დამღალა ამ ავადმყოფმა მოხუცმა! როდის აღარ იქნება, რომ ბინა მე დამრჩეს!

748

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიყვება.მე მქვია ალექსი. რამდენიმე წლის წინ ცოლად მოვიყვანე უმშვენიერესი გოგონა, სახელად ნათია.მანამდე მამასთან და უმცროს დასთან ერთად ვცხოვრობდი დიდ სამოთახიან ბინაში.

დედა მაშინ გარდაგვეცვალა, როდესაც მეცხრე კლასში ვსწავლობდი. დედაჩემის გარდაცვალება ძალიან საშინელი დარტყმა იყო ყველა ჩვენგანისთვის. ასეთმა დიდმა უბედურებამ ჩვენ კი არ გაგვაერთიანა, არამედ პირიქით – თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავში ჩაიკეტა და მარტო განიცდიდა ამ მწუხარებას. ცუდად ვსწავლობდი, თუმცა მანამდე მრავალი წლის განმავლობაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. ანაც აღარ სწვალობდა კარგად და მუდმივად გვეჩხუბებოდა მეც და მამასაც.

შემდეგ ძალა მოვიკრიბე და სკოლა ნორმალურად დავამთავრე, ინსტიტუტში ჩაბარებაც შევძელი. მეოთხე კურსზე ნათია გავიცანი, სიგიჟემდე შეგვიყვარდა ერთმანეთი. სწავლის დამთავრების შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ.მამას ძალიან გაუხარდა, მას ძალიან მოსწონდა ნათია და დიდი ხანია ოცნებობდა შვილიშვილებზე. მე და ნათიამ გადავწყვიტეთ, რომ ქორწილის შემდეგ მაშინვე გვეყიდა ბინა იპოთეკით.

თავიდან ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. მეორე სამსახურიც კი გავედი, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხეთ იპოთეკის პირველი შენატანისთვის საჭირო თანხის მოგროვება. ამის გამო, მამამ შემოგვთავაზა, რომ ცოტა ხნით მასთან გვეცხოვრა. მეც დავთანხმდი და ნათიაც, მაგრამ ანა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.მას გამუდმებით არ უმართლებდა პირადში, ამიტომ ძალიან შურდა ჩემი და ნათიას ურთიერთობის. მას არ უნდოდა, რომ სახლში მასთან ერთად სხვა დიასახლისიც ყოფილიყო. მას არ უნდოდა იმის ნახვა, თუ როგორი ბედნიერები ვიყავით მე და ნათია. მას იმისიც შურდა, რომ ჩვენ სახლის ყიდვა გვინდოდა.

ძალიან მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ, რადგან გვინდოდა, რაც შეიძლება მალე გვეყიდა ბინა. სამი თვე მამაჩემთან და ჩემ დასთან ერთად ერთ ბინაში ვიცხოვრეთ, რაც ძალიან რთული იყო. ანა მუდმივად აწყობდა სკანდალებს ნებისმიერი მიზეზით.

მერე ვიყიდეთ ბინა და რემონტის გაკეთება დავიწყეთ.მოულოდნელად უბედურება დატრიალდა: მამას ინსულტი დაემართა. მისი შედეგები უბრალოდ საშინელი იყო: სმენა დაუქვეითდა და სიარული უჭირდა.ჩვენთვის ძალიან რთული დრო დადგა. მამას დახმარება სჭირდებოდა, ჩვენ კი ბინაში რემონტი გვქონდა. ჩემს დას ვერ ვანდობდი მამაჩემის მოვლას. ის ძალიან უპასუხისმგებლო გაიზარდა, ფულის სწორად დახარჯვა არ იცოდა.მე და ნათიამ გადავწყვიტეთ, რომ მამაჩემს ერთად მოვუვლიდით. რიგრიგობით ვმორიგეობდით. იმ დღეებში, როდესაც ანა უნდა ყოფილიყო მორიგე, მას მუდმივად გადაუდებელი საქმეები უჩნდებოდა და მუდმივად მარტოს ტოვებდა მას. ამის გამო ძალიან ხშირად ვჩხუბობდით.

ერთ დღეს, როცა მამასთან ანას უნდა ემორიგევა, მისგან შეტყობინება მივიღე: “სასწრაფოდ მოდი. შენი დახმარება გვჭირდება!”დავიწყე დასთან რეკვა, მაგრამ ის არ მპასუხობდა. ძალიან შემეშინდა, სამსახურიდან გავეთავისუფლე და მამასთან გავიქეცი. მამა დერეფანში იწვა. აღმოჩნდა, რომ საპირფარეშოში წასვლა უნდოდა, მაგრამ იქამდე ვერ მივიდა, წაიქცა. ანა მას არ დაეხმარა, უბრალოდ წავიდა.მამას დავეხმარე. შემდეგ, დავეხმარე, რომ საწოლში ჩაწოლილიყო და მაგიდაზე ჩემი დის წერილი აღმოვაჩინე:

“როგორ დამღალა ამ ავადმყოფმა მოხუცმა! როდის გარდაიცვლება, რომ ბინა მე დამრჩეს! ახლა მას თავად მოუარეთ! მე ამას აღარ გავაკეთებ! მე მივდივარ!უბრალოდ შოკში ვიყავი, ეს რომ წავიკითხე. რა საშინელი ადამიანი გაიზარდა ჩემი და!ჩვენ რემონტი დავასრულეთ და მამა ჩვენთან წავიყვანეთ. ამჟამად, მის ბინას ვაქირავებთ. სხვათა შორის, მამაჩემმა ანდერძი დაწერა: ბინა ჩემი იქნება. ასე რომ, ანას ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი ელოდება. ის ვერაფერს მიიღებს, რადგან ასე საშინლად ექცეოდა საკუთარ მამას.

მე და ნათია მალე მშობლები გავხდებით. მამაჩემი კი, ბოლოს და ბოლოს, ბაბუა გახდება – მას ეს ძალიან უნდოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს