პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს სოფელში გავატარე. ადრე ჩვენს სოფელში ბევრი ხალხი იყო, ახლა კი ყველა მიდის. არავის არ უნდა სოფელში ცხოვრება. აქ მხოლოდ მოხუცები დავრჩით.
მე გამიმართლა: მეზობელი მარჯვენა მხარესაც მყავს და მარცხენა მხარესაც. მარცხნივ – მარიკა ცხოვრობს – ის 70 წლისაა, მარჯვნივ კი – ნიკოლოზი, ის ახლახან 80-ის გახდა. ზოგჯერ ყველა ერთად ვიკრიბებით სკამზე და ჩვენს ახალგაზრდობას ვიხსენებთ, როგორ ვცხოვრობდით, რამდენი ხალხი იყო ჩვენს სოფელში.
მარიკა გათხოვილი არასოდეს ყოფილა, არ აეწყო. მე მყავს ქალიშვილი – ნათია. ის ქალაქში ცხოვრობს და იშვითად ახსენდება, რომ დედა ჰყავს, ძალიან, ძალიან იშვიათად. მხოლოდ მაშინ, როდესაც ფული ან პროდუქტები სჭირდება.
ნიკოლოზს კი ბავშვებში უფრო გაუმართლა: მას ბევრი შვილი ჰყავს სხვადასხვა ქალისგან. ის ახალგაზრდობაში ჩვენს სოფელში ძალიან პოპულარული იყო. მას ყველა შვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ისინი ხშირად მოდიან მის სანახავად, შვილიშვილებიც ჩამოჰყავთ.
ჩვენ თეთრი შურით გვშურდა ნიკოლოზის.ერთხელ ტყეში წასვლა გადავწყვიტე, კენკრის პერიოდი იყო. ნაწვიმარიც იყო და ვიფიქრე, რომ იქნებ გამმართლებოდა და სოკოც მეპოვა.მართლაც გამიმართლა, სახლში სოკოთი და კენკრით დავბრუნდი. მაგრამ ტყიდან პატარა მელაც წამოვიყვანე. ის ხაფანგში იყო გაბმული და თათი ძლიერ ტრავმირებული ჰქონდა.მე ის სახლში მოვიყვანე. თავიდან მას ჭამა არ შეეძლო, მხოლოდ წყალს და რძეს სვამდა. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დაუბრუნდა ძალა და მან ხორცის ჭამა დაიწყო.
მე მასთან ერთად უფრო მხიარულად ვცხოვრობდი. როდესაც გაძლიერდა სახლში დაიწყო სიარული და ჩემს კატას დაუმეგობრდა.მე და მარიკა ხშირად ვაკვირდებოდით პატარა მელას და მისით აღფრთოვანებულები ვიყავით. მაგრამ მარიკას ეშინოდა, რომ როდესაც მელა გაიზრდებოდა ქათმების მოპარვას დაიწყებდა.მე დავამშვიდე: რაში დასჭირდება ეს, თუ მე მას ვაჭმევ?ერთხელაც საქმეებზე ქალაქში წავედი. სწრაფად მოვაგვარე ჩემი საქმე და სადგურში მივედი. ჩემი ავტობუსის გასვლამდე ერთი საათი იყო დარჩენილი.
დასასვენებლად სკამზე ჩამოვჯექი. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო ახალგაზრდა გოგონამ. მან თავისთვის ფუნთუშა იყიდა და სწრაფად შეჭამა. ეტყობოდა, რომ ძალიან მშიერ იყო. მერე ფული დაითვალა, მძიმედ ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა.მერე უცებ ტირილი დაიწყო. ძალიან ჩუმად, ძლივს ისმოდა. მე რატომღაც ძალიან შემეცოდა.გოგონას არავინ აქცევდა ყურადღებას. მე წყალი ვუყიდე და ვუთხარი:
- აიღე. შენ ხომ გწყურია.გოგონამ მადლიერებით შემომხედა, წყალი დალია და მითხრა:
- – დიდი მადლობა! როგორ მიხვდით, წყალი რომ მინდოდა?
- – უბრალოდ მივხვდი და მორჩა. რა გქვია? ან სად მიდიხარ?
- – ეკა მქვია. არსად არ მივდივარ. აქ ვცხოვრობ. ბიჭი შემიყვარდა და დავორსულდი. მან მიმატოვა, დედინაცვალმა კი სახლიდან გამომაგდო. უკვე დიდი ხანია აქ ვცხოვრობ. აქ ძალიან საშიში არ არის, ხალხი ყოველთვის არის.
- – ჩემთან ერთად წამოდი, მე დიდი სახლი მაქვს, ადგილი ყველას გვეყოფა. მე მარტო ვცხოვრობ. ცოტას დაისვენებ და მერე მოიფიქრებ, როგორ მოიქცე. მე ნანა მქვია.
- – არც კი ვიცი რა გითხრათ, თავს უხერხულად ვგრძნობ. ჩვენ ხომ ერთმანეთს არ ვიცნობთ.
