პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.ჩემმა დედამთილმა, ნანამ, საკუთარი ქმარი სახლიდან გამოაგდო და თქვა:
- თავი მომაბეზრა საშინლად! მე ჯერ კიდევ ბებერი არ ვარ და ჩემთვის მინდა ცხოვრება! მირჩევნია ხუთი კატა ვიყოლიო!
ჩემი დედამთილი 49 წლისაა. შვილი მან უკვე გაზარდა და მისი დაქორწინებაც კი მოასწრო. ასე რომ, სრული უფლება აქვს, თავისთვის იცხოვროს.მაგრამ, რატომ უნდა დავზარალდეთ ამის გამო მე და ჩემი ქმარი?!
- საშინლად მომბეზრდა გიას ღორული საქციელი. ჩვენი ქორწინების მთელი ამ წლების განმავლობაში მას ერთი კოვზიც არ გაურეცხავს და ნაგავიც არ გაუტანია. სანამ რამის გაკეთებას სთხოვ, უმჯობესია თავად გავაკეთო. ასეც ვიქცეოდი ხოლმე. მორჩა! საკმარისია! ჩემი მოთმინება გათავდა! მე ასე ცხოვრება აღარ მინდა! მთელი ამ წლების მანძილზე მე ვრეცხავდი, ვალაგებდი, საჭმელს ვამზადებდი. ამ ყველაფერს ჩემი ბიჭისთვის ვაკეთებდი, გია კი უბრალოდ გვერდზე მყავდა. ჩემი ბიჭი გაიზარდა და მე აღარ მინდა, რომ მოახლე ვიყო! ასეთმა ცხოვრებამ ძალიან დამღალა! – მითხრა ჩემმა დედამთილმა.
მე მესმის ჩემი დედამთილის, მაგრამ ამ სიტუაციის გამო, მე და ჩემს ქმარს უამრავი პრობლემა შეგვექმნა.ქორწილის შემდეგ, ჩემი ქმრის მშობლებმა საკუთარი ბინა ჩვენ დაგვითმეს, თვითონ კი ჩემი დედამთილის დედასთან გადავიდნენ საცხოვრებლად.დედამთილის დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ ძალიან ხშირად ავადმყოფობდა. ჩემმა დედამთილმა გადაწყვიტა ერთი გასროლით, ორი პრობლემა მოეგვარებინა: შეეძლო დედამისისთვისაც მიეხედა მშვიდად და ჩვენც დაგვეხმარა საცხოვრებლით.
ჩვენი ქორწილიდან სამი თვის შემდეგ ჩემი დედამთილის დედა გარდაიცვალა.ქორწილის ფულით ჩვენი სახლის გარემონტება გადავწყვიტეთ და გავაკეთეთ. შემდეგ ავეჯის შეცვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ საამისო ფული უკვე აღარ გვქონდა.კრედიტი ავიღეთ და ვიყიდეთ ყველაფერი, რაც გვინდოდა. ძველი ავეჯი დედამთილმა იმ ბინაში წაიღო, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო დედამისისგან. მათაც გააკეთეს იქ რემონტი და ძველი ავეჯი გადაყარეს.
6 თვის შემდეგ დავორსულდი. ამ პერიოდში ჩემი დედამთილი მუდმივად ეჩხუბებოდა თავის ქმარს. მას მის მიმართ უამრავი პრეტენზია ჰქონდა: მცირე ხელფასი, ის, რომ სახლში არაფერს აკეთებდა, ის, რომ ძუნწი იყო და ასე შემდეგ.ჩემი ქმარი ძალიან ნერვიულობდა იმის გამო, რომ მშობლები ასე ხშირად ჩხუბობდნენ. შემდეგ კი, ჩემი დედამთილი ადგა და ქმარი საერთოდ გამოაგდო სახლიდან. სად წავიდა ის? რა თქმა უნდა, ჩვენთან მოვიდა.მე ამ დროს საშინელი ტოქსიკოზი დამეწყო, ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა. აქ კი მამამთილი!
- გამიგე, ის ხომ მამაჩემია! მას უბრალოდ არსად აქვს წასასვლელი!
- მე მესმის, მაგრამ მამაშენთან ცხოვრება უბრალოდ შეუძლებელია. მე მშვენივრად მესმის დედაშენის. მამაშენი ხომ უბრალოდ ღორულად იქცევა. აი, რად ვარგა ეს? ის მუდმივად აბინძურებს უნიტაზს და შემდეგ არ ასუფთავებს! თავის ჭურჭელსაც არ რეცხავს. ბანაობითაც, იშვიათად ბანაობს – მას მუდმივად სუნი ასდის. მე ასე აღარ შემიძლია.
მამამთილს ქირით გადასვლა არ უნდა.
- იქ საჭმელს ვინ მომიმზადებს და ვინ დამილაგებს? მე აქაც კარგად ვარ! იპოთეკას კი არავინ მომცემს, რადგან ძალიან მცირე ხელფასი მაქვს! – თქვა ჩემმა მამამთილმა.
რა გავაკეთოთ ახლა მე და ჩემმა ქმარმა? იპოთეკა ავიღოთ? მაგრამ პირველადი შენატანის ფული არ გვაქვს, რადგან მთელი ფული ამ ბინის გარემონტებაში დაგვეხარჯა. გარდა ამისა, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კრედიტსაც ვიხდით.მე აღარ შემიძლია ჩემს მამამთილთან ერთად ერთ სახლში ცხოვრება. უკვე დიდი ხანია მზად ვარ ჩემს მშობლებთან დასაბრუნებლად. რადგან ბავშვთან ერთად იმ საღორეში ცხოვრება, რომელსაც ჩემი მამამთილი ქმნის სახლში ერთ დღეში, უბრალოდ შეუძლებელია!
ჩემი ქმარი იმედოვნებს, რომ დედამისი მამამისს შეურიგდება, მაგრამ მე ამის არ მჯერა.მე ვხედავ, რომ ჩემი დედამთილი პირდაპირ აყვავდა მას შემდეგ, რაც თავისი ქმარი გამოაგდო.