პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე მარი მქვია. გავიზარდე ბავშვთა სახლში. სიყვარული და მოფერება არასოდეს მინახავს არავისგან. ასე რომ, როდესაც მამუკას შევხვდი და მან ყურადღება მომაქცია, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
ერთმანეთს ვხვდებოდით. ზოგჯერ, მამუკა ყვავილებს და პატარა საჩუქრებს მჩუქნიდა. მე ეს ბავშვივით მიხაროდა.როდესაც მამუკამ ხელი მთხოვა, მაშინვე დავთანხმდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან გამიმართლა. ოჰ, როგორ ვცდებოდი!
ერთ ბინაში ვცხოვრობდით ჩემს დედამთილთან ერთად. თავიდან მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ ყველა ასე ცხოვრობდა. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მე მოსამსახურედ მიყენებდნენ. ყველა საოჯახო საქმესაც ვაკეთებდი და სამსახურშიც დავდიოდი. მთელ ჩემს ხელფასს ჩემი დედამთილი იღებდა. ის ამბობდა, რომ მე საერთოდ არ ვიცოდი ფულის სწორად ხარჯვა და ათასგვარ სისულელეზე დავხარჯავდი.პროტესტის გამოთქმას თუ გავბედავდი, დედამთილი მიყვიროდა:
- გაჩუმდი! სად იქნებოდი ახლა, რომ არა ჩემი შვილი! ფეხები უნდა დაგვიკოცნო!
მერე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ჩემმა ქმარმა დალევა დაიწყო და მერე ცემა დამიწყო. ჩემი დედამთილი არასოდეს მიცავდა. ის თვლიდა, რომ მისი შვილი იყო სახლის უფროსი და ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რასაც მოისურვებდა!
ერთი წლის შემდეგ დავორსულდი და ქალიშვილი შემეძინა. იმედი მქონდა, რომ ჩემი ცხოვრება გაუმჯობესდებოდა. იმედი მქონდა, რომ დედამთილი და ჩემი ქმარი ადამიანურად მომექცეოდნენ.ჩემი იმედები არ გამართლდა. დედამთილს უბრალოდ ეჯავრებოდა შვილიშვილი. ჩემი ნათია უბრალოდ ძალიან მგავდა მე. მას არაფერი ჰქონდა არც მამამისის და არც ბებიამისის. მამუკა სრულიად გულგრილი იყო მისი ქალიშვილის მიმართ. მას ის ხელშიც კი არ აუყვანია. ჩემს ქალიშვილს ვზრდიდი, ყველა საშინაო საქმეს მე თვითონ ვაკეთებდი და სამსახურშიც დავდიოდი.
ერთხელ მე და ჩემი ქალიშვილი ქუჩაში ვსეირნობდით და მან დაინახა ბავშვები, რომლებიც ველოსიპედით სეირნობდნენ. ნათიამ ველოსიპედის ყიდვა მთხოვა. სახლში რომ მივედი, დედამთილს ვთხოვე ფული ველოსიპედისთვის:
- მომეცი ფული, გთხოვ! ნათიასთვის ველოსიპედის ყიდვა მინდა. მე ხომ საკმარის თანხას გამოვიმუშავებ!მაგრამ, ჩემმა დედამთილმა მითხრა:
- ფულს არ მოგცემ! არ სჭირდება ნათიას არანაირი ველოსიპედი!როდესაც მამუკა სამსახურიდან დაბრუნდა, ყველაფერი ვუთხარი. იმედი მქონდა, რომ ის დამეხმარებოდა, მაგრამ ვცდებოდი.
- აღარ მინდა ასე ცხოვრება! მე ხომ ქალი ვარ და შენი შვილის დედა! მე შენი მოახლე არ ვარ! – ვუთხარი მამუკას.
- არ მოგწონს ასეთი ცხოვრება? მაშინ ჩაალაგე შენი ნივთები და წადი აქედან! – მიპასუხა მამუკამ.
მოკლედ, ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ.მეორე დღეს, სამსახურის შემდეგ, საბავშვო ბაღიდან ნათია გამოვიყვანე და ნელ-ნელა მივდიოდი სახლში. დედამთილისა და ქმრის ნახვის განსაკუთრებული სურვილი არ მქონდა. არც ძალა მქონდა ჩემი უფლებების დასაცავად. სახლიდან არც თუ ისე შორს, შემხვდა მეზობელი, რომელიც ჩვენს სართულზე ცხოვრობდა.
