დილა მშვიდობის. თქვენს ქალიშვილს ჰყავს ძმა ბავშვთა სახლში. წაიყვანთ? – მკითხა ბავშვთა სახლის გამგემ

7392

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი გვიამბობს, როგორ იშვილა ბავშვები ბავშვთა სახლიდან.როდესაც ბავშვთა სახლიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ მათთან ჩემი ნაშვილები ქალიშვილის ნამდვილი ძმა იმყოფებოდა, ცოტა დავიბენი.

ჩემი ნინი ამ დროისთვის უკვე 5 წლის იყო, მაგრამ 6 თვის წინ ქმარმა მიმატოვა.უკვე სამი თვეა ვხვდები კოტეს, ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს. მან ჩემს ნინისთან დამეგობრებაც კი მოახერხა.მაშინვე ავენთე ამ იდეით, რომ ნინის ძმა მეშვილა. მე უბრალოდ ყოველთვის მინდოდა, რომ ორი შვილი მყოლოდა. ჩემი სურვილი სპონტანური არ ყოფილა. ბიჭის ყოლაზე უკვე ორი წელი ვოცნებობდი.

მაგრამ, მე არ ვიცოდი, რას იტყოდა ჩემს გადაწყვეტილებაზე კოტე. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. იქნებ კოტემ მიმატოვოს, როდესაც გაიგებს, რომ ბიჭის აყვანა მინდა? ამ შემთხვევაში მარტო დავრჩები ორ შვილთან ერთად. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. მე მაინც გადავწყვიტე, რომ გამერისკა. ნინის ძმას უკვე ჩემი ნამდვილი შვილივით ვექცეოდი, რომელიც რაღაც შემთხვევითობით სხვა ქალმა გააჩინა.კოტეს დაველაპარაკე. მან მითხრა, რომ შეეცდებოდა ჩემთვის გაეგო.

ამის შემდეგ დავიწყე საბუთების შეგროვება შვილად აყვანისთვის. ეს იყო ჩემთვის ძალიან რთული რვა თვე. მე დათოს არც კი მაჩვენებდნენ. ის ბავშვთა სახლში დედის განცხადების საფუძველზე იმყოფებოდა და დედამისს ნებისმიერ მომენტში შეეძლო, რომ მოსულიყო და წაეყვანა. ძალიან ვიმედოვნებდი, რომ ეს არ მოხდებოდა. დათო ჩემი შვილი არ გახდა. ის დედამისმა წაიყვანა.

ამის გამო ისე ვინერვიულე, რომ 10 კილო დავიკელი.ჩემს გულში უკვე იყო ადგილი მეორე შვილისთვის, ამიტომ გადავწყვიტე სხვა ბიჭი მეშვილებინა. ძალიან მალე ირაკლის დედა გავხდი.კოტეს არ მივუტოვებივარ, ჩვენ დავქორწინდით და გავხდით დიდი და მეგობრული ოჯახი.

ამ რთული ცხოვრებისეული გამოცდის შემდეგ მე დავიჯერე, რომ ცხოვრება მხოლოდ იმ გამოცდებს გვიწყობს, რომლებსაც ჩვენ გავუძლებთ. მთავარია, გვჯეროდეს ჩვენი ოცნების და არასოდეს ვთქვათ უარი მასზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს