მარჯვე დიასახლისმა მაჩვენა, როგორ გავწმინდო ძველი ტაფა ნამწვისგან

0
1200

დღეს დიდ თავის ტკივილს შევეხებით. ახლახანს გავიგე ერთი საინტერესო მეთოდის შესახებ, რომლის დახმარებით ტაფას და ქვაბს ნამწვი მარტივად შეგიძლიათ მოაშოროთ. ერთი პატარა ხრიკი ძველ ჭუჭყს ერთხელ და სამუდამოდ მოგაშორებთ. Paparazzi ამ სწრაფ მეთოდზე დეტალურად გიამბობთ.

როგორ მოვაშოროთ ნამწვი – ნამწვი უფრო წინა თაობის ტაფებს ახასიათებთ, მაგრამ დედაჩემი დღემდე იყენებს. მართალია საძულველ ჭუჭყს ყოველთვის ვერ აშორებს. ახლახანს გავიგე, როგორ გავაკეთო ეს სახლში მარტივად. ტაფას და ქვაბს ჩამჯდარი ნამწვი 1 ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბით შეგიძლიათ მოაშოროთ. პრობლემას ჭურჭლის ამ ტექნიკაში მოთავსებით ვერ მოაგვარებთ. ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ. აი სარეცხი აბი სახეხთან და დიდ ქვაბთან ერთად შესაფერისია. რეცხვის პროცესი მარტივია. ქვაბში წყალი ჩაასხით, ჭუჭყიანი ტაფა და სარეცხი აბი მოათავსეთ. 1 ლ წყალზე 1 სარეცხი საშუალება დაგჭირდებათ. ერთდროულად რამდენიმე აბის დახარჯვა მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ქვაბი ქურაზე დადგით და  ტაფა 1 საათით გამოხარშეთ. საქმე ქიმიასთან გვაქვს, ამიტომ სამზარეულოში ფანჯარა გააღეთ და ოთახში დიდხანს არ გაჩერდეთ. 1 საათის შემდეგ ტაფა ამოიღეთ და გახეხეთ. ეს მანამ გააკეთეთ, სანამ ჭურჭელი ცხელია. ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ და ფრთხილად იყავით, რომ არ დაიწვათ. ტაფა სახელურით დაიჭირეთ. თუ მთელი ნამწვი არ მოშორდა, კიდევ ცოტა ხნით გამოხარშეთ.

სხვა ხრიკები ჭურჭელზე ნამწვის მოსაშორებლად – თუ მთელი საათი სარეცხი აბებით ტაფის ხარშვის იდეა არ მოგწონთ, მაშინ სხვა მეთოდი გამოიყენეთ. მაგალითად, ძველი კეთილი ძმარი და სოდა. ასე მუშაობს: ნამწვს სოდა მოაყარეთ, ძმარი დაასხით და უხეში ღრუბლით გახეხეთ. ცოტა ძალისხმევის გაღება მოგიწევთ, რომ ნამწვისგან მთლიანად გაწმინდოთ. მეთოდი სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. ნამწვს სარეცხი საპონიც კარგად აშორებს. ეს ხრიკი აქტუალურია, თუ ჭუჭყი ტაფაშია. საპონი მსხვილად გახეხეთ, ტაფაში ჩაყარეთ და წყალი დაასხით. ყველაფერს კარგად აურიეთ და მინიმუმ 20 წუთით ქურაზე დადგით. ჭუჭყის ნარჩენები რბილი ღრუბლით მოაშორეთ და ტაფა წყალში გარეცხეთ. სოდის ხსნარიც მსგავსი პრინციპით მზადდება. ჭუჭყს აქტივირებული ნახშირიც უმკლავდება. გარდა ამისა, ბიუჯეტურია! საშუალება დააქუცმაცეთ, ტაფაში ან ქვაბში 40 წუთით ჩაყარეთ. შემდეგ წყალი დაასხით და ქურაზე დადგით. 20 წუთით ხარშეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.

ყველა ზემოჩამოთვლილი მეთოდი კარგია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი საშუალება აბრაზიული ნაწილაკებით ტეფლონის ჭურჭელზე არ უნდა გამოიყენოთ. საერთოდ, ნებისმიერი უხეში ღრუბელი და ფხვნილი აკრძალულია, თუ საქმე ანტიმიწვის საფართან გვაქვს. ამ ყველაფრის გაკეთება რომ არ მოგიწიოთ, ჭურჭელზე სათანადოდ იზრუნეთ. პრობლემის პროფილაქტიკა უმჯობესია, ვიდრე შედეგებთან გამკლავება. თუ დედამ ან ბებიამ ძველი თუჯის ტაფა გაჩუქათ, მათ გასარეცხად ჩვენი ხრიკები თამამად გამოიყენეთ.