
„უნდა ჭამოთ, რომ იცხოვროთ და არა იცხოვროთ იმისთვის, რომ ჭამოთ“ – ეს ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს სიტყვებია. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომლის დაცვა ყველას არ შეუძლია. ამის შესახებ ლელამ კარგად იცის. მისი ქმრის ოჯახი ნებისმიერ საოჯახო დღესასწაულს მხიარულ დროსტარებად აქცევს. „უბრალოდ ღორმუცელობაა“ – ამბობს ლელა, რომელიც ქმრის ჭარბ წონაზე ნერვიულობს. უფრო მეტად აცოფებს, რომ საჭმელი მათი უთანხმოების ძირითადი მიზეზი გახდა. Paparazzi გიამბობთ, შეძლებს თუ არა ქალი პრობლემის მოგვარებას.
მხიარული ქეიფი – „ცოლად ტანსრულ მამაკაცს გავყევი. როგორც ამბობენ, თვალი ხედავდა, რას იღებდა. იოანე გარეგნობის გამო არ შემყვარებია. დიახ, ვფიქრობდი, რომ ერთად ჭარბი წონის პრობლემას მოვიშორებდი. მცირე ძალისხმევის გაღების შემთხვევაში დიდი პრობლემა არაა. ასე ვფიქრობდი, სანამ მისი ოჯახი გავიცანი. იოანეს დედამ მნიშვნელოვანი დღისთვის სუფრა გაშალა. მომავალმა დედამთილმა ყველა ახლობელი დაპატიჟა და დიდი ნადიმი მოაწყო. ნახატი ზეთით: სუფრა დამძიმებულია სხვადასხვა კერძით, საიდანაც ცხიმი წვეთავს. მთელი ოჯახი ფუმფულა პურებს ჰგავს. მაშინ მივხვდი, რომ იოანეც ასეთი ღორმუცელა იყო.
თავად ვცდილობ, რომ შემწვარი და ცხიმიანი არ მივირთვა. ქალბატონი თამარი ჩემს თეფშზე რაღაცის დადებას მუდმივად ცდილობდა: „შეხედე შენს თავს, ალბათ, გარეთ ქარი წაგიღებს“. დამატებაზე თავაზიანად უარი ვთქვი და საღამოს დასრულებას დაველოდე. იოანე ნათესავებთან ერთად კერძს კერძზე ანადგურებდა. სად ეტევა ამდენი? იმ საღამოს იოანეს სერიოზულად დაველაპარაკე. ქორწილის შემდეგ მისი კვების შეცვლა ნამდვილად შევძელი. უფრო მეტიც, ჩემთან ერთად ვარჯიში დაიწყო და ნელ–ნელა იკლებდა. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევები, როცა მის მშობლებთან სტუმრად მივდიოდით. მაშინ ქმარი ისე სადილობდა, თითქოს გაშვებული შანსის ანაზღაურებას ცდილობდა. მთლიანობაში, სიტუაცია დასტაბილურდა.
როგორ მოვიყვანო გონს ღორმუცელა ქმარი – ჩემი მომავალი ორსულობა ქმრის მთავარი მოტივაცია გახდა. ჯანსაღი ბავშვის გაჩენა მსურდა, ამიტომ საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა გვეზრუნა. ისე მოხდა, რომ ძალიან მალე დავფეხმძიმდი. ქმარმა კვება მაშინვე დაივიწყა. დედასთან ხშირად დადიოდა და სუქდებოდა. როცა ვიმშობიარე, ბინა იპოთეკით ავიღეთ და გადავედით. ვნანობ, რომ დედამთილთან ახლოს ცხოვრებას დავთანხმდი. ქმარი მასთან ჩუმად დადიოდა, რადგან სახლში დაბალკალორიულ კერძებს ვაკეთებდი. ჩემი მოტყუება სისულელეა. ვხედავ, რომ მისი წონა არ იცვლება, თუმცა უკვე უნდა შემცირებულიყო. კამათი დავიწყეთ. იოანე ჩვენი პატარა ქალიშვილის ცხოვრებაში მონაწილეობას არ იღებს. მხოლოდ მუშაობს და დედასთან დადის. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საჭმელი მისი მანია გახდა. რაღაც მომენტში ჩემს კერძებზე უარი თქვა. თითქოს, სამსახურში ან კაფეში ჭამა. პირდაპირ კითხვებზე, დედამისთან იყო თუ არა, არ პასუხობს. მე ხომ ყველაფერი მესმის!“
როცა ამ თემაზე დედამთილთან საუბარი გადავწყვიტე, სკანდალი მომიწყო. მაბრალებს, რომ მის შვილს ვაშიმშილებ, მუდმივად ვზღუდავ. „მის ჯანმრთელობაზე ვდარდობ, რაც თქვენ უბრალოდ არ გაღელვებთ“ – ვერ მოვითმინე და პირდაპირ ვუთხარი. ამაზე ტელეფონში მისი ყმუილი გაისმა. მითხრა, რომ მასთან აღარ დამერეკა. განქორწინებაზე სერიოზულად ვფიქრობ. თუ ვერც ქმარი, ვერც მისი ახლობლები ვერ მიგებენ, რა აზრი აქვს ამ ქორწინებას? არ მინდა, რომ ამ ქალმა ჩემი ქალიშვილიც გაასუქოს. ამის წარმოდგენაც მაშინებს. არ ვიცი, რა გავაკეთო!“
ლელა საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეს. თუ ქმართან ურთიერთგაგება აღარ არსებობს, ფსიქოლოგთან ერთად პრობლემის მოგვარება შეუძლია სცადოს. ეს დედამთილთან ურთიერთობის დალაგებაში ვერ დაეხმარება. ლელა მართალია: რთული წარმოსადგენია, რა მოხდება, როცა მისი ქალიშვილი გაიზრდება. ვინ იცის, იქნებ განქორწინება საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდეს.