შეიძლება თუ არა, რომ უნიტაზის ბლოკი ხელნაკეთი საშუალებით ჩაანაცვლოთ? ძვირადღირებული შემცვლელი საშუალებები გარკვეული რაოდენობის ჩარეცხვაზეა გათვლილი. დიდ ოჯახში ასეთი ბლოკები სწრაფად იხარჯება. როგორ მოვიქცეთ? როგორ დავზოგოთ და არ შევცდეთ? რა მოათავსოთ უნიტაზში მაღაზიაში ნაყიდი სურნელოვანი კომპონენტის ნაცვლად, რომ სააბაზანო ოთახში სასიამოვნო არომატი იყოს?
ბლოკი უნიტაზისთვის – ცნობილი ბრენდების ძვირადღირებული საშუალებები კარგად რეკლამირებულია. კორპორაციები, რომლებიც ასეთ საშუალებებს აწარმოებენ, თავიანთი პროდუქტების პოპულარიზაციაზე დიდ ფულს ხარჯავენ. ნამდვილად ისეთი ეფექტურია, როგორც გვპირდებიან ტელევიზორის ეკრანიდან მომღიმარი მსახიობები? ეს მხოლოდ პირადი გამოცდილებით შეგვიძლია შევამოწმოთ. სწორედ ამიტომ, უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტებს გადახედეთ. ძვირადღირებულ ნათესავებს არ ჩამოუვარდება. ეფექტი თითქმის იგივეა, თან ბევრს დაზოგავთ. იაფი ბლოკები ყოველთვის ცუდ ხარისხს არ ნიშნავს. ძვირადღირებული და იაფი საშუალებების შედარების არ შეგეშინდეთ, რომ სიტუაცია მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასოთ.
ხელნაკეთი საშუალება – უცნაურია, მაგრამ უნიტაზის საწმენდი ეფექტური საშუალება თითქმის ყველას სამზარეულოში გვაქვს. იაფი ღირს, თუმცა დიდი მოცულობისაა. მისი სახელია ძმარი. ძმარი არა მხოლოდ ცუდ სუნს უმკლავდება, არამედ უნიტაზს თეთრ ნადებს აშორებს. რას ვიზამთ, ძველი მილებიდან წყლის მრავალჯერადი ჩარეცხვა მსგავს დაბინძურებას იწვევს. ეს უცნაური არაა. როგორ გამოვიყენოთ ძმარი? მოსახერხებელ პულვერიზატორში გადაასხით. ძმარი უნიტაზს მოასხით და 20 წუთით გააჩერეთ, თავსახური დაახურეთ. უსიამოვნო სუნი გაქრება, ნადების კვალს ჯაგრისით მარტივად მოაშორებთ. თბილი წყალი მოასხით, რომ ჭუჭყი უფრო ეფექტურად მოაშოროთ.
ნაცნობი მეთოდი – უნიტაზის უსიამოვნო სუნს ჩვეულებრივი ქლორიც გაუმკლავდება. პოპულარულ საშუალებებზე უფრო იაფია. შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ მის ეფექტურობაში? მით უფრო, ბევრი საშუალება ქლორის საფუძველზე მზადდება. რა საჭიროა ზედმეტის გადახდა, თუ ორიგინალის გამოყენება შეიძლება. საუკეთესო ეფექტის მისაღებად ქლორი უნიტაზს მოაყარეთ ან მოასხით და მთელი ღამე გააჩერეთ. სასურველია, რომ გაწმენდამდე უნიტაზი აღარ გამოიყენოთ. თავსახური დაახურეთ და დილას დაელოდეთ. შემდეგ ქლორის ნარჩენები ჩარეცხეთ, უნიტაზი ჯაგრისით გახეხეთ.
ხელნაკეთი ბლოკი უნიტაზისთვის
ინგრედიენტები:
- 100 გ სარეცხი ფხვნილი
- 2 ს/კ ძმარი
- 100 გ სოდა
- 20 გ ლიმონმჟავა
- 30 მლ წყალი
- 10 წვეთი არომატული ზეთი
თხევადი ინგრედიენტები თანდათან დაუმატეთ, რომ პროცესში ფხვნილისა და სოდისგან შუშხუნა ბურთები გააკეთოთ. ასეთი ბურთი ჩარეცხვის შემდეგ წყალს შეგიძლიათ დაუმატოთ ან უნიტაზის ავზში ჩადოთ, რომ წყალს ჩარეცხვისას სასიამოვნო სუნი ჰქონდეს. ნებისმიერი არომატული ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ მეტი ავთენტურობისთვის ნაყიდი საშუალების მსგავსი შეარჩიეთ. მაგალითად, ფიჭვის ან სოჭის სუნი.
სასიამოვნო არომატი – სიტყვაზე, უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი არსებობს. უნიტაზის ავზში კბილის პასტის ტუბი უნდა ჩადოთ. ყველაზე იაფიც გამოგადგებათ. ტუბი რამდენიმე ადგილას წვრილად დახვრიტეთ და ავზში ჩადეთ. სასიამოვნო სუნი გაჩნდება, რომელიც უნიტაზის „ქარვის“ სუნს შეებრძოლება. ამ ხრიკს ყველა ეფექტურად არ მიიჩნევს. ზოგიერთი დიასახლისი კბილის პასტის სასიამოვნო არომატს გრძნობს, მაგრამ უნიტაზის სუნი მაინც რჩება. ალბათ, საქმე უფრო მილებშია, რომლიდანაც სახლში წყალი ხვდება. იქნებ, ძველი კომუნიკაცია სააბაზანო ოთახში ცუდი არომატის გავრცელებას ხელს უწყობს.