი მყავდა – ნანა. ჩვენ ერთმანეთი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს გავიცანით. ნანა ჩემზე ერთი წლით პატარა იყო.
ჩვენ ინსტიტუტში სწავლის დროსაც ვმეგობრობდით.ურთიერთობა ჩემი გათხოვების შემდეგაც გავაგრძელეთ.პირველად ვერ ვხვდებოდი, რომ ის ხშირად რაღაცების ყიდვას ან დასვენებას ჩემს ხარჯზე ცდილობდა. მაგალითად, როდესაც მაღაზიაში ვყიდულობდით რაღაცას, ის ყოველთვის ამბობდა:
- შენ გადაიხადე, მე კი ჩავალაგებ.
და კიდევ, კაფეში ხშირად მეუბნებოდა:
- დღეს ჩემიც შენ გადაიხადე, ფულს მერე მოგცემ.
მაგრამ ეს “მერე” არასოდეს არ მოდიოდა. მას “ავიწყდებოდა”, რომ ჩემი ვალი ჰქონდა. ყველაზე საწყენი ის იყო, რომ ის კაფეში ყოველთვის ჩემზე მეტს უკვეთავდა, მე კი მუდმივად ვიხდიდი.როდესაც მივხვდი, რომ ნანა უბრალოდ მიყენებდა, მე შევწყვიტე მასთან ერთად მაღაზიებში სიარული.მაგრამ, რატომღაც დამავიწყდა ჩემი მეგობრის სითავხედის შესახებ, როდესაც მე და ჩემი ქმარი ეგვიპტეში მივდიოდით დასასვენებლად. ნანამ გვთხოვა, რომ ჩვენთან ერთად წამოვიდოდა. ჩვენ დავთანხმდით.
რომ იცოდეთ, როგორ ვინანეთ! ის ყველგან ჩვენთან ერთად დადიოდა. საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა: მასაჟი, ღვინოების დეგუსტაცია. და ამ ყველაფერს ჩვენს ხარჯზე აკეთებდა.
და კიდევ, ის გამუდმებით აქებდა ჩემს ქმარს:
- როგორ გაგიმართლა! ის ძალიან კარგი და სანდოა, თანაც ძუნწიც არ არის! შემოსავალიც კარგი აქვს! რა ბედნიერი ხარ!
ძალიან გავოცდი, როდესაც გავიგე, რომ ნანას ისიც კი გაეგო, რამდენს გამოიმუშავებდა ჩემი ქმარი.ამ ყველაფერს ვითმენდი, მაგრამ შემდეგ ნანამ ისეთი რაღაც გააკეთა, რამაც საბოლოოდ გამოგვიყვანა მდგომარეობიდან მეც და ჩემი ქმარიც.
მან ჩვენი ნომერის გასაღები მოგვთხოვა, ვითომდა შლაპა დაავიწყდა. ის ძალიან დიდხანს არ გამოჩნდა. ჩვენ წავედით იმის გასაგებად თუ რა მოხდა და ვნახეთ, რომ ნანა ჩვენს ნომერში ფასიან სასმელებს სვამდა. ეს სასმელები ძალიან ძვირი იყო და ჩვენ არც კი მივკარებივართ.
ნანა არ დაიბნა როდესაც მივედით და გვითხრა:
- რა კარგია, რომ მოხვედით. მოდით აღვნიშნოთ, რა კარგია, რომ შევძელით აქ ჩამოსვლა და ასე შესანიშნავად დასვენება.
ჩემმა ქმარმა ნანას უთხრა, რომ დაღლილები ვიყავით, დასვენება გვჭირდებოდა და ოთახიდან გააცილა.ჩვენ მოვიფიქრეთ, როგორ უნდა გვესწავლებინა მისთვის ჭკუა.მეორე დღეს, საღამოს, ძალიან ძვირიან რესტორანში წავედით. ნანაც, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად წამოვიდა. როდესაც მაგიდასთან დავსხედით, ჩემმა ქმარმა ოფიციანტი გააფრთხილა, რომ ანგარიში ცალ-ცალკე მოეტანა. ნანას ეს არ გაუგია. ჩემმა ქმარმა ოფიციანტს ძალიან ჩუმად უთხრა.
შემდეგ, რაც გვინდოდა შევუკვეთეთ და დასვენება და გართობა გავაგრძელეთ.ჩვენ ძალიან ცოტა შევუკვეთეთ, ნანამ კი პირიქით. მან ბევრი შეუკვეთა და სულ ძალიან ძვირიანი.ვერ წარმოიდგენთ, როგორი სახე მიიღო, როდესაც ოფიციანტმა ანგარიში ცალ-ცალკე მოგვიტანა. ის ამას არ მოელოდა. მას ეგონა, რომ ისევ ჩემი ქმარი გადაიხდიდა. მაგრამ ნებისმიერი მოთმინება მთავრდება. არ იყო საჭირო ასე გათავხედება.
ჩვენ გადავიხადეთ და წამოვედით, ნანამ რა ქნა, არ ვიცი. ის მიხვდა, რომ ჩვენს ხარჯზე ვეღარ გააგრძელებდა დასვენებას და ცხოვრებით ტკბობას.სახლში ერთად დავბრუნდით, თუმცა კომუნიკაცია ძალიან ცოტა გვქონდა.ამის შემდეგ კი ნანამ საერთოდ შეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა. ეწყინა. მაგრამ რატომ?!მე ვთვლი, რომ მე და ჩემი ქმარი სწორად მოვიქეცით და ჭკუა მისი სითავხედის გამო ვასწავლეთ. როგორ შეიძლება იყო ასეთი უსინდისო!
ვიმედოვნებ, რომ ის ამ ცხოვრებისეულ გაკვეთილს კარგად აითვისებს და ადამიანებს ასე აღარ მოექცევა.