პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.
გამხდარი ბავშვობიდანვე არ ვყოფილვარ. ქორწილამდე ოთხმოც კილოგრამზე მეტს ვიწონიდი, სიმაღლე კი 170 სანტიმეტრი მაქვს. შვილის გაჩენის შემდეგ უფრო გავსუქდი, თითქმის ას ოც კილოგრამს ვიწონი. და რაც არ უნდა გავაკეთო, წონაში მაინც ვერ ვიკლებ, ძველ წონასაც კი ვერ ვუბრუნდები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობ.
ექიმები ამბობენ, რომ სანამ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, წონაში ვერ დავიკლებ. მართალია ის უკვე წელიწადნახევრისაა, მაგრამ ჯერ არ მინდა, რომ მივატოვებინო. ამას ჩემს მეუღლეს ვუხსნი, მაგრამ ის უარს ამბობს იმის გაგებაზე, რომ ბავშვს ბუნებრივი კვება სჭირდება. ეს მისი ორგანიზმისთვის კარგია. ჩემი მეუღლე ყვირის, რომ ჩვენ კაცი გვეზრდება და არა გოგო. დროა შევწყვიტოთ ძუძუთი კვება.
ბოლო დროს, ჩემს წონასთან დაკავშირებით საწყენ სიტყვებს და საყვედურებს მეუბნება. პირად ცხოვრებაშიც საქმეები კარგად არ მიდის – ჩემი ქმარი ჩემ მიმართ არანაირ ინტერესს არ გრძნობს. და არც აპირებს. მე ძალიან მწყინს და დაკომპლექსებული ვარ. მემუქრება, რომ მიმატოვებს, თუ წონაში არ დავიკლებ. მე მესმის, რომ ის აშკარად არ ხუმრობს. აღარ ვიცი რა გავაკეთო – როგორ შეიძლება მიატოვო ადამიანი მხოლოდ მისი გარეგნობის გამო? მე არ ვჭამ ძალიან ბევრ ტორტებს, ღვეზელებს, ნამცხვრებს. მშობიარობის შემდეგ გავსუქდი – მას ბიჭი გავუჩინე. ახლა კი ჩემი ფიგურა არ მოსწონს.
ვფიქრობ, რომ ვიღაც ელაპარაკება ამაზე, ან დედა ან ნაცნობები. იქნებ ვინმე გაიჩინა? ასე არ ხდება ხოლმე, რომ ზედმეტი კილოგრამების გამო გრძნობები და ინტერესი დაიკარგოს. არ ვიცი, როგორ დავიკლო წონაში სწრაფად. ნებისმიერ რჩევას მივიღებდი!