ქმარი ძველებურად მღალატობდა, მე კი ვცდილობდი ეს არ შემემჩნია

633

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.ჯერ კიდევ სკოლის წლებიდან მიყვარდა ლექსების წერა. ჩემი ლექსები რამდენჯერმე გაზეთშიც კი დაიბეჭდა. ლექსებს მაშინაც ვწერდი, როდესაც ინსტიტუტში ვსწავლობდი.

შთაგონება ყველგან და ნებისმიერ დროს შეიძლება მოსულიყო ჩემთან. რითმები თითქოს თავისთავად ჩნდებოდა და მშვენიერი ლექსები გამოდიოდა.მერე ზურას გავყევი ცოლად და ლექსების წერა შევწყვიტე. საერთოდ შევწყვიტე. რატომ? იმიტომ, რომ ზურა დამცინოდა და მეუბნებოდა, რომ სისულელეებით ვიყავი დაკავებული.ძალიან მიყვარდა კითხვა და ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. კითხვისადმი ჩემი სრულიად უწყინარი გატაცებაც კი არ მოსწონდა ჩემს ქმარს.

ჩემი ქმარი თვლიდა, რომ მხოლოდ იმის გაკეთებაა საჭირო, რასაც შემოსავალი მოაქვს. მას რომ სცოდნოდა, რამდენის გაკეთება შემიძლია და რამდენი რამე ვიცი სინამდვილეში, მაშინ არც კი ვიცი, რა მოუვიდოდა.ქორწილიდან ორი წლის შემდეგ, ზურამ მიღალატა. მაშინვე ვიგრძენი, მაგრამ ჩვენ უკვე გვყავდა ერთი პატარა შვილი და უკვე ორსულად ვიყავი მეორეზე.

მოკლედ, შვილების გამო, მრავალი წლის მანძილზე ვითმენდი ჩემი ქმრის ღალატს.სამსახურში დავდიოდი, ბავშვებს და სახლს ვუვლიდი, მაგრამ ბედნიერი და საყვარელი არასოდეს ვყოფილვარ. ქმარი ძველებურად მღალატობდა. ვცდილობდი არ შემემჩნია, ვითომ ყველაფერი კარგად იყო. ბავშვები გაიზარდნენ და დამოუკიდებლები გახდნენ.

შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში გიორგი გამოჩნდა. მასთან თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობდი. მისი გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ ისევ დავიწყე ლექსების წერა. ჩემს ლექსებს გიორგის ვუკითხავდი და მას ძალიან მოსწონდა. გიორგისთან თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ არ მომწონდა ის, რომ ჩემს ქმარს ვემსგავსებოდი.

გიორგი სამსახურის შემდეგ მხვდებოდა, ყვავილებს მჩუქნიდა, ჩვენ პარკში ვსეირნობდით. მერე მე სახლში მოვდიოდი. გიორგის ნაჩუქარ ყვავილებს სახლში დაბრუნებამდე ვყრიდი, რადგან არ შემეძლო სახლში მიტანა.ჩემმა ქმარმა იგრძნო, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა და მანაც დაიწყო ჩემთვის ყურადღების მოქცევა: ყვავილებს და საჩუქრებს მჩუქნიდა, უფრო მეტ დროს ატარებდა სახლში, რესტორნებში მეპატიჟებოდა.

მაგრამ, ქმრის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ. უბრალოდ სრული გულგრილობაა. მთელი სიყვარული უკვე დიდი ხნის წინ გაქრა, სიძულვილიც აღარ არის. დარჩა მხოლოდ გულგრილობა.გიორგის უნდა, რომ ჩემს ქმარს ჩვენი ურთიერთობის შესახებ ვუამბო და მივატოვო. მე არ მყოფნის ამის გამბედაობა.მთელი ცხოვრება ნამდვილი მშიშარა ვიყავი და ყოველთვის მეშინოდა საკუთარი თავისთვის რაღაცის გაკეთების. შესაძლოა, უბრალოდ ძალიან მეშინია ცვლილებების და ძალიან მეშინია ბედნიერი ვიყო. შეიძლება უბრალოდ არ ვარ ამას მიჩვეული.

ვინ ავირჩიო და ვისთან დავრჩე: ჩემს ქმართან, რომელთანაც ოც წელზე მეტია ვცხოვრობ, მაგრამ გამუდმებით მღალატობს, თუ წავიდე ადამიანთან, რომელსაც ნამდვილად ვუყვარვარ? არ ვიცი.როგორ მოვიქცე? ჩვენი შვილებისთვის სულერთია, ვიცხოვრებ თუ არა მათ მამასთან ერთად. ისინი უკვე დიდები არიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ.მაქვს თუ არა უფლება ვეცადო ვიყო ბედნიერი? ალბათ, მაქვს…ალბათ, უნდა დაივიწყო ამ ქვეყნად ყველაფერი და გამოსცადო, როგორია იყო საყვარელი და ბედნიერი…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს