ქმარს არ უნდა, რომ თავად სთხოვოს დედამისს გამგზავრება, ამიტომ ეს მე უნდა გავაკეთო

1415

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიყვება.მე და ჩემი ქმარი ვცხოვრობთ სტუდიოს ტიპის ერთოთახიან ბინაში. ვიხდით მის იპოთეკას.დედამთილი ჩვენთან სამი თვის წინ ჩამოვიდა. მას ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა. დათოს სურდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ დედამისს ძალიან კარგად გაუკეთებდნენ ოპერაციას, ამიტომ ფასიან კლინიკაში მიიყვანა და მკურნალობის თანხაც გადაუხადა.

ოპერაციის შემდეგ ჩემმა ქმარმა თქვა, რომ დედამისი ცოტა ხანს ჩვენთან დარჩებოდა, სანამ ჭრილობა კარგად მოურჩებოდა და ის ძალებს მოიკრებდა. მე დავთანხმდი.მე მეგონა, რომ გამოჯანმრთელების პერიოდი 2 – 3 კვირაზე მეტს არ გაგრძელდებოდა. ამ პერიოდის მანძილზე მე თანახმა ვიყავი ამეტანა ჩემი დედამთილი და მასზე მეზრუნა.

მას შემდეგ, რაც დათომ დედამისი საავადმყოფოდან სახლში მოიყვანა, ის მხოლოდ წევს და უსასრულო სერიალებს უყურებს. მე კი მთხოვს, რომ საჭმელი ლოგინში მივართვა. სწორედ ასე ვაკეთებდი 3 კვირის განმავლობაში. მერე კი ეს ყველაფერი მომწყინდა და ვუთხარი:

  • თქვენ საპირფარეშომდე ხომ შეგიძლიათ წასვლა, ესე იგი, სამზარეულომდე მისვლას და ჭამასაც მოახერხებთ. საჭმელს საწოლში აღარ მოგიტანთ!

ჩემს დედამთილს ძალიან ეწყინა. ის ახლა დემონსტრაციულად კვნესის, მაგრამ საჭმელად სამზარეულოში დადის.დათოს ჯერ ძალიან ეცოდებოდა დედამისი, მაგრამ მერე თანამშრომელმა ქალებმა აუხსნეს, რომ ოპერაცია, რომელიც დედამისმა გაიკეთა, არც ისე რთულია. ასეთი ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ, უკვე ნორმალურად გრძნობენ თავს, ერთი თვის მანძილზე საწოლში არავინ არ წევს.

შემოწმებაზე არაერთხელ წავიყვანეთ. ყველა საჭირო ანალიზი ორ-ორჯერ ჩავაბარეთ. ექიმმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა და დედამთილს შეუძლია დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ წესს. მაგრამ, დედამთილი აგრძელებს ავადმყოფის როლის თამაშს და გამგზავრების კატეგორიული წინააღმდეგია.

ის უბრალოდ თავს ისულელებს და ეგ არის. მას მოსწონს აქ ყოფნა და არ უნდა წასვლა.მას არ უნდა იმის გაგება, რომ ჩვენ გვიშლის.როდესაც ჩემი ქმარი მიანიშნებს, რომ სახლში წასვლის დროა, ის იწყებს ტირილს და წუწუნებს, რომ არავის სჭირდება.ცოტა ხნის წინ, ჩემმა დედამთილმა მითხრა, რომ ჩვენთან ძალიან მოსწონს და ჩვენთან უნდა ცხოვრება. ეს რომ გავიგონე, უბრალოდ გავოგნდი.დედამთილმა კი მითხრა, რომ ჩვენს შვილებს მოუვლის, როდესაც გვეყოლება.

ჩემს დედამთილს უნდა, რომ თავისი ბინა გაყიდოს და ფული ჩვენ მოგვცეს, უფრო დიდი ბინის საყიდლად. მაგრამ, არც მე და არც ჩემს ქმარს ეს არ გვინდა.ზუსტად ვიცი, რომ ასეთ ცხოვრებას ვეღარ გავუძლებ. რატომ? იმიტომ, რომ მე იძულებული ვარ, არა მარტო მოვუარო ჩემს დედამთილს, არამედ მის მონაყოლსაც ვუსმინო, ვიღაც თავის ნაცნობებზე. და კიდევ, მას ძალიან უყვარს სერიალების მოყოლა, რომლებსაც უყურა. მე კი ეს საერთოდ არ მაინტერესებს.

მე მაშინვე გამოვუცხადე დათოს, რომ თანახმა არ ვიყავი დედამთილთან ერთად ცხოვრებაზე.ეს ჩემს ძალებს აღემატება! აღმოჩნდა, რომ არც დათოს მოსწონს ის, რომ დედამთილს წასვლა არ უნდა. მას ეშინია, რომ აწყენინოს, ამიტომაც არ სთხოვს, რომ წავიდეს.გამოიცანით, ვინ უნდა გააკეთოს ეს? რა თქმა უნდა, მე! სხვამ ვინ?რძალი შეიძლება იყოს ბოროტი და არ უყვარდეს თავისი დედამთილი, ამიტომ რძალს შეუძლია დედამთილის გაგდება. შვილს კი არ შეუძლია ასე მოექცეს საყვარელ დედიკოს, თორემ მას ძალიან ეწყინება. ამის დაშვება კი, არ შეიძლება.

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. იქნებ, ჩემს ქმარს ვუთხრა, რომ თავად მოაგვაროს დედამისთან საქმე? თუ მაინც ვერ გაბედავს მისთვის სიმართლის თქმას, მერე რა იქნება? მე ხომ დიდხანს ვერ ავიტან, ჩემი მოთმინება უკვე ამოიწურა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს