პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მეუღლესთან ერთად 11 წელი ვცხოვრობდი და სამი შვილი შეგვეძინა.რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე, გრძნობები ისეთი აღარ იყო, გაცივდა. ამის შემდეგ სხვა ქალი გავიცანი და შემიყვარდა.
ერთმანეთს ვხვდებოდით, შემდეგ კი მან პირობა წამომიყენა: ან ცოლს გაშორდები, ან მე წავალ.გადავწყვიტე ცოლთან გულწრფელად დალაპარაკება, ჩუმად და მშვიდად. ნივთები ჩავალაგე. ვხედავ – ის ბავშვების ნივთებს აწყობს ჩანთაში.
- და ამბობს: “აბა რა გეგონა? წახვალ, შენი სიამოვნებისთვის იცხოვრებ და ბავშვებს მხოლოდ შაბათ-კვირას ნახავ?”
- და დაამატა: ”თქვენ ხომ სრული ოჯახი გექნებათ, ასე რომ, სავსებით ლოგიკურია, რომ ბავშვებმა თქვენთან ერთად იცხოვრონ, ვიდრე მარტო დედასთან. გარდა ამისა, მეც უნდა მივხედო ჩემს პირად ცხოვრებას. მეც მაქვს ამის უფლება.”
თქვა, რომ ბავშვებზე პასუხისმგებლობას თანაბრად გავიყოფთ. ყველაფერი სამართლიანად იქნება – ესენი ხომ სასურველი ბავშვები არიან, ორივეს გვინდოდა. წარმოგიდგენიათ, როგორი მონსტრი აღმოჩნდა ჩემი ცოლი? სურს, რომ შვილები მე დამიტოვოს, თავად კი პირად ცხოვრებას უნდა მიხედოს”.
რა ვუთხრა ახლა ჩემს ახალ შეყვარებულს?