პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე თამარი მქვია. ახლა 24 წლის ვარ. თხუთმეტი წლიდან ერთი ოცნება მქონდა – ძალიან მინდოდა მდიდრული ბეწვის ქურქი. ასეთი ბეწვის ქურქისთვის ფულის შეგროვება ჯერ კიდევ სკოლის წლებში დავიწყე. ყველაფერზე ვზოგავდი: სადილზეც და ტრანსპორტზეც. ჩემი ოცნებისთვის ფულის შეგროვება უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგაც გავაგრძელე. საკმაოდ კარგი თანხის დაგროვება მოვახერხე.
შემდეგ მუშაობა დავიწყე და ბეწვის ქურქისთვის უფრო ღირსეული თანხების გადადება დავიწყე.ცოტა ხნის შემდეგ მამუკა გავიცანი და შემიყვარდა. ექვსი თვის შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო: საქმროს ქორწილისთვის ფული არ ჰქონდა. მამუკამ უბრალოდ საეროდ არ იცოდა ფულის დაზოგა. მთელ ფულს, რომელსაც გამოიმუშავებდა, მაშინვე ხარჯავდა.
ქორწილისთვის ფული არც ქმრის მშობლებს არ ჰქონდათ, ამიტომ ისინი ვერაფრით დაგვეხმარებოდნენ. მე უკვე ორსულად ვიყავი და ქორწილის გადადება უბრალოდ არ შეიძლებოდა.დედამთილმა შემოგვთავაზა, რომ ბანკიდან სესხი აგვეღო და ნორმალური ქორწილი გადაგვეხადა. მე გამახსენდა ფული, რომელსაც ჩემი ოცნებისთვის ვაგროვებდი და მამუკას ვუთხარი.
მე რომ მცოდნოდა, რას უზამდა მამუკა ჩემს ფულს, ამ ფულის შესახებ არასოდეს ვეტყოდი! მაგრამ მამუკა ისე მიყვარდა, ისე ვენდობოდი, რომ ყველაფერი ვუთხარი.ჩემს ფულს დავამატეთ ბანკიდან კრედიტით აღებული ფული და მდიდრული ქორწილი გადავიხადეთ. ძალიან ლამაზი საქორწილო კაბა მქონდა, კარგი რესტორანი იყო და მხიარული თამადა. მთლიანობაში, ჩვენმა ქორწილმა შესანიშნავად ჩაიარა.
ქორწილის მერე დავთვალეთ ფული, რომელიც ქორწილისთვის გვაჩუქეს. ძალიან გაგვიხარდა, როდესაც მივხვდით, რომ ძალიან ბევრი გვაჩუქეს: სესხის დაფარვაც შეგვეძლო და საქორწილო მოგზაურობაში გამგზავრებაც.მამუკას ვუთხარი, რომ სასწრაფოდ წასულიყო ბანკში და კრედიტი დაეფარა, მე კი გინეკოლოგთან წავედი.სახლში რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ ჩვენს ბინაში ჩემი დედამთილი იჯდა. ძალიან კმაყოფილი იყო. მე რომ დამინახა, მაშინვე დაიწყო სახლში წასასვლელად მზადება.
მამუკამ სიხარულითა და სიამაყით შემატყობინა, რომ ჩემი ყველა დავალება შეასრულა: სესხი გადაიხადა და საგზურები იყიდა. შევაქე და საძინებლისკენ წავედი. იქ რაღაც ძალამ მაიძულა გამეხსნა ყუთი, რომელშიც ჩემი ქურქის ფულს ვინახავდი. ყუთში ფული არ იყო. მამუკას ვკითხე ამ ფულის შესახებ და მან მითხრა:
- ეგ ფული დედაჩემს მივეცი. ჩვენ ხომ ახლა ეს ფული არ გვჭირდება, ის კი დიდი ხანია აგარაკზე რემონტის გაკეთებაზე ოცნებობდა!
ეს რომ გავიგონე, უბრალოდ მეტყველების უნარი დავკარგე. ამ თანხის შესაგროვებლად ამდენი წლის მანძილზე ყველაფერზე ვზოგავდი, ჩემმა ქმარმა კი ეს ფული აიღო და უბრალოდ დედამისს გადასცა.აი, ასე! ჩემთვის არც კი უკითხავს. ოთახში შევედი და ავტირდი.ჩემი დედამთილის ოცნება მალე ახდება, ჩემი კი – ნაკლებად სავარაუდოა.