შეიძლება უკვე ასაკოვანმა ბედნიერება მოიპოვოთ? იმსახურებს ადამიანი შვილის ოჯახის გვერდით მშვიდად ცხოვრებას? Paparazzi ანას ისტორიას გიზიარებთ. მან დაამტკიცა, რომ ბედნიერი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოთ.
გვიან მოსული ბედნიერება – ანა 60 წელს გადაცილებული მშრომელი ქალია. სოფელში ცხოვრობს, ნაკვეთზე ფუსფუსობს, საოჯახო საქმეებს აკეთებს. ყოველ დილით სარკეში დანაოჭებული უცნობი მოხუცი უღიმის და აკვირვებს. „სად გაქრა ძლიერი ლამაზი ქალი და ვინ მიყურებს სარკიდან? – ფიქრობს ანა დაღლილი სახის შემხედვარე. ხანგრძლივმა ავადმყოფობამ ძალა წაართვა, დამხმარე არავინ ჰყავს. ერთადერთი ვაჟიშვილი მშობლიური სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს და იშვიათად ნახულობს. მოულოდნელმა ზარმა ანა გამოაფხიზლა. შვილი ურეკავდა. ანა შვილთან არასდროს წუწუნებდა, როგორი მძიმე პერიოდიც არ უნდა ჰქონოდა. მას ხომ საკუთარი ოჯახი, შვილები ჰყავდა. საზრუნავი არ აკლდა, თუმცა მალხაზი დედაზე ყოველთვის ნერვიულობდა. ამჯერად საცხოვრებლად მასთან გადასვლა შესთავაზა. ანამ არ იცოდა, რა ეპასუხა. ნერვიულობდა, იქნებ რძალს ეს არ მოეწონოს და ოჯახში უთანხმოება გამოიწვიოს. აღმოჩნდა, რომ ინიციატორი რძალი ყოფილა.
მეზობლების მოსაზრებები – ანა შვილის წინადადებაზე ფიქრობდა. ერთი მხრივ, სახლის მიტოვება უჭირდა. აქ ხომ ამდენი წელი იცხოვრა და იშრომა. მეორე მხრივ, შვილთან ყოფნა სურდა. რჩევა მეზობლებს ჰკითხა. „ამ სიბერეში რა მოიფიქრე. სად აპირებ წასვლას? ვის სჭირდები ასეთი მოხუცი და უძლური. შვილს ცხოვრება არ დაუნგრიო!“ – ურჩია მეზობელმა. მისმა სიტყვებმა ანა დააფიქრა. „იქნებ არ ღირს მათ ბედნიერებაში ჩარევა?“ სწორედ ამიტომ, როცა შვილმა პასუხის გასაგებად დაურეკა, საცხოვრებლად მასთან გადასვლაზე უარი უთხრა. მალხაზის არ მოეწონა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
მოულოდნელი სტუმარი – 1 კვირის შემდეგ მოხუც ანას შვილი და შვილიშვილი მოულოდნელად ესტუმრა. შვილიშვილი ბებიას ეფერებოდა და მოგზაურობის ამბებს სიხარულით უყვებოდა. ვანო მშობლიურ ეზო–კარს ათვალიერებდა, რომელიც ახლა პირქუშად გამოიყურებოდა. დაზიანებული კედლები, სახურავი, ჩაშავებული ფარდები. ყველაფერი სავალალოდ გამოიყურებოდა. მალხაზიმ უამბო, როგორი დიდი სახლი ჰქონდა, საკუთარი ბოსტნით და დიდი ფერმით. „ჩემოდნები ჩაალაგე, ჩვენთან გადმოდიხარ“ – მტკიცედ უთხრა მალხაზიმ. ანას სხვა გზა არ ჰქონდა, პატარა ჩანთა ჩაალაგა და ახალი ცხოვრებისკენ გაეშურა.
ახალი ცხოვრება – მოხუცი ქალი შვილის სახლით გაოგნდა. ორსართულიანი სუფთა და ფართო სახლი, რძალი სადილისთვის კერძებს ამზადებდა. ანამ იგრძნო, რას ნიშნავს ოჯახური ბედნიერება. დილით რძალმა ფერმა დაათვალიერებინა. თხები და ცხვრები ჰყავდათ. მოხუცი აღფრთოვანებული იყო. ბავშვობა გაახსენდა, როცა ბებიასთან ერთად ცხვრებს აძოვებდა. მეორე დღეს შვილიშვილებმა საბავშვო მოედანზე წაიყვანეს. აქ ცენტრში ბავშვები თამაშობდნენ, ხოლო სკამებზე უფროსები ისხდნენ. ანამ ადგილობრივი ქალები გაიცნო. მათგან ერთი ექიმბაში იყო, რომელმაც მისი დაავადების სამკურნალო ნახარში ასწავლა. საღამოს მთელ სახლში სასარგებლო ბალახის სასიამოვნო არომატი გავრცელდა. „აი, რას ნიშნავს გვიან მოსული ბედნიერება“ – გაიფიქრა ქალმა. მალე გამოკეთდა. ახლა სიბერეს ძვირფასი ადამიანების გვერდით ატარებდა.