- – ხოდა გავიცნობთ. ჩემთან მაინც უფრო უკეთესად იქნები, ვიდრე აქ. სწრაფად მოიფიქრე, თორემ ჩემი ავტობუსი მალე მოვა და უნდა წავიდეთ. შემდეგი რეისი მხოლოდ საღამოს იქნება.
ეკა დაფიქრდა და დათანხმდა.ეკა შესანიშნავი გოგონა გამოდგა. მას ახლახან შეუსრულდა 18 წელი. დედამისი მშობიარობას გადაყვა, როდესაც ეკა 5 წლის იყო. ერთი წლის შემდეგ მამამისმა ცოლი მოიყვანა. დედინაცვალს ეკა არ უყვარდა და ხშირად აწყენინებდა. გოგონას აკლდა სიყვარული და ზრუნვა. და აი, მან დაუჯერა ბიჭს, რომელმაც მოატყუა და უღალატა.
ჩვენ ერთად დავიწყეთ ცხოვრება, ძალიან მიხაროდა ასეთი შრომისმოყვარე დამხმარე რომ ვიპოვე.მელასაც კი მაშინვე შეუყვარდა ეკა. ის მას ჩუმად გემრიელ რაღაცეებს აჭმევდა.მე და ეკა ძალიან შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით.მერე, უეცრად ჩემი ნათია ჩამოვიდა სტუმრად.
- დედა, მოდი ეს სახლი გავყიდოთ. შენ კი ჩემთან ერთად ქალაქში წამოდი. სახლის ფულს მე მომცემ და ჩვენ უფრო დიდ ბინას ვიყიდით!
- ეკას რა ვუყო? ჩემს კატას და მელას?
- დედა ვინ უფრო ძვირფასია შენთვის, შენი ქალიშვილი თუ ეკა და ეს ცხოველები? ხომ არ გაგიჟდი? უცხო ფეხმძიმე გოგო სახლში როგორ მოიყვანე? იქნებ ქურდია? მელა რაღატომ წამოიყვანე ტყიდან? ზოოპარკი გაგიხსნია აქ!
- დაბრუნდი შენს ქალაქში! შენ ხომ მხოლოდ მაშინ გახსენდები, როდესაც რაიმე გჭირდება ჩემგან! არსად არ წამოვალ შენთან ერთად და ჩემს სახლსაც არ გავყიდი!
- შენ ხომ მალე მაინც აღარ იქნები და ეს სახლი მე დამრჩება! – მიყვირა ჩემმა ქალიშვილმა, კარი ხმაურით გაიხურა და წავიდა.
მერე აღარ ჩამოსულა.ერთხელ, მე და ეკა ბაღში ვმუშაობდით, მელამ კი რატომღაც ძველი ვაშლის ხის ქვეშ ორმოს თხრა დაიწყო.
- რას აკეთებ? ეს ვაშლი პაპაჩემის მამის დარგულია შენ კი თხრი. ის შეიძლება გახმეს! – გავბრაზდი მე.
ახლოს მივედი და ვნახე, რომ მელას მიწიდან დიდი რკინის ყუთი ამოეთხარა.გავხსენი და ადგილზე გავიყინე. ყუთში ძვირფასეულობა და ოქროს მონეტები იდი. მივხვდი, რომ ეს პაპაჩემის მამის იყო. ჩვენ ხომ ოდესღაც მდიდრები ვიყავით.
ჩვენმა მელამ ნამდვილი განძი იპოვა.მე და ეკამ კარგი რემონტი გავაკეთეთ. ახლა სახლში ყველაფერი გვაქვს, აბანოც და საპირფარეშოც.მალე ეკამ ქალიშვილი გააჩინა. მას ლიკა დავარქვით.ჩვენ ძალიან გვიხაროდა ამ პატარა სასწაულის დაბადება.ბოსტანში ვმუშაობდით, ლიკას ვზრდიდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით.ერთ დღესაც, ისევ ჩამოვიდა ქალაქიდან ჩემი ქალიშვილი.ის ადგილზე გაშეშდა, როდესაც ნახა, როგორ შეიცვალა ჩემი სახლი.
- გამდიდრდი ხო? ქალიშვილისთვის რომ გაგეყო არ გიფიქრია? რატომ უნდა ვიცხოვრო მე სიღარიბეში? მეც მაქვს უფლება ამ მემკვიდრეობაზე! ჩემშიც დიდგვაროვნის სისხლი სჩქეფს!
- არაფრის უფლებაც არ გაქვს! ეკა ჩემთან უკვე დიდი ხანია ცხოვრობს. ის ჩემთვის უფრო ახლობელი გახდა, ვიდრე შენ. განძი კი მელამ იპოვა, რომელსაც შენ ასე ვერ იტან! სისხლი კი დიდგვაროვნის გაქვს, სული კი – შავი და ბოროტი. წადი აქედან! შენი დანახვა აღარ მინდა. სახლი კი ეკას ვუანდერძე. შენ ვერაფერს ვერ მიიღებ!
- მე მას სასამართლოებში ვათრევ და ის ამ სახლს ვერასოდეს მიიღებს! – იყვირა ჩემმა ქალიშვილმა და წავიდა.
ვიმედოვნებ, რომ გამიგო და თავს დაგვანებებს.