პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ისტორიას გვიყვება.მე მერაბი მქვია. ვარ 44 წლის. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იყო: მქონდა კარგი სამსახური, მე პატივს მცემდნენ და მაფასებდნენ. მყავდა მეუღლე და ორი შვილი.ნათია, ჩემი მეუღლე, არსად არ მუშაობდა. ის სახლსა და ბავშვებს უვლიდა. ის ყოველდღე სახლში მხვდებოდა. სახლში ყოველთვის სისუფთავე იყო და გემრიელი საჭმელიც. მაგრამ, ძალიან მომწყინდა ყოველდღიური ერთფეროვნება.
მე ჯერ კიდევ მახსოვდა ის დრო, როდესაც ნათია გავიცანი და ერთმანეთი შეგვიყვარდა. ქორწილის შემდეგ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით.მე ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ ჩენ არაფერი მოგვკლებოდა. ნათია ყოველთვის და ყველაფერში მეხმარებოდა. ცოტა ხნის შემდეგ საკუთარი ბინის ყიდვა შევძელით, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ – მანქანის.
მე ჩვენს კომპანიაში კარგი თანამდებობა დავიკავე. ნათიამ ორი შვილი გამიჩინა. ის არსად არ მუშაობდა, მხოლოდ სახლით და ბავშვებით იყო დაკავებული. მე მისი მადლიერი ვიყავი ყველაფრის გამო, მაგრამ მე ძალიან მომბეზრდა ჩვენი ერთფეროვანი ცხოვრება. მე მეჩვენებოდა, რომ ნათიას აღარაფერი აინტერესებდა ახალი რეცეპტებისა და ჩვენი შვილების დაავადებების გარდა.
და აი, მე მომეწონა ჩემი მდივანი, ელენე. ის მაშინვე მიხვდა და ჩვენ საყვარლები გავხდით. ნათიასთან განქორწინებას არ ვაპირებდი, მე ჩემი ცხოვრება სავსებით მაწყობდა. სახლში სითბო და სიმყუდროვე იყო. ელენესთან კი თავს სხვანაირად კარგად ვგრძნობდი.ძალიან მეამაყებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდა საყვარელი მყავდა.
ერთხელ ჩემი ცოლი ჩემთან მოვიდა სამსახურში და მე და ელენეს იმ დროს შემოგვისწრო, როდესაც ერთმანეთს ვკოცნიდით. ის მაშინვე მიხვდა ყველაფერს.საშინელი სკანდალი ატყდა. მე ვცდილობდი ნათიასთვის ამეხსნა, რომ მე არ ვაპირებდი მასთან განქორწინებას და ბავშვების მიტოვებას. ნათიას არაფრის მოსმენა არ უნდოდა. მან ჩაალაგა თავისი ნივთები, წაიყვანა ბავშვები და დედამისთან წავიდა.
თავიდან ვიფიქრე, რომ ცოტა გადაუვლიდა და ჩემთან დაბრუნდებოდა, მაგრამ დრო გადიოდა და ნათია ჩემს ზარებსაც კი არ პასუხობდა.სახლში ისეთი სიჩუმე და მოწყენილობაა, ახლა აღარავინ მხვდება, როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები. ელენეც კი აღარ მახარებს. ბავშვებსაც არ უნდათ ჩემთან ლაპარაკი.
ცოტა ხნის წინ სრულიად შემთხვევით ვნახე ჩემი ცოლი. ის ვიღაც კაცთან ერთად მოდიოდა. ის მხიარული და ხალისიანი იყო. მე კი ვფიქრობდი, რომ ჩემს გარეშე დაიკარგებოდა. მაგრამ, რატომღაც ასე არ მოხდა…