- რატომ ხარ ასე მოწყენილი, მარი? შენმა ქმარმა და დედამთილმა სულ გაგაწამეს. თქვენთან გუშინ ისეთი ხმაური იყო. რა მოხდა?ვეღარ მოვითმინე, ავტირდი და მანანა დეიდას ყველაფერი მოვუყევი.
- მისგან უნდა წახვიდე, სანამ ცოცხალი ხარ. მისმინე, მე გეტყვი სიმართლეს შენი ქმრის შესახებ. ყველა ფიქრობს, რომ მამუკას პირველი ცოლი უბრალოდ გაიქცა მისგან, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ასე არ არის. იმ საღამოს დიდი ჩხუბი მოუვიდათ. იმის მერე, მე ის აღარ მინახავს. ხოდა ვფიქრობ, იქნებ მოკლა კიდეც და ცხედარი გადამალა? აბა სად წავიდა? იმ დღის შემდეგ ის აღარავის უნახავს. მისი მშობლებიც კი მოვიდნენ და ეძებდნენ თავიანთ ქალიშვილს. მათ ის ვერ იპოვეს. გული მიგრძნობს, რომ ირა ცოცხალი აღარ არის. მამუკა უბრალოდ მხეცია. უბრალოდ არ ვიცი როგორ იცხოვრე მასთან ამდენი წელი. თავს უშველე, სანამ ცოცხალი ხარ, ქალიშვილი გყავს გასაზრდელი, – მითხრა მანანამ.
- წასასვლელი არსად მაქვს. მე ხომ ვარ ბავშვთა სახლიდან ვარ. არავინ მყავს. რა ვქნა, საერთოდ არ ვიცი.
- მე მოვიფიქრებ, როგორ დაგეხმარო.
- კარგი, სახლში წავალ. იმედია დღეს არ ვიჩხუბებთ.
მეორე დილით მანანა სადარბაზოსთან მელოდა.
– მთელი ღამე არ მეძინა, ვფიქრობდი, როგორ დაგხმარებოდი. კარგი გოგო ხარ და შენი ქალიშვილიც ძალიან მეცოდება! დაიკარგებით! მე მოვიფიქრე. ჩემი და სოფელში ცხოვრობს. მის გვერდით არის კარგი ცარიელი სახლი. სახლის მეპატრონე ხუთი წელია არ მოსულა. იქ იცხოვრებ!
მე დავეთანხმე. ნელ-ნელა ჩავალაგე ჩემი და ჩემი ქალიშვილის ნივთები. როდესაც დედამთილი და ქმარი სახლში არ იყვნენ, ტაქსი გამოვიძახე და მანანასთან ერთად მის დასთან წავედით.სახლი მართლაც კარგი აღმოჩნდა. მე და ჩემმა გოგონამ ამ სახლში დავიწყეთ ცხოვრება. მე მუშაობა დავიწყე ფოსტალიონად. ასე გავიდა ექვსი თვე.ნათიას ველოსიპედი ვუყიდე, რომელზეც ასე ძალიან ოცნებობდა. ის ძალიან ბედნიერი იყო.
ერთ დღეს ჩვენს სახლში ვიღაც კაცი მოვიდა. როდესაც დავინახე, ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, რომ მამუკამ მიპოვა, მაგრამ ვცდებოდი.სახლის პატრონი იყო. ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე, რომ ჩვენი გასახლება მოუნდებოდა, მაგრამ ეს კაცი ძალიან წესიერი და კეთილი აღმოჩნდა. მან გადაწყვიტა ამ სახლის ჩემთვის ჩუქებით გადმოცემა, მე კი ამისთვის მისი ნათესავების საფლავებისთვის უნდა მიმეხედა. დავითი თავის ოჯახთან ერთად ძალიან შორს ცხოვრობდა. მას აქ ჩამოსასვლელად გზაში მთელი ოთხი დღე სჭირდებოდა.
მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.მალე საჭირო დოკუმენტები გაფორმდა და სახლი ჩემი საკუთრება გახდა. მე და ჩემი გოგონა ძალიან კარგად ვართ.ცოტა ხნის წინ მანანა დეიდა თავისი დის მოსანახულებლად ჩამოვიდა. მან მითხრა, რომ მამუკამ სხვა ცოლი მოიყვანა. მე და ნათია აღარც კი ვახსოვართ.ძალიან გამიხარდა ეს რომ გავიგე.
ძალიან მადლობელი ვარ მანანა დეიდასი, რომ ყველაფერი მიამბო და მამუკას გამოვექეცი. ახლა თავს დამოუკიდებელ და ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.