ნაზი მეთოდი. როგორ გავწმინდოთ გაზქურის გისოსები მდოგვით

0
389

ჩამჯდარი ჭუჭყისგან გაზქურის გაწმენდა საკმაოდ მოსაწყენი და მონოტონური საქმეა, მაგრამ სამზარეულოში სისუფთავის მხარდასაჭერად აუცილებელია. ამას დიდი დრო მიაქვს. თავად ზედაპირი მარტივად შეგიძლიათ გაწმინდოთ, მაგრამ გისოსებთან ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ კაპიტალურად დიდხანს არ გაგიწმენდიათ. დროთა განმავლობაში გისოსებზე ცხიმი, ნამწვი, მტვერი და საკვების ნარჩენები გროვდება. ასეთ უსიამოვნო „სიურპრიზებს“ ჩვეულებრივი ღრუბელი და სარეცხი საშუალება ვერ უმკლავდება. რა გავაკეთოთ? Paparazzi გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ გაზქურის გისოსები მშრალი მდოგვით.

როგორ გავწმინდოთ გაზქურის გისოსები უსაფრთხოდ – ორი სახის ქურის გისოსები არსებობს: მინანქრის ან თუჯის. თითოეულს საკუთარი ღირსება და ნაკლი აქვს. უნივერსალურ და უსაფრთხო წმენდის მეთოდს გიზიარებთ. ასე სამზარეულოს მოწყობილობა მთელი და უვნებელი დარჩება.

მდოგვის ფხვნილით გაწმენდა – მაქსიმალურად ნაზი მეთოდია, რადგან მდოგვის ფხვნილი ნატურალური, მოსახერხებელი და რბილი დამხმარეა. ნებისმიერი ჭურჭელი შეგიძლიათ გაწმინდოთ, მაცივარსა და მიკროტალღურ ღუმელში უსიამოვნო სუნი გააქროთ, ოთახის მცენარეებზე იზრუნოთ. მისი დახმარებით გაზქურის გისოსებიც შეგიძლიათ გაწმინდოთ.

ინგრედიენტები:

  • 50 გ სარეცხი საპონი
  • 10 ს/კ მშრალი მდოგვი
  • 400 გ კალცირებული სოდა
  • 3 ლ წყალი

მომზადების წესი: ღრმა ჭურჭელი მოამზადეთ. სარეცხი საპონი წვრილად გახეხეთ. მდოგვის ფხვნილი და სოდა დაუმატეთ. მდუღარე წყალი დაასხით და გახსნამდე კარგად აურიეთ. ნარევი დახურულ აბაზანაში ან დიდ ვედროში ჩაასხით. მასში ჭუჭყიანი გისოსები ჩადეთ, წყალი დაასხით ისე, რომ გისოსები წყლით დაიფაროს. თუჯის გისოსები 2 საათით გააჩერეთ. ლითონის გისოსები მთელი ღამით დატოვეთ. ასე ცხიმი დარბილდება, ნამწვი თავისით მოშორდება. შემდეგ ჩვეულებრივი ჯაგრისით მსუბუქად გახეხეთ და გამდინარე წყალში გარეცხეთ.

როგორც ხედავთ, გაზქურის ხარისხიანი წმენდა დროს და საჭირო მასალებს მოითხოვს. შედეგით 100%–ით კმაყოფილი დარჩებით.