პირველი ქორწინებიდან ორი შვილი მყავდა და გათხოვება მოვახერხე. ახლა კი დედამთილს საკუთარი შვილიშვილები უნდა

1099

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.მე ეკა მქვია. მოხდა ისე, რომ მე და ჩემი პირველი ქმარი დავშორდით. შვილებმაც კი ვერ გადაარჩინეს ჩვენი ქორწინება.

ორი წლის განმავლობაში შვილებს მარტო ვზრდიდი. შემდეგ დათო გავიცანი და მან შემომთავაზა მისი ცოლი გავმხდარიყავი. მაშინვე ვუთხარი, რომ შვილს აღარ გავაჩენდი. ამიტომ, თუ მას თავისი შვილები უნდოდა, მაშინ ჯობდა ურთიერთობა აღარ გაგვეგრძელებინა. ვუთხარი, რომ თუ დავორსულდებოდი, ნამდვილად არ გავაჩენდი, აბორტს გავიკეთებდი.

  • იქნებ მერე გადაიფიქრო? – იმედიანად მკითხა დათომ.
  • არა. არ გადავიფიქრებ. ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა.

დათომ მითხრა, რომ მას ვუყვარვარ და ეთანხმება ჩემს გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერზე მასთან ქორწინებამდე ვისაუბრეთ. იმედი მქონდა, რომ დათომ მომისმინა და ყველაფერი გაიგო.ჩვენ დავქორწინდით. ჩემი შვილები უკვე საკმაოდ დიდები არიან: უფროსი ქალიშვილი უკვე თორმეტი წლისაა, უმცროსი ვაჟი – რვის. მათ კარგად იციან, რომ ნამდვილი მამა ჰყავთ. გარდა ამისა, ჩემი ყოფილი ქმარი მათ კარგ ალიმენტს უხდის, ხშირად მოდის და თავისთან მიჰყავს ისინი. ჩემს ქმარს კი ისინი უბრალოდ დათო ძიას ეძახიან.

მე და დათოს სრული ურთიერთგაგება გვაქვს, მაგრამ ჩემს დედამთილს ძალიან უნდა საკუთარი შვილიშვილები. ის გამუდმებით მეუბნება ამას მეც და თავის შვილსაც. როცა გაიგო, რომ მესამე შვილის გაჩენა არ მინდოდა, დიდი სკანდალი ატყდა.რა მარტო არ მითხრა ჩემმა დედამთილმა: ის, რომ მე არ მიყვარს მისი შვილი, რომ მყვარებოდა, მე თვითონ მომინდებოდა მისგან შვილის გაჩენა. შემდეგ მან დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ ვიყენებდი მის შვილს ფინანსურ დამხმარედ ჩემი შვილების აღზრდაში. ეს ზოგადად სრული სისულელეა – მე თვითონაც კარგი ხელფასი მაქვს და თანაც, ჩემი პირველი ქმარი ძალიან კარგ ალიმენტს იხდის. მთელი ორი წელი ნორმალურად ვცხოვრობდით ჩემს შვილებთან ერთად. მათ ყველაფერი ჰქონდათ. ამიტომ მხოლოდ გამეცინა, როდესაც დედამთილისგან ასეთი სიტყვები მოვისმინე.

დედამთილი გამუდმებით ეუბნება თავის შვილს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოეგოს გონს, უნდა გამეყაროს და ისეთი ქალი მოძებნოს, რომელიც მას საკუთარ შვილს გაუჩენს. დედამთილი ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ დროს კარგავს, სხვისი შვილების გაზრდაში. ამბობს, რომ როდესაც ჩემი შვილები გაიზრდებიან, დათო ძიას ერთ ჭიქა წყალსაც კი არ მიაწოდებენ.მე ჩემს დედამთილს მის ყველაზე დიდ მტრად მივაჩნივარ.მაგრამ მე ძალით არ გამოვყოლილვარ დათოს ცოლად. მე მას გულწრფელად ვუთხარი, რომ შვილებს აღარ გავაჩენდი. რატომ არ უნდა ჩემს დედამთილს იმის გაგება, რომ მისმა შვილმა თავად გააკეთა შეგნებული არჩევანი და მე ამირჩია?

ნუთუ ჩემს დედამთილს მიაჩნია, რომ მისი შვილი ასეთი სულელია და სხვის აზრზეა დამოკიდებული?

ერთი მხრივ, მესმის ჩემი დედამთილის, რადგან მეც ქალი ვარ და მეც მინდა ჩემი შვილიშვილები.თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვაპირებ იმის გაკეთებას, რაც ჩემს დედამთილს უნდა. ჩემს მიმართ არანაირი პრეტენზია არ უნდა იყოს: მე გულწრფელად ვუთხარი დავითს ჩემი პოზიციის შესახებ ბავშვებთან დაკავშირებით.ვიცი, რომ ჩემი დედამთილი ბედნიერი იქნება, თუ დათო გამეყრება და სხვა ქალს მოიყვანს ცოლად, რომელიც დათანხმდება შვილის გაჩენაზე. მე დათოს გავუგებ კიდეც, თუ მას შვილი მოუნდება და გამეყრება.

მე მიყვარს დათო, მაგრამ რომც დავშორდეთ, სამყაროს აღსასრული არ დადგება. ეს ძალიან მტკივნეული და საწყენი იქნება ჩემთვის, მაგრამ საკუთარ თავში ვიპოვი ძალას, რომ ცხოვრება გავაგრძელო და ჩემი შვილები გავზარდო.ექვსი თვის წინ დედამთილმა სხვაგვარად დაიწყო მოქცევა. მან გადაწყვიტა ჩემი შვილების ბებია გამხდარიყო, მაგრამ დააგვიანდა.მე და დათო ხუთი წელია დაქორწინებულები ვართ. ჩემი შვილები ამ წლების განმავლობაში გაიზარდნენ. მათ იციან, რომ უკვე ჰყავთ ორი ბებია და ორი ბაბუა. მათ არ სჭირდებათ მესამე ბებია. ჩემი დედამთილი უფრო ადრე უნდა დამეგობრებოდა ჩემს შვილებს, როცა ისინი პატარები იყვნენ. როდესაც დავქორწინდით, ილია მხოლოდ სამი წლის იყო, ჩემი ქალიშვილი ლიკა კი შვიდის. ასეთ ბავშვებთან ბევრად უფრო ადვილია დამეგობრება და საერთო ენის პოვნა.ახლა კი მათ არ სურთ, რომ დათოს დედას ბებია დაუძახონ და მე მშვენივრად მესმის მათი.

დათო მეთანხმება. მან მაშინვე უთხრა დედამისს ამის შესახებ:

  • დაგაგვიანდა, დედა. ადრე უნდა გამხდარიყავი ამ ბავშვებისთვის ბებია, ახლა უკვე გვიანია. და შენ თვითონ ხარ ამაში დამნაშავე.

გამოიცანით, ვინ არის ისევ ამ ყველაფერში დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. დედამთილს ჰგონია, რომ განვაწყვე ბავშვები მის წინააღმდეგ. მას არ უნდა იმის გაგება, რომ შესაფერისი დრო ხელიდან გაუშვა.მაგრამ, რა საჭიროა ჩემი დადანაშაულება?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს