მოხუც ექიმს ნაადრევად გაჩენილი ბავშვები ხალხში გაჰყავდა. 40 წლის შემდეგ, ამისთვის მადლობა უთხრეს!

1596

გასული საუკუნის დასაწყისში, მახინჯების ცირკები თუ მსგავსი დაწესებულებები პოპულარულობის პიკში აღმოჩნდა. ადამიანები საათობით იდგნენ რიგებში, რათა შემდეგ 1 საათით ეცქირათ ექსპონატებისთვის.

ასეთ ცირკებში შეიძლება ერთმანეთის გვერდიგვერდ ყოფილიყო ლეოპარდის გალია, მაიმუნის ფიტული, რომელსაც თევზის კუდი ჰქოდნა მიკერებული და მფლობელი ქალთევზად ასაღებდა, და ცოცხალი კუზიანი ადამიანი. თუმცა, ექიმ მარტინ კონის შოუ იმ დროისთვის ჩვეულებრივი დაწესებულებისგანაც კი განსხვავდებოდა. აქ დამთვალიერებლები იმისთვის მოდიოდნენ, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვები ენახათ.

მარტივი გასაგებია, თუ რატომ თვლიდნენ მარტინს კოლეგები შარლატან და უსინდისო ადამიანად. კონის დაწესებულება გაჩნდა ქვემოთ ფოტოებზე აღბეჭდილთა რიგებს შორის. როცა შენი შოუ მაყურებლების თვალში არაფრით ჩამოვარდება მაიმუნების შოუს, კარგი რეპუტაციის შენარჩუნება შეუძლებელია.

რეალურად, მარტინ კონის მხოლოდ ერთი რამ – მისი პატარა პაციენტების ჯანმრთელობა – აწუხებდა. მამაკაცისთვის ნიუ-იორკის ბაზრის დაწესებულება ერთადერთი საშუალება იყო, დაემტკიცებინა ექიმი-კოლეგებისთვის თავისი მეთოდის სისწორე. თუმცაღა, მათ ექიმის შრომა მხოლოდ მოგვიანებით დააფასეს, როცა შედეგები იხილეს.

კეთილ ექიმთან სუფთად და ლამაზად ჩაცმული მედდები მუშაობდნენ, რომლებიც ბავშვებს ყურადღებას აქცევდნენ და ინკუბატორებს ემსახურებოდნენ. თითოეული დამთვალიერებელი 25 ცენტს იხდიდა და აქვე გეტყვით, რომ დაწესებულების მოგება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების საჭიროებებზე იხარჯებოდა.

პატარები შუშიან, დამთბარ ყუთებში იწვნენ. ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა ინკუბატორებზე მიერთებული ბოილერები. პატარებს ჰაერით სპეციალური მილის საშუალებით ამარაგებდნენ, რომლის შიგნითაც ფილტრები იყო დამაგრებული.

ნაადრევად დაბადებულ პატარებს სპეციალურად ამისთვის დაქირავებული ახალგაზრდა დედები კვებავდნენ. თვითონ ამ დედებს კი ემსახურებოდნენ მზარეულები, რომლებიც მათთვის მხოლოდ სასარგებლო კერძებს ამზადებდნენ. მავნე ჩვევების მქონეებს აქ არაფერი ესაქმებოდათ. მარტინმა ერთ-ერთი მედდა მოწევის გამო დაითხოვა სამსახურიდან.

დროთა განმავლობაში გაირკვა: ექიმი კონის მზრუნველობის ქვეს მყოფი პატარები უფრო ახერხებდნენ სწორად განვითარებას, ვიდრე ასეთი ბავშვების მოვლის ტრადიციული მეთოდებით გაზრდილები. ნაადრევად გაჩენილი ბავშვების გადარჩენის 15%-იანი ალბათობა, კონის დახმარებით, 85%-მდე გაიზარდა.

მარტინ კონის დაწესებულება 1903-43 წლებში მუშაობდა. ამ დროისთვის, ექიმის ინკუბატორში 6.5 ათას ბავშვს უმკურნალია. იგივე ბეთ ალენი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, 1941 წელს, ბრუკლინში დაიბადა.

ბეთი სამყაროს დროზე 3 თვით ადრე მოევლინა. ქალი დარწმუნებულია, რომ მარტინის დახმარების გარეშე ვერ გადარჩებოდა.

1950 წელს, როცა კონი, რომელსაც იმ დროისთვის მხოლოდ “ექიმ-ინკუბატორს” უწოდებდნენ, გარდაიცვალა, მის დაკრძალვაზე მის მიერ გადარჩენილი ბავშვების მშობელთა უმეტესობა მივიდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს