ქმარს ვუთხარი, რომ უნაყოფო ვიყავი და აი, როგორ მოიქცა ის

33089

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე და კახამ ერთად 5 წელი ვიცხოვრეთ. თავიდან ჩვენთვის გვინდოდა ცხოვრება, შვილების გაჩენას არ ვგეგმავდით. 5 წლის შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რომ დრო იყო მშობლები გავმხდარიყავით. მაგრამ დიდი ხნის ნანატრი ორსულობა ვერადავერ დგებოდა.

ექიმთან მისვლა გადავწყვიტე. ანალიზების ჩაბარებისა და გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, ექიმმა საშინელი ამბავი შემატყობინა: უნაყოფო ვიყავი, შვილები არასოდეს მეყოლებოდა.

არ ავტირებულვარ, თავი შევიკავე. ექიმის შემდეგ სკვერში წავედი. განმარტოებული ადგილი მოვნახე, სკამზე ჩამოვჯექი და ავტირდი. რა გამიკეთებია ასეთი ცუდი ამ, ან წინა ცხოვრებაში, რომ არასოდეს მეყოლება შვილები? თავში ათასი აზრი და ამდენივე კითხვა მიტრიალებდა, პასუხებს კი ვერ ვპოულობდი.

მე 26 წლის ვარ. ჩემს ქმარს ძალიან უნდა შვილი. ჩემი თავი ძალიან მეცოდება, რადგან არასოდეს მეყოლება შვილები. ჩემს ქმარს კი შეუძლია ჩემგან მშვიდად წავიდეს და იპოვოს ის, ვინც მას შვილებს გაუჩენს.საღამოს ჩემს ქმარს ყველაფერი ვუამბე. ის დუმდა. მთელი საღამოს განმავლობაში ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. აივანზე იდგა და ბევრს ეწეოდა.

დილით მომიახლოვდა და მითხრა, რომ ჩემგან მიდიოდა. მას ძალიან ცოტა დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ყველაფერი გადაეწყვიტა: ის, თუ როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება.ვიცხოვრებთ, მაგრამ თითოეული საკუთარი ცხოვრებით. ჩემი ქმრის ცხოვრებაში ახლა ჩემი ადგილი აღარ არის.

ცრემლი დიდი ხანია გამიშრა. ტირილი მინდა, მაგრამ ცრემლები არ მომდის. არის მხოლოდ საშინელი ტკივილი, რომელიც გულს შუაზე მიხლეჩს…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს