პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ერთ საინტერესო ისტორიას მოგითხრობთ.მარინა და მამუკა, 5 წლის წინ დაქორწინდნენ. მარინასაც და მამუკასაც ძალიან უნდოდათ, რომ შვილი მაშინვე გასჩენოდათ, მაგრამ მარინა მთელი ოთხი წლის მანძილზე ვერ ორსულდებოდა. მან და მამუკამ უამრავი გამოკვლევა ჩაიტარეს და უამრავი ანალიზები ჩააბარეს. და როდესაც ნანატრი ფეხმძიმობა დადგა, ისინი ბედნიერებისაგან მეშვიდე ცაზე იყვნენ.
მარინა ფეხმძიმობისას ძალიან ფრთხილად იყო: მას ძალიან უნდოდა ჯანმრთელი შვილის გაჩენა. მამუკა ცოლს ძალიან ეხმარებოდა.და აი, დადგა დღე, როდესაც მათი ვაჟი დაიბადა. ბავშვს გიორგი დაარქვეს.ბიჭი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. უკვე მორე დღეს, ბედნიერ მამას ხელში ნანატრი ვაჟი ჰყავდა აყვანილი.
- მადლობა, ძვირფასო! – უთხრა მამუკამ თავის ცოლს.მარინამ მოწყენილი სახით გაუღიმა და უცებ ატირდა.
- რა მოხდა? რამე გაწუხებს?
- არა, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მეზობელ პალატაში დედამ თავისი ახალშობილი გოგონა მიატოვა. როგორ შეიძლება ასე მოექცე საკუთარ შვილს?
- ნუ ნერვიულობ, შენთვის არ შეიძლება. სამწუხაროდ, ცხოვრებაში ხშირად ხდება ასე.
- – დედამისი თუ არ დაბრუნდება, პატარას ჩვილ ბავშვთა სახლში წაიყვანენ. მოდი ჩვენთან წავიყვანოთ. მე ის ძალიან მეცოდება! – სთხოვა მარინამ ქმარს.
- რას იგონებ მარინა? ჩვენ სხვისი შვილი არ გვჭირდება! დამშვიდდი! ნუ იგონებ! ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია ყველა ბავშვის ჩვენთან წაყვანა! ჩვენს შვილზე იფიქრე.
მამუკა წავიდა, მარინა კი მთელი ღამე ტიროდა. მას ესმოდა, როგორ ტიროდა პატარა გოგონა და გული უწუხდა.
- ხედავ შვილო, როგორ ხდება ცხოვრებაში, პატარას დედამისთან უნდა, ის კი მის გვერდით არ არის, – უთხრა მარინამ თავის ახალშობილ ვაჟს.პალატაში მედდა შემოვიდა. მარინამ შესთავაზა, რომ მიტოვებულ ბავშვს აჭმევდა.
- მე ის ძალიან მეცოდება. რძე ბევრი მაქვს, მასაც ეყოფა.
- კარგი, მადლობა. თქვენი თხოვნის შესახებ ექიმს გადავცემ, – უთხრა მედდამ.
ექიმმა მისცა უფლება მარინას, რომ ახალშობილისთვის ეჭმია. მარინას ეს ძალიან უხაროდა.
- აჭამეთ მას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რძე თქვენი შვილისთვისაც საკმარისი იქნება, – უთხრა ექიმმა.
- კარგი, თანახმა ვარ, – უპასუხა მარინამ და სინაზით შეხედა გოგონას.
რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მან ეს პატარა ბავშვი მთელი გულით შეიყვარა.მარინას ძალიან სწყინდა ის, რომ ღმერთი მათ არ აძლევთ შვილებს, ვინც ამაზე მრავალი წლის მანძილზე ოცნებობს და შვილები უჩნდებათ მათ, ვისაც ისინი საერთოდ არ სჭირდებათ.
მამუკამ ძალიან ინერვიულა მარინას გამო, როდესაც გაიგო, რომ ის მიტოვებულ გოგონას აჭმევდა. ის ხედავდა, რომ მისი ცოლი ძალიან მიეჯაჭვა ამ ბავშვს. მაგრამ, ის მზად არ იყო სხვისი შვილის ასაყვანად, თუნდაც თავისი ცოლის ხათრით.
სამშობიაროდან გაწერის დღეს მარინა პალატაში შევიდა გოგონასთან დასამშვიდობებლად.მან ბავშვს კისერზე კულონი გაუკეთა, რომელიც მას ოდესღაც ბებიამისმა აჩუქა. მან თქვა, რომ ეს უბრალო კულონი კი არა, ამულეტი იყო.
- დაე, ამ კულონმა დაგიცვას. ძალიან მინდა, რომ კარგმა ადამიანებმა გიშვილონ და საკუთარი შვილივით შეგიყვარონ.
სამშობიარო სახლი მარინამ დამძიმებული სულით დატოვა. ის ყოველდღე ფიქრობდა იმ გოგონაზე. მთელ თავის ძალებსა და მთელ თავის დროს ახალშობილი შვლის მოვლას ახარჯავდა, მაგრამ მუდმივად ფიქრობდა იმ ბავშვზე.მამუკა ხედავდა, რომ მისი ცოლი იმ ბავშვის გამო ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო.
მალე, მარინას სამშობიაროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ეკა ჩვილ ბავშვთა სახლში წაიყვანეს. კულონი კისრიდან არ მოუხსნიათ. ბავშვთა სახლის წარმომადგენლებსაც უთხრეს, რომ ეს კულონი იმ ქალის ნაჩუქარი იყო, ვინც მას სამშობიაროში აჭმევდა. ისინი დაპირდნენ, რომ გოგონას ამ კულონს არ მოხსნიდნენ.მარინა მეორე დღესვე გაემგზავრა ბავშვთა სახლში. მან შესძლო დირექტორთან მოლაპარაკება და მან მარინას ამ ბავშვის მონახულების უფლება მისცა.
- მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჯანმრთელი გოგონა ნებისმიერ მომენტში შეიძლება იშვილონ. მაშინ კი თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ.
- მე ყველაფერი მესმის, მაგრამ იქამდე მინდა რომ მის გვერდით ვიყო.
მარინა კვირაში ერთხელ მიდიოდა ბავშვის სანახავად. მამუკა იმედოვნებდა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ის ფიქრობდა, რომ როდესაც მათი ბიჭი წამოიზრდებოდა, მარინა დამშვიდდებოდა. მაგრამ, ეს არ მოხდა.მთელი სამი წლის მანძილზე მარინა და გიორგი ერთად მიდიოდნენ ეკას სანახავად. გიორგი და ეკა ძალიან დამეგობრდნენ.
მარინას ბავშვებისთვის სათამაშოები, ტკბილეული და ხილი მოჰქონდა.მერე კი მოხდა ის, რისაც მარინას ძალიან ეშინოდა: ერთხელ ის მოვიდა და მას უთხრეს, რომ ეკა იშვილეს.მარინა ძალიან ნერვიულობდა და ღმერთს სთხოვდა, რომ გოგონა კარგ ადამიანებთან მოხვედრილიყო.
ის მისთვის ყოველდღე ლოცულობდა, რომ არავის ეწყენინებინა, რომ ის ბედნიერი გაზრდილიყო. მარინას თავისი შვილი ძალიან უყვარდა, მაგრამ პატარა ეკა ყოველდღე ახსენდებოდა.გავიდა წლები. გიორგი გაიზარდა. ის უკვე უნივერსიტეტს ამთავრებდა. ერთ დღეს მან თავის მშობლებს უთხრა, რომ მათთვის თავისი შეყვარებულის გაცნობა უნდოდა.
აღმოჩნდა, რომ ის მას უკვე ერთ წელზე მეტ ხანს ხვდებოდა და მასზე დაქორწინება უნდოდა.მას, ეკა სტუმრად ერთი კვირის შემდეგ უნდა მოეყვანა. მარინამ სახლი საგულდაგულოდ დაალაგა, მდიდრული სუფრა გაშალა.კარზე ზარის ხმა გაისმა. ეს, მამუკა დაბრუნდა სამსახურიდან. ნახევარი საათის შემდეგ კი გიორგი მოვიდა თავის საცოლესთან ერთად.
მარინას გოგონა მაშინვე მოეწონა. ის ძალიან თავმდაბალი და ძალიან ლამაზი იყო. უცებ მარინამ გოგონას კისერზე კულონი შენიშნა. მან მაშინვე იცნო ის. ეს კულონი ხომ მან გაუკეთა კისერზე ერთ პატარა გოგონას მრავალი წლის წინათ, სამშობიარო სახლში.
- დედა, სახეზე ფერი არ გადევს, ცუდად ხარ?
- არა, ყველაფერი რიგზეა, ცოტა ავღელდი. ყოველდღე ხომ არ ვიცნობ ჩემი შვილის საცოლეს?
გაცნობამ შესანიშნავად ჩაიარა. ეკა სინაზით ყვებოდა თავის მშობლებზე. მან არ იცოდა, რომ ნაშვილები იყო.
- ვხედავ, ძალიან მოგეწონა ჩვენი ბიჭის საცოლე. შენ ის საკუთარი შვილივით მიიღე.
- მართალი ხარ. ეს ის გოგონაა, რომელზედაც მთელი ეს წლები ვფიქრობდი. ეს სწორედ ის ეკაა. ის კარგმა ადამიანებმა იშვილეს. ხედავ, როგორი შესანიშნავი გოგო დადგა. ეს ნამდვილად სასწაულია, რომ ჩვენი შვილი მას შეხვდა და მათ ერთმანეთი შეიყვარეს.
მალე ეკა და გიორგი დაქორწინდნენ. ქორწილის შემდეგ ეკას დედამ მარინას უამბო, რომ ეკა მრავალი წლის წინ იშვილეს. მარინამ კი მას უთხრა, რომ ის აჭმევდა ეკას სამშობიაროში და მან გაუკეთა კულონი, რომელიც მას მთელი ცხოვრებაა იცავს.გავიდა წლები. ეკას და გიორგის ორი შვილი ეზრდებათ, ბებიები და ბაბუები კი მათ არაფერს აკლებენ.
მარინა თავს ყველაზე ბედნიერ ქალად თვლის. ის მუდმივად უხდის ღმერთს მადლობას იმ სასწაულის გამო, რომელიც მის ცხოვრებაში მოხდა.