ნუთუ მართლა საშინელებაა ანგარებით ქორწინება? არა! საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, შვილები კი ფუფუნებაში უნდა გაზარდო

442

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.დედაჩემი პირველად მდიდარ ბიჭს გაჰყვა ცოლად. მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ დედამთილ-მამამთილს მაინცდამაინც არ მოსწონდათ რძალი უბრალო მშრომელი ოჯახიდან. ორი წლის შემდეგ, მათ მაინც მიაღწიეს თავისას და დედაჩემი მათ შვილს გაეყარა. თუმცა, დედაჩემი ძალიან სიმპათიური იყო, სკოლაში კარგად სწავლობდა და ინსტიტუტშიც თავისით ჩააბარა.

დედა მეორედაც სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ ახლა უკვე თავის სწორზე. მამაჩემი უბრალო მუშა იყო. ჩემი მშობლები დღემდე ერთად არიან, მაგრამ მათი სიყვარულიდან არაფერი დარჩა. ისინი ახლა უბრალოდ ერთ სახლში ცხოვრობენ, როგორც მეზობლები და ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები. ისინი ღარიბულად ცხოვრობენ, ხან ძალიან დიდხანს აგროვებენ ფულს რაღაცის საყიდლად.ჯერ კიდევ თინეიჯერობისას მივხვდი, რომ ასე ცხოვრება, როგორც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ – არ მინდოდა. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ძალიან ბევრ ბიჭს მოვწონდი, მაგრამ ისინი ღარიბები იყვნენ. ისინი მეპატიჟებოდნენ კაფეში, პაემანზე, რბილ სათამაშოებს მჩუქნიდნენ. მაგრამ, ჩემთვის ეს არაფერი იყო.

დედას მაშინვე ვუთხარი, რომ მხოლოდ მდიდარს გავყვებოდი ცოლად. სილამაზით ღმერთმა დამაჯილოდოვა და ტვინითაც. დედა თავიდან წინააღმდეგი იყო, რადგან ის დარწმუნებული იყო, რომ ადამიანი მხოლოდ სიყვარულით უნდა გათხოვდეს. მაგრამ, როდესაც მიხვდა, რომ მე არ ვხუმრობდი, მაშინ მირჩია, რომ გავყოლოდი მდიდარს, მაგრამ ძალიან ახალგაზრდას არა. რატომ? იმიტომ, რომ ახალგაზრდა მდიდარ კაცს რამდენიმე წლის შემდეგ მოუნდება, რომ კიდევ უფრო ახალგაზრდა ცოლი მოიყვანოს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთ ბიზნესმენთან მოვეწყვე სამსახურში. მას ცოლი უკვე ჰყავდა და თავის ცოლს არ ღალატობდა, მაგრამ მასთან საქმეებზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეგობარი და პარტნიორი მოდიოდა. ასე რომ, საკმარისად ფართო არჩევანი მქონდა.

25 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი მეუღლე ჩემზე 18 წლით იყო უფროსი. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. ჩემს დავითს ძალიან კარგად ესმოდა, რომ მე ის არ მიყვარდა, მაგრამ პატივს ვცემდი. როგორ შეიძლება პატივი არ სცე მამაკაცს, რომელმაც დამოუკიდებლად მიაღწია წარმატებას და გახდა მდიდარი?

დავითი თავის მეუღლეს გაშორებული იყო, მას ერთი ქალიშვილი ჰყავდა. მე ვეცადე, მალე დავორსულებულიყავი – საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. ჩემი ბიჭის დაბადების საპატივცემულოდ, ჩემმა ქმარმა მანქანა მაჩუქა.

ის აფინანსებდა ყველა ჩემს სურვილს და კაპრიზს: ძიძა, სილამაზის სალონი, საყიდლები ძვირადღირებულ მაღაზიებში. მე ძალიან ბევრი დრო მქონდა, მეხმარებოდა არა მარტი ძიძა, არამედ ბებიებიც. მე შემეძლო ჩემი მეგობრების ნახვა, დასასვენებლად წასვლა.

ერთხელაც, შემთხვევით გავიგე, რომ ჩემი ქმარი მღალატობდა. დეტექტივი დავიქირავე და ღალატის მტკიცებულება მოვიპოვე. ეს ძალიან დამეხმარა განქორწინების დროს. შედეგად, ქმარმა ოროთახიანი ბინა მიყიდა ძალიან კარგ სახლში და კარგ ალიმენტს უხდის ჩვენს შვილს. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, შევძელით მეგობრებად დარჩენა.

განქორწინების შემდეგ თავისუფალი ვიყავი, მერე კი ისევ გავთხოვდი. სიყვარულით არა – ანგარებით. ამჯერად, ჩემი ქმარი ჩემზე 12 წლით იყო უფროსი. ნიკას საკუთარი ბიზნესი აქვს. მას ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილები არა. ქალიშვილი რომ გავუჩინე, ბედნიერებისაგან მეშვიდე ცაზე იყო. ქალაქგარეთ ვცხოვრობთ დიდ სახლში. ჩვენ ყველაფერი რიგზე გვაქვს, ბოროტ ენებს კი არავითარ ყურადღებას არ ვაქცევ. უბრალოდ, ჩემი შურთ და ეგ არის.

დიახ, ერთხელაც არ გავთხოვილვარ სიყვარულით, სამაგიეროდ მე ყველაფერი მაქვს, თავისუფლებაც, ფულიც და ნორმალურად ცხოვრების საშუალებაც. არ მიწევს თეთრების დათვლა და ყველაფრის დაზოგვა.არ მესმის მათი, ვინს სიყვარულით თხოვდება და შემდეგ მუდმივად წუწუნებს ცხოვრებაზე. რატომ უნდა გაჰყვე ცოლად ღარიბს და შემდეგ მუდმივად იწუწუნო სიღარიბესა და ბოროტ დედამთილზე?

ამას ვერასოდეს გავიგებ! ჯობია იცხოვრო ისე, როგორც მე ვცხოვრობ: სიყვარულის გარეშე, მაგრამ ფუფუნებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს