პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.გაზაფხული იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც მე არ მიყვარს. თოვლი ახლა იწყებდა დნობას, გარეთ ამაზრზენი სინესტე იყო. მარტო მივდიოდი და არ ვიცოდი სად წავსულიყავი და რა გამეკეთებინა.
რა მოხდა? ჩემმა ქმარმა გამომაგდო სახლიდან. მან საყვარელი გაიჩინა და მითხრა, რომ მე მას მოვბეზრდი და ახლა ამ ბინაში ჩემთან ერთად კი არა, არამედ მასთან ერთად იცხოვრებდა.
წასასვლელი არსად მქონდა. დაქალებთან წასვლა და იმის მოყოლა თუ რა მოხდა, მაინცდამაინც არ მინდოდა. ამიტომაც აგარაკზე წასვლა გადავწყვიტე. ეს იყო პატარა სახლი ქალაქგარეთ, მაგრამ ვიცოდი, რომ თავზე ჭერი მაინც მექნებოდა.
სადგურში წავედი. გამიმართლა, რადგან მოვასწარი ბილეთის ყიდვა უკანასკნელ მატარებელზე. სანამ მატარებლით მივდიოდი, ჩემს ბედნიერ ბავშვობას ვიხსენებდი. შესანიშნავი მშობლები მყავდა და ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შავი ზოლი დაიწყო. რაღაცნაირად სწრაფად, ერთი მეორის მიყოლებით გარდაიცვალნენ ჩემი მშობლები.
შემდეგ ნიკას შევხვდი. მე ის ერთი ნახვით შემიყვარდა. 6 თვის შემდეგ დავქორწინდით. ნიკამ გადაწყვიტა ბიზნესი წამოეწყო. მან დამარწმუნა, რომ გამეყიდა ბინა, რომელიც მშობლებისაგან დამრჩა. ფული მან საქმეში ჩადო, მაგრამ დაიწვა. ჩვენ გადავედით პატარა ბინაში, რომელიც ნიკას ბებიამისისგან დარჩა. 6 თვის შემდეგ ნიკამ საყვარელი გაიჩინა და მე სახლიდან გამომაგდო.
- არ ინერვიულო ძალიან! შენ აუცილებლად იპოვი ბინიან მამაკაცს! – მითხრა დამშვიდობებისას ჩემმა ქმარმა.
ნახევარი საათის შემდეგ უკვე ჩემს სახლთან ვიყავი. გასაღებს ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას ვინახავდით. ჩვენს სოფელში ჯერ არავინ არ იყო, რადგან სააგარაკო სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო. სახლი მიტოვებულად და ძალიან მოუვლელად გამოიყურებოდა.
კლიტე ცოტა დაჟანგებულიყო, ამიტომ მისი გახსნა მაშინვე ვერ მოვახერხე. კარის გაღებაც კი არ შემეძლო.
- მოგეხმარებით! – უცებ გაისმა მამაკაცის ხმა.მოულოდნელობისაგან მაღლა შევხტი.
- ვინ ხართ და აქ რას აკეთებთ? ვინ მოგცათ ჩემს ნაკვეთში შემოსვლის უფლება?
- ნუ ნერვიულობთ, არაფერს დაგიშავებთ. მე თქვენს სახლში არასოდეს შევსულვარ, კარის გაღებაში მოგეხმარებით და წავალ. მე აქ ფეჩი დავდგი და გასათბობად მოვდივარ ხოლმე – მითხრა საშუალო სიმაღლის გამხდარმა მოხუცმა კაცმა.
მან სწრაფად გამიღო კარი, მე კი მადლობა გადავუხადე.
- თქვენ შეციებული ხართ. მე ახლა შეშას მოგიტანთ.
- მადლობა, მაგრამ მე ასანთი არ მაქვს.
- ნუ ღელავთ, მე მოგცემთ ასანთს.
რატომღაც მაშინვე ამ მოხუცის მიმართ ნდობით ავივსე. მე ვთხოვე მას, რომ ფეჩი აენთო.მან ეს ძალიან სწრაფად მოახერხა და ნახევარ საათში სახლი გათბა. მე სახლი მოვაწესრიგე და მოხუცი ჩაიზე მოვიპატიჟე.
- მე თამუნა მქვია, თქვენ?
- მე კახა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.ჩვენ დავსხედით ჩაისა და ღვეზლების მისართმევად და, რა თქმა უნდა, დავიწყეთ საუბარი.
- როგორ მოხდა, უსახლკაროდ რომ იქეცით? თქვენ საერთოდ არ გავხართ ლოთს.
- მე ლოთი არ ვარ. მეუღლე მყავდა, მაგრამ ის ორი წლის უკან გარდაიცვალა. შვილები ჩვენ არ გვყოლია. ვმუშაობდი და მარტო ვცხოვრობდი. შემდეგ ჩემთან ხშირად დაიწყო ჩამოსვლა ჩემმა დისშვილმა. მან დამარწმუნა, რომ ჩემი ბინა გამეყიდა. მითხრა, რომ მასა და მის ქმართან ერთად ვიცხოვრებდი ქალაქგარეთ ერთ სახლში. მან მე მომატყუა. მე ბინა გავყიდე, მან ფული წაიღო და გაიქცა. აი ასე ვიქეცი უსახლკაროდ. ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ შემეძლო დაჯერება, რომ ჩემი საკუთარი დისშვილი ასე მომექცა.
შემდეგ მე მოვუყევი მას ჩემი ამბავი. მან მე მითანაგრძნო და წასვლა დააპირა, მაგრამ მე შევაჩერე.
- აქ დარჩით, მარტოს შემეშინდება!
ის მაშინვე დამთანხმდა:
- მადლობა. ვინ იტყვის უარს ღამის სითბოში გატარებაზე?
ერთი კვირის შემდეგ ის თავისი ნაცნობების მეშვეობით სამსახურის პოვნაში დამეხმარა. მე განათლებით პედაგოგი ვარ. ახლა სახლს სამსახურთან ახლოს ვქირაობ. ვმუშაობ, ყველაფერი კარგადაა.
ყოველ უქმეებზე ჩემს აგარაკზე მივდივარ კახა პაპასთან, რომელიც ყოველთვის მელოდება და ყოველთვის უხარია ჩემი ნახვა. ის ჩემთვის ახლობელ ადამიანად იქცა, უბრალოდ ჩემს ნამდვილ პაპად.