პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.მე ნათია მქვია, მყავს უმცროსი ძმა – ლევანი. დედაჩვენი ნამდვილი გუგულია. როდესაც ჩემი ძმა დაიბადა, დედაჩემმა ის თავისთან წაიყვანა, მე კი ბებიაჩემთან დამტოვა. ამბობდა, რომ ორი ბავშვის მოვლა ძალიან გაუჭირდებოდა, ბინაც ძალიან პატარა იყო ორი ბავშვისთვის და მას და მამაჩემს არც ისე დიდი ხელფასი ჰქონდათ.
მამა ყოველთვის და ყველაფერში დედაჩვენს უჯერებდა. ჩემს ძმას ძალიან იშვიათად ვხედავდი, მე ბებიამ გამზარდა.თითქმის უცხო ადამიანებად გავიზარდეთ, თუმცა ნამდვილი და-ძმა ვართ. ეს ყველაფერი დედაჩვენის ბრალია.შემდეგ, სასწავლებლად წავედი და საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ამ დროს მამა გარდამეცვალა და ბებიაც. დედა საერთოდ არ მეხმარებოდა. საღამოობით მიწევდა მუშაობა, რომ სწავლის გაგრძელება შემძლებოდა.
მერე დედაჩემი მეორედ გათხოვდა. ისევე, როგორც ადრე, მას საერთოდ არ ვჭირდებოდი. ძალიან გამიჭირდა სწავლა, მაგრამ არ დავნებდი.სწავლა დავამთავრე, სამსახური ვიშოვე და გავთხოვდი. დედაჩემს ქორწილისთვის მზადებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. საკუთარი ქალიშვილის ქორწილში ჩვეულებრივი სტუმარივით მოვიდა.
ერთი წლის წინ დედაჩემს მეორე ქმარი გარდაეცვალა და უცებ გაახსენდა, რომ ორი შვილი ჰყავდა. დამირეკა მეც და ჩემს ძმასაც. რატომღაც დედა ჩვენი ცხოვრებით დაინტერესდა.მე და ჩემს ძმას ყველაფერი გვესმის. დედა მარტოა და მას უკვე ჩვენი დახმარება სჭირდება, ის ხომ მოხუცდა. მაგრამ მე და ჩემს ძმას მისი დახმარების არანაირი სურვილი არ გვაქვს.მე საერთოდ ბებიასთან დამტოვა, მაგრამ არც ჩემს ძმას უნახავს დედაჩემისგან კარგი არაფერი. მას მხოლოდ ის აინტერესებდა, რომ ჩემი ძმა ნაჭამი და ჩაცმული ყოფილიყო.
ჩვენ არ გვინდა დედაჩვენის მოხუცთა თავშესაფარში გაგზავნა. ვიცით, რომ იქ ასეთ ადამიანებს არც თუ ისე კარგად უვლიან, მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ ვაიძულებ, რომ დედას მოვუარო.მას ხომ ჩვენი თავი სრულიად არ აინტერესებდა, მხოლოდ თავისი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა და საკუთარ თავზე ფიქრობდა. ამიტომ, მას არ შეუძლია ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ მასზე ვიზრუნებთ, როდესაც იგი დაბერდება და ჩვენი დახმარება დასჭირდება.